Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მერაბ მელაძე

სამყაროსა და საერთაშორისო ურთიერთობებს განაგებენ არა მასწავლებები,არა პოეტები და ჰუმანისტები,რომლებიც ქადაგებენ ადამიანურობას,არამედ სახელმწიფო მოღვაწენი,პოლიტიკოსები და ჯარისკაცები.

დიპლომატიური ურთიერთობები იყო და რჩება მთავარ ბერკეტად ყველა ცივილიზებული სახელმწიფოსათვის,რათა მათ შესძლონ სასურველი პოლიტიკის გატარება,როგორც ქვეყნის შიგნით ისე მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე.თუ გადავხედავთ შორეულ და უახლოეს წარსულს ნათლად დავინახავთ მოქნილი დიპლომატიის ძალას,ის საუკუნეების მანძილზე ხმალზე უფრო ბასრი და ტყვიაზე უფრო მომაკვდინებელი იყო.

გარკვეულმა სახელმწიფოებმა,ხალხებმა და ერებმა ეს საქმიანობა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად აქციეს.მათ შორის უდაოდ გამორჩეულნი იტალიელები იყვნენ.იტალიური ქალაქ სახელმწიფოები ცნობილი იყვნენ ამ საქმიანობით,განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ფლორენციელები.ამის აღსანიშნავად პაპმა ბონიფაციუს VIII მათ „მეხუთე სტიქია“ უწოდა1.ამ პერიოდში შექმნილი კონცეფციებს დღემდე იყინებს თანამედროვე მსოფლიო დიპლომატია.

ეს ურთიერთობები და ეს ხელოვნებაც უფრო ძველია ვიდრე წარმოგვიდგენია ხოლმე,საერთაშორისო ურთიერთობებსა და მოქნილ დიპლომატიასაც შუმერში ჩაეყარა საფუძველი.ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორიაზე მოხდა დიდი ცოდნის აკუმულირება და შემდეგ გავრცელდა მთელს პლანეტაზე.

ზემოთ თქმულს დასადასტურებლად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ამბავი ენმერქარსა და არათას ბატონს შესახებ,რომელსაც თიხის ფირფიტები მოგვითხრობენ.

ერთხელ,დიდი ხნის წინათ (ძვ.წ III ათასწლეულის დასწყისში),ენმერქარმა მზის ღმერთის უთუს შვილმა,გადაწყვიტა არათას დამორჩილება,იგი შეევედრა თავის „დას“, შუმერთა ქალღმერთს ინანას,სიყვარულისა და ომის ყოვლის შემძლე ღვთაებას,ექმნა ისე რომ,არათელებს მისთვის მიეტანათ ოქრო,ვერცხლი,ლილაქვა და ძვირფასი ქვები,რათა აეგოთ სალოცავები და მთავარი ტაძარი ენქისადმი.

ინანამ შეისმინა ვედრება და ურჩია,გამოენახა ისეთი მოციქული,რომელიც შეძლებდა გადაელახა ურუქის და არათას გამყოფი ანშანის მთები(ეს მთები უნდა ყოფილიყო თანამედროვე ზაგროსის მთიანეთი) და დანაბარები სიტყვა ჩაეტანა არათას ბატონისათვის.შუა საუკუნეებშიც,თანამედროვე ეპოქაშიც და ასევე უძველეს პერიოდშიც ბევრი რამ იყო დამოკიდებული ელჩზე,ის უნდა ყოფილიყო ენამახვილი,გონებაგახსნილი თუ საჭირო იქნებოდა უნდა მოეტყუებინა მოწინაამღდეგე და რაც მთავარია ბრძანებლის სიტყვა უცვლელად უნდა გადაეცატ მეორე მხარისთვის.ენმერქარმაც სათანადო პირი(მოციქული) შეარჩია ამ საქმისთვის „მეომრებს შორის,მჭერმეტყველი და გულადი შიკრიკი“.“აუდენციაზე“ აუხსნა შიკრიკს როგორ უნდა ევლო და რა მარშუტით უნდა გაევლო მთები და როგორ შეხვდებოდნენ მას „ცუდად შეხვდებიან [შიკრიკს],ვითარცა პატარა თაგვს.რომელიც მრავლადაა მთათა რიგში“.სწორედ მსგავსად ენმერქარისა იბარებდნენ და იბარებნ ელჩებს სახელმწიფოს მეთაურნი და აძლევდნენ რჩევებს.ლუი XI ასე მოძღვრავდა თავის ელჩებს აუდენციაზე:“თუ ისინი იცრუებენ,არ შეგრცხვეთ ორჯერ მეტად იცრუოთ“

აღნიშნულ აუდენციაზე შიკრიკს ენმერქარმა თავისი მუქარანარევი სიტყვაც ამცნო მოციქულს და გაგზავნა არათას ბატონთან.მან გადასცა ბრძანებლის დანაბარები სიტყვა არათელებს-თუ ოქრო-ვერცხლს არ გამომიგზავნით და ღმერთ ენქის მდიდრულად შემკულ ტაძარს არ აუგებთ „განდევნი,არათას ხალხს თავიანთი ქალაქებიდან,როგორც მტრედებს ბუდეებიდან!მათ შორს გავაფრენ,როგორც ჩიტს ბუდიდან!“ ამ სიტყვაში ხაზი გაუსვა თავის სიძლიერეს და მის შესაძლებლობებს თუ რა მოხდებოდა წინაამღდეგ შემთხვევაში.

არათას ბატონი მუქარის მიუხედავად ასე ადვილად არ აპირებდა პოზიციების დათმობას ,რადგან მასაც ინანას რჩეულად მიაჩნდა თავი ,ქალღმერთმა თვითონ აიყვანა იგი არათას ტახტზე.

თუ განვიხილავთ არათას ბატონის ამ „ურჩობის“ უკან რა იდგა,ნათლად დავინახავთ თავისი სახლმწიფოსა და ხალხის ინტერესებს.მას არ სურდა ამ მოლაპარაკებებიდან მხოლოდ ერთი მხარე ურუქი დარჩენილიყო მომგებიან პოზიციაში და არათას არაფერი მიეღო სანაცვლოდ.ამიტომ მიმართა მოქნილ და გათვლილ დიპლომატიას და დაიწყო ქარაგმებითა და გამოცანების ენით საუბარი.მან ენმერქარს სანაცვლოდ ხორბალთან ერთად მოსტხოვა გაეგზავნა სკიპტრა,რომელიც „არც ხის არის და არც ხის სახელით“,ასევე ძაღლი მის ძაღლთან შესაჯიბრებლად „ძაღლი,რომელიც არ არის ყვითელი,ძაღლი რომელიც არ არის ხალიანი...შავი...თეთრი,ძაღლი რომელიც არ არის წითელი“

ამ ყოველივეთი არათას ბატონი ცდილობდა მოლაპარაკებები დროში გაეწელა,რათა ოქრო-ვერცხლისა და ლილაქვის ნაცვლად შესაბამისი რაოდენობის ხორბალი მიეღო.პროცესი იმდენად გაჭიანურდა ,რომ შიკრიკს შვიდჯერ მოუწია სტუმრობა არათაში.

ამბის მთხრობელი ამ დიპლომატიურ მისვლა-მოსვლას მიაწერს დამწერლობის შექმნას,რადგან „შიკრიკს სიტყვებით აევსო პირი და დაუმძიმდა,ვეღარ გაიმეორა დანაბარები.მაშინ ქულაბას ბატონმა მოზილა თიხა,შექმნა ფირფიტა და სიტყვები ზედ გადაიტანა.იმ დღემდე არცერთი სიტყვა არ იყო თიხის ფირფიტაზე დაწერილი.“

ამის შემდეგ შიკრიკს არათას ბანტონთან მიჰქონდა არამარტო ზეპირი სიტყვა,არამედ უკვე „საგანგებო ფირმანი“.ენმერქარს მოსწყინდა ქარაგმებით საუბარი და არაფრის მომცემი მოლაპარაკებები და მოციქულს ბოლოჯერ დააბარა „რომ ქალაქი [არათა] მის წინაშე,ცხვარივით იყოს მწყემსის წინაშე...თორემ განდევნი მათ ვით მტრედებს ხიდან,შორს გავაფრენ მათ,ვით ჩიტებს ბუდიდან.’’

პირველი დიპლომატიური ურთიერთერთობები დამთავრდა იმით ,რომ ენმერქარმა ვირების ქარავანი ხორბლით დატვირთული გაგზავნა არათაში,ხოლო არათას ხალხი იძულებული გახდა ურუქში მიეტანა:ოქრო,ვერცხლის ტაძრის ეზოში დაახვავეს.

,,ის,რაც ახლა ხდება და რაც მოხდება მომავალში უკვე იყო წარსულში,მხოლოდ სხვა სახელითა და ელფერით.მაგრამ ამის შეცნობა მარტო მას შეუძლია ვინც ამ ყოველივეს მახვილი თვალითა და ყურადღებით აკვირდება და იცის როგორ მოიქცეს.’’[ფრანჩესკო გვიჩარდინი]

გამოყენებული ლიტ-ა:

1.ი.ხუბაშვილი-,,ვენეციის და ფლორენციის დიპლომატია XII-XV

2.სემიუელ ნ.კრამერი -..ისტორია იწყება შუმერიდან“(თარგმანი მარინე შანიძე)

3.ზ.კიკნაძე -,,შუამდინარული მითოლოგია“

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG