Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღიპგაბოროტებულ, ოღრაშ დეიდებსა და ბიძებს!


ავტორი: ლევან მორჩიაშვილი

გუშინ მკითხეს როდესმე სხვის გამო თუ შეგრცხვენია საშინლადო. უნამუსოდ მოვიტყუე და ვუპასუხე არა-მეთქი.

არადა ამ დროს

• მრცხვენია როცა სატელევიზიო შოუში ქართულ ჭამა-სმასა და დოლ-გარმონს გვთავაზობენ გადაკონცერტმეისტერებული ”წამყვანები”.

• რეიტინგით ”გაპრავებული” კიჩის მრცხვენია.

• ვწითლდები როცა ჟურნალისტმა პირის ნიშნები არ იცის და პირველ პირში ”დავუბრუნდის” მაგივრად ”დაუბრუნდის” ხმარობს. (კი არ წამოსცდება, ასე იყენებს)

• მრცხვენია როცა საინფორმაციო თუ ანალიტიკურ ტოკშოუებში ქალზე ძალადობის გახშირების მიზეზებს ეძებენ, გადაცემის დასრულებისთანავე კი ინდური თუ თურქული სერიალი იწყება, რომელიც პირდაპირ ღაღადებს რომ ”ქალთა მოდგმა” განვითარებისა თუ სოციალურ კიბეზე ბევრას უფრო დაბალ საფეხურზე დგას. სადაც რძალს არ აქვს უფლება შევიდეს იმ სამზარეულოში, სადაც დედამთილია. სადაც ცოლს ქმრისთვის რამის თქმისა და კითხვის უფლება მანამ არ აქვს, ”ოჯახის თავი” თვითონ არ მოინეომებს საუბარს და მისთ.

• მრცხვენია როცა ახალგაზრდები მათთვის სპეციალურად მიძღვნილ გადაცემაში ნეპოტიზმზე საუბრობენ და ზუსტად 32 წამის შემდეგ იმავე შოუს წამყვანი სადებიუტო პირდაპირ ჩართვას ულოცავს კორესპონდენტს და თან ხაზს იმას უსვამს, რომ ის ერთ-ერთი ცნობადი სახის შვილია.

• მრცხვენია როცა ”ეგ ღლაპი რას მასწავლის, 15 წელია ამას ვაკეთებს” ვისმენ

• მრცხვენია როცა ”მაიტა ნასოსი” ისეთი პოპულარულია რომ ”რაის ნასოსი, ყველას ჩაგვიდებენ”-აც დაგაიღეს.

• მრცხვენია დადგმული და გამოგონებული ისტორიებით ხალხის გრძნობებზე თამაშისა და შემდეგ ამ თემაზე გაუთავებელი პოლემიკის

• მრცხვენია ”მჯღიბავ-მკერავ-მარჩიელთა შოუსი”

• მრცხვენია ბატონებო, მრცხვენია როცა ბანკისა თუ რომელომე სხვა სერიოზული დაწესებულების/ორგანიზაციის/კომპანიის მოწინავე პოზიციაზე ისეთ ადამიანს ვხედავ და ვუსმენ, რომელსაც ელემენტარული საუბრის კულტურაც არ გააჩნია და შუასა და შვას შორის ვერ გაურჩევია რომელია სწორი.

• მრცხვენია როცა PR-მენეჯერებს ყვითელ კაბაზე დიდი წითელი ქამარი უკეთიათ.

• კრიმინალი სასულიერო პირების მრცხვენია

• მრცხვენია როცა თმის გადანერგვის სპეციალისტი მათი კომპანიის ხარისხსა

და მაღალ დონეზე გვესაუბრება და თვითონ მელოტია.

• ვერ ვისვენებ როცა თქვენი მამიკოების ნაყიდი სამედიცინოს დიპლომის გამო ცუდად გახდომის მეშინია

• მესირცხვილება და გული მიქვავდება როცა ვიღაც ზუსტად თქვენნაირი ღიპგაბოროტებული ოღრაშები უნივერსიტეტისთვის მებრძოლ სტუდენტებს უსაქმურთა ბანდად აღიქვამს.

• კიდევ ძალიააააან ბევრი რამის

მრცხვენია, მაგრამ მთავარი სირცხვილი ისაა - როცა ასეთ რეალობაში ახალგაზდებს იმის დამტკიცება გვიწევს რომ სულაც არ ვართ ”უი ეს რა თაობა მოდის” ტიპები.

გარშემო იმდენი ნიჭიერი და თავიანთი საქმის ისეთი პროფესიონალი, მაგარი ბავშვები არიან (ნაწილი კი მოდის და მალე იქნება) რომ ამ ქვეყანასაც აუცილებლად ეშველება. უბრალოდ დრო მოგვეცით. დრო. ძალიან, ძალიან ცოტა დრო

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG