Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამი - ტერორიზმის რელიგია?


ავტორი: ნინო ჭელიძე

„ყველა მუსლიმი არ არის ტერორისტი, მაგრამ ყველა ტერორისტი მუსლიმია“ ალბათ ყველა ჩვენგანს სმენია მსგავსი მოსაზრება, რომელსაც აუცილებლად, მოყვება კომენტარი, “მაშინ რატომ ვერ ვხედავთ ქრისტიან, ბუდისტ ან ებრაელ ტერორისტებს?!” ეს საკითხი ძალზედ კომპლექსურია. 2013 წელს, 9 707 ტერორისტული აქტი განხორციელდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 17 800 ადამიანი დაიღუპა, 32 500 კი დაშავდა. გარდა ამისა, 2 990-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს ან მძევლად აიყვანეს. 2013 წელს, 93 ქვეყანაში განხორციელდა ტერორისტულიაქტი, თუმცა, ყველაზე მაღალი რიცხვი, ტერაქტების 57% და დაშავებულთა 73%3 ქვეყანაში: ავღანეთში, პაკისტანსა და ერაყში დაფიქსირდა.

რატომ ხდება ტერორიზმისა და ისლამის ერთმანეთთან გაიგივება?

ისლამი, თავისი არსით, არისმშვიდობის, იმედის, ჰარმონიის, სიკეთის და ძმობის მქადაგებელი რელიგია. ისლამი ტერორს არ ქადაგებს, მაგრამ თვით პიროვნებები ხშირად რელიგიას ამოფარებულნი ტერორს ავრცელებენ. ტერორისტები შეიძლება აღიარებდნენ ისლამს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისლამი ტერორიზმს ქადაგებს. ისლამი, ისევე როგორც ბუდიზმი და ქრისტიანობამშვიდობის მქადაგებელი რელიგიაა, თუმცა, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რწმენით მანიპულირებს და რელიგიურ ფუნდამენტებს განსხვავებულ ინტერპრეტაციას მისცემს.

შეიძლება ითქვას, რომ ტერორიზმის ასოცირება ისლამთან უფრო 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარი მოვლენების შედეგია. გარკვეულწილად, სწორედ ეს ფაქტი გახდა გარდამტეხი საზოგადოების მიერ ტერორიზმისა და ტერორისტების აღქმის ტენდენციაში. ასევე დიდ როლს თამაშობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. მსოფლიოში ძალადობის ფაქტები ხშირია, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს რომ ტერორისტული შეტაკებების რიცხვი იზრდება, მაგრამ მედიის წყალობით მხოლოდ იმ ტერაქტებზე ხდება ყურადღების კონცენტრირება, რომელიც მუსლიმი ტერორისტების მიერ არის ჩადენილი. არსებობს ბევრი სხვა არაისლამის მიმდევარი ტერორისტები თუ ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებმაც წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მაინც საზოგადოების დიდ ნაწილს ამ ორგანიზაციებზე არავითარი ინფორმაცია არ აქვთ. საილუსტრაციოდ შეიძლება ანდერს ბრეივიკის მიერ ოსლოში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმა გამოვიყენო, რომლის შედეგადაც დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი. ბრეივიკის ქმედების მოტივად კრიმინოლოგები მიზეზთა ერთობლიობას ასახელებენ, რომელიც შეიცავს როგორც პოლიტიკურ რწმენებს, ასევე პირად ზრახვებს, სადაც ძლიერი ქრისტიანული რწმენა დომინირებს და სასტიკად ეწინააღმდეგება “უმრავლესობის ტირანიას”, რის საფრთხესაც ბრეივიკი მზარდ მიგრაციაში ხედავდა.

რაც შეეხება არაისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, საფრანგეთის ტერორისტული დაჯგუფება ცნობილი როგორც კორსიკის ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტი უკვე დიდი ხანია არსებობს, ბოლო 40 წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ძალადობრივი აქტი განახორციელა. კორსიკის კუნძულის დამოუკიდებლებისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად 2013 წელს დეკემბერში რამდენიმე ერთდროული სარაკეტო შეტაკება განახორციელა ორ ფრანგულ ქალაქში, პოლიციის შენობაზე. ამ ორგანიზაციის წევრები ქრისტიანები არიან.

იტალიაში არსებული ტერორისტული ორგანიზაცია - „არაფორმალური ანარქისტული ფედერაცია“ (FAI) Italian: Federazione Anarchica Informale) წლებია ახორციელებს ტერორისტულ აქტებს და მრავალი ადამიანის სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ. 2013 წელს ამ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ყუთში მოთავსებული ბომბი გაუგზავნა ჟურნალისტს.

მძიმე სიტუაციაა ბირმასა და შრი ლანკაში, ბუდისტი მღვდლების დაპირისპირება მუსლიმების წინააღმდეგ. ბირმაში შექმნილია უამრავი მცირე დაჯგუფება რომელთა ხელმძღვანელია ბერი აშინ ვირათუ, რომელიც 2003 წელს რელიგიური სიძულვილის გამოვლინების განაჩენით იყო დაპატიმრებული. იგი 2012 წელს გაათავისუფლეს და მას შემდეგ ჩაუდგა ამ „მოძრაობას“ სათავეში. ბერი საკუთარ თავს „ბირმის ბინ ლადენად“ მოიხსენიებს. დაჯგუფების წევრები ბუდისტი მღვდლები საოცარი სისასტიკით და სიძულვილით გამოირჩევიან. ისინი, თავს ესხმიან მეჩეთებს, წვავენ საცხოვრებელი სახლებს, ხოცავენ ადამიანებს და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი ამ ყველაფერს რელიგიის სახელით აკეთებენ. მიუხედავად ამისა მედიის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ისლამური ტერორისტული დაჯგუფებებია მოქცეული.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ისლამის ასოციაცია ხდება ტერორიზმთან დაკავშირებულია „ჯიჰადთან“. დასავლური სამყარო არასწორად აღიქვამს „ჯიჰადს“ და მას „წმინდა ომს“ უწოდებს,რწმენის გავრცელების ნებისმიერი საშუალებად მიიჩნევს. თუმცა, ჯიჰადი ისლამური ტერმინია, რომელიც ძალზედ კომპლექსურია და სხვადახვა მნიშვნელობას იღებს. ყურანის და წმინდა წერილების მიხედვით, ჯიჰადი როგორცრწმენის გაძლიერებას, ასევე ისლამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს.“ჯიჰადის“ კონცეფციადიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკური თუ რელიგიური მიზეზებით დამახინჯდა და ძალადობრივი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენება. „ჯიჰადი“ არ გულისხმობს ომის გამოცხადებას სხვა რელიგიებთან, ყურანი სხვა რელიგიის აღმსარებლების პატივისცემას და დაცვას ასწავლის. ასევე, ისლამი ნებას არ რთავს ჯიჰადის საბრძოლო ფორმით ინდივიდუალურ გამოცხადებას ანუ, არ აქვს უფლება არც პიროვნებას და არც რომელიმე დაჯგუფებას, რომ თავისი სურვილისამებრ გამოაცხდოს ჯიჰადი. ჯიჰადს ბრძოლის სახით აცხადებს სახელმწიფო, მაშინ, როცა საფრთხე ემუქრება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღმსარებლობის ხელშეუხებლობას.

ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის ხშირად მნიშვნელოვან ელემენტს თვითმკვლელობა შეადგენს. ისლამი უარყოფს თვითმკვლელობას, წინაწარმეტყველება ამბობს, რომ „ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს თავისი ნებით დაასრულებს განკითხვის დღესმსგავსი მეთოდითვე დაისჯება და იგი ვერასდროს მოხვდება სამოთხეში.“

ისლამის წმინდა წიგნის ყურანის მიხედვით, ღმერთი ასაჩუქრებს მათ ვინც პატივისცემით ეპყრობა თითოეულ ინდივიდს, მიუხედავადკანის ფერისა, რასისა და ეროვნებისა. თავისუფლება, ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია და მისი წართმევა უდიდესცოდვად მიიჩნევა. თავისუფლების აღკვეთა უსამართლოდისლამის მოძღვრების მიხედვით აკრძალულია.ეს კი აბათილებს იმ არგუმენტს რომლის მიხედვითაც, თანამედროვე ტერორიზმს ისლამის დროშის ქვეშ განიხილავენ, ისლამის ფილოსოფია სრულიად კრძალავს, უარყოფს ტერორიზმს და მაინც, სამწუხაროდ ისლამი ბევრი ადამიანის გონებაში აღბეჭდილია როგორც ტერორიზმის რელიგია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG