Accessibility links

სიტყვის თავისუფლების კვალდაკვალ


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

,,შარჟი“- ვისიმე ან რისამე სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც დაცულია გარეგნული მსგავსება და კარიკატურულად არის შეცვლილი და ხაზგასმული ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნები და თვისებები.“

ამ უწყინარი განმარტების ერთადერთი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ რეალობა სატირულ ჟანრში დაანახვოს საზოგადოებას. ნებისმიერი გამომსახველობითი საშუალება სიტყვა იქნება ეს, სიმღერა, პიესა, მხატვრობა თუ ხელოვნების სხვა სფერო მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების წყაროდ იქცევა ხოლმე ცივილიზებულ სამყაროში. მაშ რატომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში ცენზურის თუ თვითცენზურის კლანჭებში მოქცეული საზოგადოება საკუთარი, თავისუფალი სიტყვის ტყვე ხდება.

ყველაფერი იქიდან იწყება, რომ სიტყვას დიდი ძალა და ფასი აქვს. მისი მნიშვნელობა კარგად აქვს გათავისებული საზოგადოების ყველა ფენას. მას შეუძლია ააშენოს ან ნამსხვრევებად აქციოს ესა თუ ის საკითხი. დიახ... მაგრამ ის მაინც სიტყვაა: მართალი, ძვირფასი თუ თუნდაც ტყუილი და შეთხზული. იგი ცივილიზებულ საზოგადოებაში ,, სიტყვის თავისუბლების“ ტერმინითაა ცნობილი.

რა ხდება თუ მას საფრთხე ემუქრება. მოაზროვნე ადამიანთათვის ეს განგაშის სიგნალს წარმოადგენს. პროტესტიც შესაბამისი და ადეკვატურია ხოლმე. მათ კარგად აქვთ გათავისებული, რომ მის მოპოვებას საუკუნეები დასჭირდა და გაფრთხილება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის ასევე მასში წარმოდგენილი საზოგადოების ცალკეული წევრებისთვის.

თუ გადავხედავთ წარსულს კარგად დავინახავთ თუ რა მდგომარეობაში იყო ,,სიტყვა აყრილი“, თავისუფლება ჩამორთმეული და ცენზურის წნეხის ქვეშ მოქცეული ჩვენი ქვეყანა. სურათი ნათელია. მსოფლიო რუქაზე არ არსებობა, სუვერენობა და იდენტობა დაკარგული საქართველო და სიტყვა ,,შეზღუდული“ ერი.

გამოდის რომ რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი ღირსეული საზოგადო მოღვაწეები, რომ ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟი თავისუფალი ყოფილიყო, რომ სიტყვას ეთქვა თავისი სათქმელი, თუნდაც მწვავე, კრიტიკული, მათი გაღებული ძალისხმევა სულ ამაო ყოფილა. აბა მაშ ახლა რატომ ხდება, რომ გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა, რატომ სამუდამო პატიმრობა რეპერ ბიჭებს, რატომ ზეწოლა მედიაზე და საზოგადოების ცალკეულ წევრებზე. ნუთუ ხელისუფლების შენარჩუნება ძალადობრივი მეთოდების გარეშე შეუძლებელია. სწორედ კრიტიკაში იბადება სწორი მიმართულებით სვლა. აბა ხოტბა და ქება რა მოსატანია, ამას ხომ თავად ხედავს ყოველი ჩვენგანი. კრიტიკა სწორედ იმიტომ რომ ,,მრუდე ხაზები“ გასწორდეს და სწორ გზას მიეცეს.

პირველ რიგში მედია, შემდეგ ყველა სხვა საშუალება აუცილებლად უნდა ამბობდეს თავის სიტყვას თავისუფლად. რეალობის, სიმართლის ასახვა უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს საზოგადოების გაჯანსარებისა. დიახ, ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეა. ზოგი კრიტიკული სტატიებით და სიუჟეტებით ასახავენ რეალობას, სხვანი საკუთარ ნაწარმოებებსა თუ ლექსების რითმებში ჰპოვებენ სიმართლეს. თეატრალებს სცენაზე გადააქვთ ქვეყნის ჭირ-ვარამი, ფერების სამყაროც ნახატების სახით თავისებურად ასახავს რეალობას, თუნდაც კრიტიკულს და მწვავეს. მუსიკალური ჰანგებიც გარკვეულწილად რეალობის ამსახველია. მუნჯი, გაქვავებული ქანდაკებაც კი ამზეურებს თავისი გამომძერწის აზრებს. ყველა თავისებურად გამოხატავს სათქმელს, თუნდაც მწვავეს და ბობოქარს. გამოდის რომ მთელი საზოგადოება საპყრობილის მოლოდინის რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს.

მაშ, რაღა განგვასხვავებს რეპრესიული, ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმებისგან, სადაც სიტყვის ფასი ნულოვანია, სადაც ქვეყნის მესვეურთათვის შეუსაბამო ჩაცმულობა თუ უბრალო მზერაც კი ,,სარჩობელაზე“ დასჯის მიზეზად იქცევა ხოლმე.

რატომ მივილტვით ევროპისკენ და რატომ გვინდა რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ. სახელმწიფო სტრუქტურების ცაკლეული ნაწილების გაშარჟება ხომ დემოკრატიის თანმდევი პროცესია. გამოდის რომ კრიტიკული აზრის ჩახშობით უკან ვბრუნდები სიბნელესა და წყვდიადში.

თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებს, როგორც კი მოგვეცემოდა საშუალება დემოკრატიული სამყაროს წევრობისა, ჩვენივე უგუნური ნაბიჯები უკან გვაბრუნებდა და საქმის გამოსწორებას საუკუნეები სჭირდებოდა. ეს ყველაფერი გაუაზრებელი თუ მიზანმიმართული ჩვენივე ქმედებების საზღაური ხდებოდა ხოლმე.

ბოლოდროინდელი რამდენიმე სახელმწიფოებრივი გადაცდომა შეიძლება ისტორიულ შეცდომადაც კი ჩაითვალოს და გარკვეული პერიოდით უკან დაგვხიოს. ამიტომ სწორედ ახლაა საჭირო ადეკვატური რეაგირება საზოგადოების ყველა ფენისგან თუ სახელმწიფო სტრუქტურებისგან სწორი და გააზრებული ქმედებებისა, რომ იქ ,უკან , სადღაც შორს თუ კვლავ უახლოეს წარსულში არ დავბრუნდეთ და როგორმე დავაღწიოთ იმ მოჯადოებულ წრეს თავი, რასაც პოსტსაბჭოთა პერიოდი ჰქვია. ახლა დროა წინსვლის და გონივრული ქმედებების, რომ სიტყვის თავისუფლების კვალდაკვალ არ ჩამოვრჩეთ ცივილიზებულ სამყაროს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG