Accessibility links

რას საქმიანობენ ქართული პარტიები არჩევენების შემდეგ?


ავტორი: ნინო ჩერქეზიშვილი

როგორია არჩევნების გზით მმართველი პარტიის ცვლილების გავლენა ქართულ პარტიულ პოლიტიკაზე? რას აკეთებენ დამარცხებული პარტიები არჩევნების შემდეგ?რა გავლენას ახდენს არჩევნებში დამარცხება პარტიის სამომავლო საქმიანობაზე?

მეოცე საუკუნის მიწურულს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო დემოკრატიული არჩევნების სიმრავლით განებრივრებული არ არის. გვახსოვს პირველი მრავალპარტიული, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პირველი პრაქტიკა 2012 წელს გვქონდა. მანამდე ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას არჩევნების გაუქმება და ვარდების რევოლუცია უსწრებდა წინ. ბევრი კითხვა ჩნდებოდა 2003-2011 წლებს შორის ჩატარებულ არჩევნებზეც. პირველი პარტია, რომელიც საქართელოში იდეოლოგიურად დამარცხდა კომუნისტური იყო. მათ 70 წლიანი ბატონობის შემდეგ დაკარგეს ფუნქცია და მნიშვნელობა. ასე მოხდა 2003 წელს მოქალაქეთა კავშირის შემთხვევაშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში გადასვლა იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც მმართველი პარტია დამარცხდა არჩევნებში და გადაინაცვლა ოპოზიციის რიგებში. მანამდე პარტიები და გაერთიანებები არჩევნებში დამარცხების შემდეგ წყვეტდნენ აქტიურ ქმედებას, იშლებოდნენ ან საერთოდ ქრებოდნენნ დღის წესრიგიდან. მაგალითად ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა და ათ პარტიას აერთიანებდა წააგო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მცირე მანდატები მოიპოვა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, ამის შემდეგ კოალიცია დაიშალა. დაშლის შემდეგ პარტიებმა სხვა ძალებთან შექმენს კოალიცია ან დამოუკიდებლად განაგრძეს მუშაობა.

არჩევნების წაგების შემდეგ პარტიები ხშირად მართავენ პრესკონფერენციას და თავის სამომავლო გეგმებს აცნობენ ამომრჩევლებს. ხშირად ისინი თავის მხარდამჭერებს პირდებიან რომ ბრძოლას გააგრძელებენ, აპელირებენ არჩევნებში წაგების მიზეზებზე ან/და ამომრჩევლებს ატყობინებენ რომ ტოვებენ პოლიტიკურ ასპარეზს. ლეიბორისტული მოძრაობა უკანასკნელი ათწლეულებია ყოველი არჩევნების შემდეგ ბრძოლის გაგრძელების შესახებ განცხადებას აკეთებს. შრომის პარტია და მისი ლიდერი არ კარგავენ იმედს რომ ქვეყანას ხალხი მათ „ერთხელ მაინც ანდობს“.2016 წლის არჩევნებში მონაწილე სუბიექტი „პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ არჩევნების შემდეგ საერთდ გაუქმდა.

არჩევნებში დამარცხება პარტიებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა 2012 წელს დამარცხება აღიარეს და ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განცხადებაც მალევე გააკეთეს. მიუხედავად ამისა ამ დამარცხებამ პარტიაზე და არჩევნებში მიღებულ შედეგებზე ცუდად იმოქმედა. პარტია დატოვეს ლიდერებმა და ახალი პოლიტიკური სუბიექტები შექმნეს. ამ ახალმა წარმონაქმნებმა პირველივე ეტაპზე წარმატებას ვერ მიაღწიეს მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე რჩებიან.

უკვე მერამდენე საპარლამენტო არჩევნებში ვხედავთ პარტიებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მაშტაბით 1% მხარდაჭერასაც ვერ ღებულობენ. მსგავსი პარტიების რაოდენობა ბოლო არჩევნების მიხედვით 5-ს მაინც აღწევს ხოლმე. მიუხედავად ამისა მსგავსი პარტიები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ამის მაგალითია კომუნისტური პარტია, მრეწველები, სტალინელები და სხვა. ასეთი პარტიები არჩევნების შემდეგ თითქმის არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევიან. არჩევნებიდან არჩევნებამდე იშვიათად ვხედავთ მათ ლიდერებს ტელევიზიაში. გამოდის მსგავსი პარტიები მხოლოდ არჩევნებისთვის არსებობენ. წინასაარჩევნო გააქტიურება მხოლოდ 0%-იან პარტიებს არ ახასიათებთ, ისეთი პარტიები როგორიც ქართული ოცნება, ერვოპული საქართველო, ან ნაციონალური მოძრაობაა არჩევნების წინა პერიოდში აშკარად აქტიურდებიან. ამისგან განსხვავებული მაგალითია პარტია გირჩი, რომელიც სოციალურ ქსელებში და მედიაში აქტიურად ახორციელებს თავისი იდეების გახმაურებას არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც.

და ბოლოს, არჩევნები პარტიებზე განსხვავებულად მოქმედებს. დამარცეხბულ პარტიებს უჭირთ ძალების მოკრება ახალი ბრძოლისთვის. ისინი ხშირად იშლებიან შიდა დაპირისპირების ან ამომრჩევლებში მხარდაჭერის დაკარგვის გამო. ზოგი პარტია მიუხედავად ხშირი წაგებისა მაინც შეუპოვრად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG