Accessibility links

სტერეოტიპად ქცეული გენდერული დისბალანსი


ავტორი: მარიამ მამალაძე

ჩემო მკითხველნო ,როგორც მოგეხსენებათ გენდერული დისბალანსისა და დიკსრიმინაიციის ნიშნებს, ყოველდღე, ყოველთვე ირგვლივ ვაწყდებით ,იმის მიუხედავად ,რომ 21 -ე საუკუნეში აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა საპირისპირო სქესთა თანასწორობის შესახებ. მაშ რაში უნდა ვეძებოთ ამ პრობლემის ძირითადი არსი? , რაც ,ქალსა და კაცს შორის უფლება-მოვალეობის განაწილების დისბალანს , ჯერ კიდევ ამართლებს საზოგადოებაში.

ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების როლებს, რომლებიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. გენდერულ როლებზე უმეტესწილად გავლენას ახდენს კულტურული ,პოლიტიკური გეოგრაფიული, დროის ფაქტორები. შესაძლოა ,ზემოთხსენებული ეს ფაქტორები ხსნიდეს ქვეყნებს შორის რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებებს სუსტი სქესის მიმართ. ხშირ შემთხვევაში ,ეს მახასიათებლები აყალიბებს სტერეოტიპს ,რომელსაც სოციუმი ქმნის მის მიმდევრებთან მიმართებაში და განსაკუთრებით სენსიტიურ ხასიათს ატარებს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე. მოდით, გამოვყოთ ქალის განათლებასთან , სოციალურ აქტივობასთან დაკავშირებული მოსაზრებები საქართველოში და განვიხილოთ რამდენადაა შესაძლებელი ცვალებადი იყოს დროის ფაქტორთან მიმართებაში.

მოგეხსნებათ ,რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან, განვითარების აქტიური ტემპიდან და ასევე კულტურული ფასეულობებიდან გამომდინარე სპეციფიკურ როლს ირგებს ამ თემასთან მიმართებაში. შესაძლოა ,ვთქვათ,რომ ქალის ემანსიპაციისა და მისი აქტიური როლის მოწინააღმდეგების რაოდენობა თანაბარია . ეს მაჩვენებლები შესაძლოა, მივაწეროთ ძველი თაობის ადამიანების მსოფმხედველობის გავლენას და ასევე სტერეოტიპად ქცეული დამოკიდებულების არსებობას,რომლებიც ქალბატონების გონებრივი პოტენციალის თვითშეფასებას განაპირობებს..თუმცაღა, ვთქვათ ისიც ,რომ გასულ წლებთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია,რაც გენდერული უთანასწორების ცვალებადობისკენ მიგვანიშნებს.

პარადოქსია,მაგრამ თავად ქალბატონები არიან იზოლირების მიზეზი აქტიურ პროფესიულ საზოგადოებაში ,როდესაც მნიშვნელობას ანიჭებენ სტერეოტიპებს საკუთარი როლების განსაზღვრისას. ჩვენ , ქალებს,საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ნორმად მიგვაჩნია ,რადგან ჩვენ თვითონვე ვაყალიბებთ იმ მამოტივირებელ გარემოს ,რომელიც საბოლოო ჯამში საკუთარი უფლებების ბარიერად იქმნება.. სწორედ ,რომ თავადვე ვქმნით მას ,როდესაც ამ დრომოჭმულ იდეოლოგიებს რევანშს არ ვუცხადებთ , მის დამსხვრევასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ინერტულ პოზიციაციას ვინარჩუნებთ და ტენდენციად აღიარებული უთანასწორო სტრატიფიკაციის მიდევრები ვხვდებით. .. ამ საქციელს, შესაძლოა მივაწეროთ ის,რომ ჩვენი პროფესიული როლი ტექნიკურ სფეროში ძალიან ცოტაა , ან როდესაც პოლიტიკაში ჯერაც არ არის განსაზღვრული ადეკვატური მაჩვენებლები ქვოტისა, ან კიდევ მაშინ , აქტიურ პროფესიულ სფეროში მოწყვლად საზოგადოებად რომ მიგვიჩნევენ და ამაზე მკაცრი რეაქცია არ გვაქვს ,რადგან მივიჩნევთ ,რომ პატრიარქატულ საზოგადოებაში პრიორიტეტი კაცია და მსგავსი კომენტარები საკმაოდ ადეკვატურია .

ალბათ ,დამეთანხმებით იმაში ,რომ სამსახურეობრივი სტრატიფიკაციის ნგრევის , პროფესიული უნარების განვითარების , უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ბარიერს წარმოადგენს არაადეკვატური თვითშეფასება საკუთარ შესაძლებლობებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გულახდილად ვთქვათ ,რომ ჩვენივე ინტეგრაციის პრობლების გამომწვევი მიზეზი პროფესიულ საზოგადოებაში , თავადვე ჩვენ ,ქალები, ვართ.

დაწერეთ კომენტარი აქ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG