Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტის სასაზღვრო-სტრატეგიული მნიშვნელობა თუშეთთან და პანკისის ხეობასთან ერთად


ავტორი: ოთარ კვირიკაშვილი

ბოლო დღეებში მთელი მსოფლიო შეზარა პარიზში მომხდარმა
ამბავმა. ტერორიზმმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი. კიდევ ერთხელ დაგვანახა სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ბუნება.
ამ შემთხვევაში კი მინდა შევეხო პანკისის ხეობას და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადინება, სადაც ისისნი " ისლამური სახელმწიფოს" მხარეს იბრძვიან. რამოდენიმე მათგანი ბრძოლებში დაიღუპა, მაგარამ ამას არ მოუხდენია გავლენა იმაზე, რომ პანკისიდან სირიისკენ მეომარი ახალგაზრდების დინება შეწყდეს. მიზეზი ერთია: ისინი საკუთარი რწმენის გამო მიდიან იქ და არა ფულის, ან სხვა მატერიალური კეთილდღეობის, როგორც ბევრს ჰგონია.
სულ მალე საქართველოს პარლამენტი შეუდგება კანონპროექტის განხილვას პირებზე, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებში სხვა ქვეყნებში იბრძოლებენ, დაპატიმრებას დაექვემდებარებიან.
ეს ვფიქრობ ვერ შეაჩერებს ახალგაზრდების საბრძოლველად გადინებას და პირიქით ბევრ უარყოფით შედეგს გამოიღებს: რწმენით შემართულ ახალგაზრდებს, რომლებიც უზენაეს იდეას ემსახურებიან, თავისუფლების აღკვეთის შიშით ვერ შეაჩერებს ვერც ერთი სახელმწიფო. მათი დაპატიმრებები და სირიაში გადინების ხელშეშლა გამოიწვევს ამ ადამიანების პანკისის ხეობაში აკუმულირებას, ადამიანების, რომლებშიც დაგროვილი იქნება აგრესია იმისა, რომ მათთვის ყველაზე უზენაესს იდეას ახშობ...
ამ ადამინების პანკისის ხეობაში გამოკეტვით კი ყველაზე მეტად შეიძლება ისარგებლოს, მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა, მით უფრო იმიტომ რომ პანკისის ხეობა ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის, რომელიც სასაზღვრო რაიონია და ნამდვილად არ გაუჭირდება ათასგვარი პროვოკაციის მოწყობა, რუსულ სპეცსამსახურებს...
აქედან გამომდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტს აქვს სასაზღვრო სტრატეგიული ფუნქცია, არამარტო პანკისის ხეობის არამედ თუშეთის თემის გამოც...
ორიოდე სიტყვით შევეხები ახმეტიდან თუშეთის თემის ცალკე გამოყოფის საკითხსაც... ბევრი ითქვა და დაიწერა იმაზე, რომ ამ ადმიანებს აქვთ დამოუკიდებლად, ცალკე მუნიციპალიტეტად გამოყოფის და ცხოვრების ყველა პირობა თუ რამეს შეიძლება აკმაყოფილებდეს საქართველოს პირობებში, ძლიერი თვითმმართველობა... ამ ყველაფერს მე აბსოლიტურად ვეთანხმები. ახლა კი მინდა ყურადრება გავამახვილო ყველაზე მნიშვნელვან მისიაზე, რომელიც თუშეთს, როგორც ცალკე მუნიციპალიტეტს უკავია ეროვნული უსაფრთხოების ასპექტში...
რატომ თუშეთის ცალკე მინიციპალიტეტი და არა ტერიტორიული ორგანოების ნაკრები, რომელიც შედის ახმეტის თვითთმართველობაში?
პასუხი ერთია: ამ ადამიანებს აქვთ განცდა გასაკუთრებული განცდა საკუთარი მიწა-წყლის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით და როდესაც ეს მიწა-წყალი იქნება მათი განსაკარგავი ბევრად ძლიერ მუნიციპალიტეტს ააშენებენ, ვიდრე ახლაა თუშეთი ახმეტის შემადგენლობაში.
რათქმაუნდა უნდა შეიქმნას კიბუცის ტიპის სასაზღვრო მეურნეობები, რომლის წარმატებულ პრაქტიკასაც ფლობს ისრაელი და ახალი ველოსიპედის გამოგონებაც არ დაგვჭირდება. ამ შემთხვევაში ბევრად დაცული იქნება საქართველოს საზღვარი, ბევრად გაჯანსაღდება შიდა მიგრაცია და რათქმაუნდა ტურიზმი. რაც ყველა კუთხით წაადგება, არამარტო "ვიწრო კუთხურ" საქმეს, როგორც ამ სფეროში გაუთვიცნობიერებელი ადამიანების ჯგუფი ეძახის. არამედ ეს ყველაფერი მომავლის პერსპექტივაში წაადგება,სრულიად ქართულ საქმეს და საქართველოს ინტერესებს...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG