Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​რატომ არ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საქართველოში


ავტორი: მერაბ ცომაია

საქართველოში გამოიყენებაშერეული საარჩევნო სისტემა და დეპუტატთა ნახევარი პარლამენტსა და საკრებულოებში აირჩევა მაჟორიტარული, მეორე ნახევარი კი-პროპორციული სისტემით. მოგეხსენებათ,მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა -ესაა როგორც ცალკეულ წარმომადგენელთა, ისე სახელმწიფოხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმართველობის კოლეგიური ორგანოების არჩევნების სისტემა, სადაც არჩეულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების უმეტესობას თავის საარჩევნო ოლქში. იგი ეფუძნება ხმების შეფარდებითობის, პროპორციონალურობის და თანაბრობის პრინციპებს.

შევეცდები გამოვყო მაჟორიტარული სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები.. უპირატესობად მიმაჩნია ის, რომ ამომრჩეველი კანდიდატს ირჩევს არა მისი პარტიული კუთვნილების, არამედ პიროვნული ღირსებების და დამმსახურების მიხედვით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად მცირდება პარტიის სახელს ამოფარებული უღირსი ადამიანების მოხვედრის ალბათობა პარლამენტში, რაც საქართველოს რეალობაში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა; ეს სისტემა საშუალებას აძლევს პატარა პარტიებს და უპარტიო კანდიდატებს დაამარცხონ დიდი ფინანსური რესურსების მქონე პარტიების კანდიდატები; ხელისუფლების წყარო ხდება ამომრჩევლები და არა პოლიტიკური პარტიები, რაც ნამდვილი დემოკრატიის გამოვლინებაა.

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ვფიქრობ, იგი შემდეგია: მაჟორიტარულ სისტემას, ბოლოს და ბოლოს, მივყავართ ორპარტიულ სისტემასთან ქვეყანაში (დიუვერჟეს კანონი); იგი შეიცავს ფულიანი კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის საფრთხეს.

დღეისათვის საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი მოითხოვს მაჟორიტარულისისტემის გაუქმებას და არჩევნების ჩატარებას რეგიონალურ-პროპორციული სისტემით,ხოლო მეორე ნაწილი და

1

ინტერპარტიული ჯგუფი-მის სრულყოფას.გაუქმების მომხრეებს მოყავთ რამდენიმე

მიზეზი: 1)ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის საფრთხე-არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვოს ამომრჩეველთა ხმების 30%-ზე მეტის მქონე კანდიდატმა, სხვა კანდიდატების ჯამური ხმების მეტობის პირობებში და მაგალითისთვის მოყავთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ხარაგაულსა და სიღნაღში გამარჯვებული კანდიდატების მაგალითები, სადაც ერთმა დააგროვა ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობის 47%, მეორემ კი-49, 02%. მათი აზრით, არსებული 30%-იანი ზღვარი არის დაბალი და ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული კანდიდატის მაღალი ლეგიტიმაციით არჩევას. ჩემი აზრით, ეს პრობლემა ხელოვნურია, რადგან იგი არსად არ დგას მაღალგანვითარებულ ანგლოსაქსურ ქვეყნებში (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი)რომლებსაც შეფარდებითი მაჟორიტარული სისტემისგამოყენების გაცილებით ხანგრძლივი პრაქტიკა გააჩნიათ.2)ამომრჩეველთა ხმის წონის უთანაბრობა-დღეისათვის საქართველოს საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობაა, რაც ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დარღვევაა. ასე მაგალითად, ქუთაისში რეგისტრირებულ 163654 ამომრჩეველზე და ყაზბეგში რეგისტრირებულ 5779 ამომრჩეველზე მოდის დეპუტატის თითო-თითო მანდატი. აღნიშნული შენიშვნა სავსებით სწორია და საჭიროებს დაუყოვნებლივ გამოსწორებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით: საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებთა რაოდენობაში განსხვავება 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში-15%-ს. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

3) ამომრჩეველსა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა- საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაჟორიტარდეპუტატთა უმრავლესობა არ ხვდება ან იშვიათად ხვდება მოსახლეობას და, შესაბამისად, იგნორირებულია ამომრჩეველთა პირადი თუ საზოგადოებრივი ინტერესები. აღნიშნული ვითარების გამოსასწორებლად, ჩემი აზრით, მისაღებია მკაცრი ზომები. არ გამოვრიცხავ, ამომრჩეველთა მოთხოვნით, არასასურველი დეპუტატის გამოწვევას.

4) მაჟორიტარის მიერ საკუთარი პოლიტიკური ნების არამართებული დამკვიდრება ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოპოვებით ანუ ფაქტიურად, მისი ნაწილობრივი ჩანაცვლება- ეს საქართველოს სამწუხარო რეალობაა, თუმცა აკრძალულია კანონმდებლობით. მიმაჩნია, რომ აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზაა საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრება, რადგან მხოლოდ ასეთ საზოგადოებას

2

შესწევს უნარი მუდმივად მოსთხოვოს ხელისუფლებას კანონებისადმი პატივისცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ხელისუფლება, ისეთ ნახევრად დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არასოდეს იტყვის უარს დამატებითი შემოსავლის მომტანი უფლებების მისაკუთრებაზე.

5)მმართველი პარტიის მხრიდან მაჟორიტარის ადვილად გადმობირების შესაძლებლობა შანტაჟისა და მოსყიდვის გზით- რაც, ვაღიარებ, სამწუხარო რეალობაა ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე.ვფიქრობ, რომ ამ ნაკლისაღმოფხვრა შესაძლებელია მაჟორიტარის ინსტიტუტის შემდგომი სრულყოფით, რაც გულისხმობს საზოგადოების მხრიდან მაღალი ზნეობის და პასუხისმგებლობის მქონე პირების არჩევის დიდ ალბათობას.

6)დეპუტატის ოფისის „გაბერილი“ შტატები და ხარჯები-შეუძლებელია საქართველოში თვალი დაუხუჭო აღნიშნულ მიზეზს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ პრობლემა არც ისე ძნელად მოგვარებადია, თუ ოფისის ხარჯები გაიწერება მინიმალურ დონეზე.

დასასრულ, შემიძლია განვაცხადო, რომსაქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები განპირობებულია არა თავად ამ სისტემის უვარგისობით, არამედ ქართული საზოგადოების დაბალი საარჩევნო, პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურით.ვფიქრობ, რომ ჩემი მოსაზრების ჭეშმარიტი დასტურიააღნიშნული სისტემის წარმატებული ფუნქციონირება ამერიკისა თუ ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეებს ერთგვარად შევადარებდიიმყოვლად დაუსაბუთებელ და გაუმართლებელ მოთხოვნას, რომ აუცილებელიაშეწყდეს ავტომობილების წარმოება იმის გამო, რომ ყოველწლიურად ავტოავარიების მსხვერპლი ხდება მილიონობით ადამიანი. ერთი სიტყვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საქართველოში მოითხოვს სათანადო ბაზის შექმნით ანუ მაღალი საარჩევნო კულტურის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საფუძველზეშემდგომ სრულყოფას,დახვეწას და არა გაუქმებას!!!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG