Accessibility links

გადაგვარებული ადამიანები


სოციალურ ქსელში უამრავი საშინელი ვიდეო ვრცელდება ალეპოში მიმდინარე ფაქტებთან დაკავშირებით, ხშირად ვცდილობ თავი ავარიდო, რადგან ისედაც ძალიან მაქვს გული დამძიმებული ამდენი ტრაგედიის ყურებით. ხშირ შემთხვევაში მაინც ვუყურებ, რადგან ვხვდები, რომ თუ ასე ყველამ თავი ჩარგო მიწაში, იგივე მალე ჩვენც დაგვემართება და ბოლოს მთლიანად მიწაში აღმოვჩნდებით.

დღეს ერთ-ერთმა მეგობარმა მიმიწვია ჯგუფში, რომელსაც დიდად ეწერა: „Refugees not welcome”. იგეგმება ქართველი ნაციონალისტების გამოსვლა, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ მიიღებს ლტოლვილებს. გამიკვირდა იმდენი ადამიანი აპირებდა წასვლას, არ მეგონა თუ საქართველოშიც თუ ასე გაუფასურდა ადამიანური გვერდში დგომა. გასაგებია, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს არ აქვს არც რესურსი და არც ადგილი, რომ მიიღოს კიდევ უფრო მეტი ლტოლვილი, მაგრამ არ შეიძლება ამ ფაქტის ასე უხეშად გამოხატვა. ვემსგავსებით გერმანელ ნაცისტებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს ეზიზღებოდა ჩვენი ჩათვლით.

მე ნამდვილად არ მესმის, როგორ შეიძლება შენს გარშემო ხდებოდეს მსგავსი რამ და არ ცდილობდე გვერდში ამოუდგე, თუნდაც მორალურად, ასეთი ტრაგედიის მსხვერპლებს. როდესაც ვიცით რა გრძნობაა, ასე სასტიკად, რომ ექცევიან შენს თანამემამულეებს, შენ არაფრის გაკეთება შეგიძლია და არც არავინ გეხმარება. რუსეთმა ჩვენც ჩაგვავგდო მსგავს მდგომარეობაში. რადგან გარკვეულ ნაწილს პირადად არ შეგვეხო ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა განვიცდიდეთ იმას, რაც ჩვენს გვერდით სოფლებში ხდებოდა, როგორ დაუნგრიეს ხალხს სახლები, როგორ დაკარგეს ოჯახის წევრები, რამდენმა ქართველმა გაწირა თავი, რადგან არავინ არაფერს აკეთებდა ჩვენს დასახმარებლად. როგორ შეიძლება არ გაგიჩნდეს სურვილი დაეხმარო იმ დაუცველ ადამიანებს, რომლებიც ახლა იგივე გზას გადიან. თუ ჩვენ არ დავუდექით გვერდში ერთმანეთს, ეს დაჩაგრული ერები, მაშინ ვინ დაგვიდგება?!

მსოფლიოში განუკითხავობაა, ადამიანები გადაგვარდნენ. დღეს სწორედ ის ხდება, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, რის წინააღმდეგაც წლების განმავლობაში იბრძოდნენ ისეთი ბუმბერაზი ადამიანები როგორებიც იყვნენ: მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, მაჰათმა განდი, ჯ.ფ კენედი და სხვა უამრავი. ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული და სიკეთე, რაც მსოფლიოს განადგურებისკენ მოასწავებს...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG