Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ ჩიბუხაია

"ეს რა ახალგაზრდობა ხართ, გარყვნილობისა და სექსების მეტი, ხომ არაფერი გაინტერესებთ. ეგ იკითხე ხო შენ, ეგ უშველის ქვეყანას."- ასე დაიწყო უცნობმა ქალმა მეტროში ჩემი გალანძღვა, მხოლოდ იმის გამო, რომ შაფაქის "სტამბოლელ ნაბიჭვარს" ვკითხულობდი. რა თქმა უნდა, მეგობრებო, მე მასთან პოლემიკაში არ შევსულვარ. ასეა თუ ისე , ამ შემთხვევამ ერთი არც თუ ისე ძველი ამბავი გამახსენა, რომელსაც ახლავე მოგიყვებით.

ეს იყო გასული წლის 15 ოქტომბერს (რიცხვიც კი კარგად მახსოვს) მარშუტკაში ვიჯექი, მუსიკას ვუსმენდი და ამ დროს ჩემი ყურადღება ტრანსპორტში ახლადამოსულმა პუტკუნა ქალმა მიიპყრო. ძალიან დატვირთული იყო, უამრავი ნივთი და პროდუქტით სავსე პარკი ეჭირა. ასე , რომ მის მარშუტკის უკანა მხარეს გადმოსვლას შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. უცებ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა მას თავისი ადგილი დაუთმო. როგორც მახსოვს და კარგად მახსოვს, ამ ყმაწვილკაცმა ჯერ მე გადმომხედა და გამიღიმა და მერე ჩაიდინა ეს "გმირობა." მეც გავუღიმე, ნამდვილად , არ ვიცი, რატომ, ალბათ, მადლიერების ნიშნად, ამ ქალის "ტანჯვას" რომ მოუღო ბოლო. თუმცა "ტრაგედია" ამით არ დამთავრებულა. უამრავი ნივთით დატვურთულ ქალს ხან რა უვარდებოდა ძირს და ხარ რა. ამიტომ , ვიფიქრე, ახლა ჩემი "გმირობის" დრო დადგა-მეთქი და დახმარება შევთავაზე. მან ცივად გამიღიმა და რამდენიმე პროდუქტით დატვირთული პარკი გადმომაწოდა. ( მე მის უკან ვიჯექი) რამდენჯერმე შემამოწმა კიდეც , რამეს ხომ არ ვცუხუტობდი , მაგრამ ეგ არაფერი, მესმის, დღეს ძნელია ვინმეს ენდო. მაგრამ მარტო უკან გადმოხედვასა და შემოწმებას რა უშავს, ჩასვლის დრო ისეთი სიტყვა დამიტოვა , რომ ზუსტად შემიძლია ამ სიტყვების ციტირება გავაკეთო: " მადლობა გოგონა, მაგრამ, ვიცი, ამას ისე არ გააკეთებდი ჩემგანაც რომ არ ელოდე რამეს სანაცვლოდ, ამიტომ მგზავრობის ფულს გადაგიხდი." მისი "სიკეთეც" ხომ უნდა გაეგო ხალხს, ამიტომ ისეტი ტონით მითხრა ეს ყველაფერი, უცებ გავხდი ინტერესის ობიექცი მგზავრებს შორის. ალბათ, ელოდნენ ჩემგან საპასუხოდ რამეს , მაგრამ, სამწუხაროდ, თუ, საბედნიეროდ, ვერაფერი მოვიფიქრე.

იმაზე ფიქრით, რა შეიძლებოდა მეპასუხა უცნობი ქალისთვის, მეტროშიც ჩავედი. დიდი დრო არ გასულა და ახალი ამბავიც დაიწყო. ჩემ წინ ადგილი გათავისუფლდა და ერთად მყოფი ქალი და მაკაკაცისგან, ეს ადგილი ძლიერი სქესის წარმომადგენელმა დაიკავა. მოიცა ,მოიცა , რატომ მეწყინა, ჩვენ ხომ გენდერული თანასწორობის მომხრეები ვართ. თუმცა მოგვიანებით , ეს ქალბატონი გვერდით მომიჯდა და ,გენდერული თანასწორობის მომხრეს , ყველანაირი იმედი დამემსხვა , რაც კი შეიძლებოდა იმ მომენტში მქონოდა. ქალბატონი ფეხმძიმედ იყო , მის თანმხლებ მამაკაცს კი კარგა ხანია მის წინ სკამზე ეძინა. ძალიან კი გავბრაზდი, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა, აქაც ვერაფერი მოვიფიქრე. ასეთი ამბებით დახუნძლულმა უნივერსიტეტშიც მივაღწიე, ლექცია კი იმის ახსნით დაიწყო, თუ როგორ მიდის საქართველო პროგრესისკენ, ნელ-ნელა მაგრამ , მთავარია, რომ მიდის.

"ათენშენ", "ათენშენ" ! როგორ გავბრაზდე ადამიანზე , რომელიც იმის გამო მეჩხუბა , რომ "სტამბოლელ ნაბიჭვარს" ვკითხულობდი, ან ადამიანზე , რომელსაც არ სწამს უანგარო დახმარების, როდესაც მე და არა მარტო მე , მთელი მსოფლიო ისმენს ჩემი ქვეყნის ადამიანის უფებების დაცვისა და საგარეო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის სამარცხვინო გამოსვლას, ( აფასებს კი ეს სიტყვა ზუსტად მის გამოსვლას?!- არ ვიცი. ) როდესაც ტელევიზიით ვუყურებ შინაგან საქმეთა მინისტრს , როგორ ატრიალებს დანას კამერების წინ და ა.შ და ა.შ , შეიძლება გავაგრძელოთ უსასრულოდ. ერთმა ნაცნობმა მითხრა, ეს ხომ უბრალო წვრილმანებიაო , მაგრამ ის კი ვეღარ მოიფიქრა , რომ ზუსტად ეს "უბრალო წვრილმანები" ქმნიან ქვეყნის სურათს. მაგრამ რა მიკვირს, ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც "სანთელი ღმერთზე ძვირი ღირს."

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG