Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიაუნის სტუდენტები აქტიური ცხოვრებით


ავტორი: მარიამ ნებიერიძე

ყველაფერი ბავშვობიდან იწყება , ბავშვობიდან , რომელიც ყველაზე ტკბილი და ხანმოკლე სიზმარია

ადამიანის ცხოვრებაში . ჩვენ მაინც ყოველთვის გაზრდას ვნატრობთ და ძალიან გვიან ვხვდებით თუ

რაოდენ ძვირფას წლებს გამოვეთხოვეთ , რომელსაც შორიდან ვეფერებით და მზად ვართ დროს ყვე-

ლაფერი გავატანოთ ბავშვობის გარდა . . .

გადაირბინა ბავშვობამ ბონდის ხიდით და გავიზარდეთ , უფრო მეტიც სტუდენტები გავხდით . და

რა არის სტუდენტობა თუ არა დამღლელი დღის რეჟიმი , კონსპექტებამოჩრილი სიარული და ბიბლი-

ოთეკაში ძრომიალი წიგნის ჭიასავით . თუმცა ზოგიერთი სტუდენტი ამ დამღელი რეჟიმის მიუხედავად

სხვა კუთხითაც ვითარდება , ილიაუნის სტუდენტი , პეტრე წულუკიძე , რომელიც ბიზნესის ფაკულტეტზე , მენეჯმენტს ეუფლება თვლის , რომ სტუდენტობა არის ახალი ცხოვრების ეტაპი , რომელიც დიდ გამიცდილებას გვაძლევს . პარალელურად ის დიჯეია

_როდის მიხვდა , რომ ეს საქმე გამოსდის_ 15 წლის ასაკში , რაღაც გარდატეხა მოხდა და მივხვდი , რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია . მიყვარს ხელოვნება და ხელოვანი ადამიანები , რომლებიც რაღაც

ახალს ქმნიან .

_თავისუფალ დროს ის _ ვუკრავ , ვემსახურები ხელოვნებას .

ყველა აქტიურ სტუდენტს თავისი მისწრაფებები აქვს , ზოგიერთი თავგადასავლების მოყვარულია და ამ

მიზნით ექსკურსიებს აწყობს . „მიყვარს აქტიური ცხოვრება და შეძლებისდაგვარად ვცდილობ

სტუდენტების გახალისებას „

ჩვენი ერთ-ერთი სტუდენი ილიაუნის თვითმმართველობის წევრია და თვლის , რომ სწავლის პარალელ-

ლურად საგანმანათლებლო სივრცეში აქტივობებში მონაწილეობა ქმნის ნამდვილ სტუდენტურ ცხოვ-

რებას . ის ყველაფრის პარალელურად სამოქალაქო განათლებას ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის და

ამბობს , რომ ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს .

_ბავშბვობიდან ენატრება _ პრობლემები რომ არ მქონდა ეგ მენატრება , მაგრამ ახლა პრობლემები რომ

არ მქონდეს ეგ მომენატროს შეიძლება . ბევრი რამე მენატრება....

ილიაუნის სტუდენტი , კახა კაპანაძემ , ერთ დღესაც საჭიროდ ჩათვალა მონაწილეობა მიეღო უშუალოდ

სტუდენტების უფლებების საცვის საქმეში და ამით გამოეხატა მათი პასუხისმგებლობა თავიანთი

თაობისა და ქვეყნის წინაშე .

_საზოგადოებრივი აქტიურობა დაიწყო _ პრაქტიკულად 1 კურსიდანვე , მეგობრებთან ერთად და-

ვაარსე სტუდენტური მოძრაობა „ანტიპოდები“ ,

_“ანტიპოდები „ , მისთვის არის _ მჭიდროდ შეკრული , ძალიან მეგობრული და ამავდროულად

საქმიანი გუნდი .

ილიაუნის ყავს ბევრი ფოტოხელოვნებაში აქტიურად ჩართული სტუდენტები , ერთ-ერთი მათგანი

ამბობს , რომ ფოტოხელოვნება სულ სხვა სამყაროა .

_ ძირითადად უღებს _ადამიანებს , რადგან ვთვლი , რომ ფოტოხელოვნებაში ჩანს ადამიანის რეალური

სახე ,ბუნება , რომლის დანახვა ბევრს არ შეუძლია ,ფოტოაპარატს კი ეს ყველაფერი ძალუძს .

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG