Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: პაატა ტურაშვილი

დურმიშხანი იტყვის ამინს.. და გადაიწერს პირჯვარს. დურმიშხანი ავია როდესაც მარხვაზეა, ისე სათნოა. დურმიშხანს მრავალნაირი სახე აქვს. დურმუშხანი შესანიშნავი თამადაა სუფრაზე, შვიდასოცჯერ მოუსმენ მის ერთიდაიგივე სიტყვების ფრქვევას და სიამაყით აგავსებს, ,,რა შვილი ჰყოლია მამულსა,, დურმიშხანმა ეს იცის, ის ამაყობს ამით. დურმიშხანის პაპა სოფელში კოლმეორნეობის თავჯდომარე უყო, უყვარს გახსენება პაპის და მისი გულაობები რუსეთებში, მამამისიც ნაგულავებია მაგრამ, ისე ვერა როგორც დიდი დურო, კობა ჯუღაშვილის მოტრფიალე, მჟავანაძის დროის ნოსტალგიებს გამტირებელი, ფულიც რომ იყო და ჭამაც, სამი მაცივარი ხორცით გამოტენილი, მაშინ ხომ ყველაფერი ხდებოდა, დურმიშხანის მამაც სწორედ მაშინ მოაწყო უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად ფერმერია. დურმიშხანს მამა ბავშობიდან ათამამებდა, ძმაკაცებშიც ამაყობდა მამალი ბიჭის მამობით, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ დურმიშხანის სახში და ისიც მამისგან გათამამებული ხშირად აჩვენებდა ბიძიებს პასპორტს, შემდეგ მამამისის ძმაკაცები გამხიარულდებოდნენ ამ რიტუალით, და მიაფსი მამაშენს და შე- მამაჩაჯმულოთი შე-მოიფარგლებოდნენ, ამ რიტუალს სამზარეულოდან სიამაყით ახსავსე ადევნებდა თვალყურს ციალა დეიდა, დურმიშხანის დედა და თვალზე მომდგარი ბედნიერების ცრემლებით, ამაყობდა პატარა დურმიშხანით, ენაცვალოს დედა, ენაცვალოს პაპა, ენაცვალოს მამა. დურმიშხანს უყვარს საქართველოს ისტორია, წინაპრები 1941 წლიდან, გიორგობა, რადგან ამ დროს იტყვს თავის წაროსაჩენ სადღეგრძელოებს, როგორც ზემოთ ვახსენე შვიდასოცჯერ გამეორებულს და იქნება ბაჰუს მორეული ამაყი სახით. დურმიშხანი მამამ მოაწყო უნივერსიტეტში, დურმიშხანი ხშირად დადის იქ, და პაპის დარიგეგებს არ ივიწყებს რუსეთებიდან, როგორ უნდა შეაბა გოგოები, რაც მეტი მით უკეთესი, თუმცა დურმიშხანმა ეს ისედაც იცოდა, სკოლის პერიოდში, როდესაც სკოლაში სწავლობდა, უკაცრავად!! სწავლა რა დურმიშხანის საკადრისი იყო მაშინ, დღესაც ეწყინება, არ სწავლობდა სულ სკოლის ეზოში იდგა, ერთთავად ბაბოჩკა დანას ატრიალებდა, მაგრამ მაინც უყვარდათ მასწავლებლებს ეს ოხერი, იმის მიუხედავად რომ ორი სცემა და ხუთს თავი გაუტეხა, ციალას გამოზრდილი შვილი ცუდი არ იქნებაო.., იცელქებს და გადაუვლისო.., მართალია, პატარა დურო მაშინ არ სწავლობდა, და როგორც მოხუცები იტყოდნენ ავარა ბიჭი იყო, მაგრამ გოგოებში, ეს რომანტიკულ გრძნობებს აღვიძებდა და ყველაზე ლამაზი გოგოც სკოლაში, დურმიშხანის შეყვარებული იყო, აქედან გამომდინარე, პაპის რჩევებიც კი დაეხმარებოდა დურმიშხანს მაგრამ, არც თითონ აკლდა გამოცდილება, სიტყვა ბილწობით, მრავალფეროვან- მონაცრისფრო იდეალებით სიყვარულის ხატვის, ამაყობდა მაშინ ამით დურმიშხანი და დღესაც ამაყობს, მაშინდელი კი აქვს გამოყოლილი მაგრამ, უნივერსიტეტში ჩააბარა ბიჭმა და აქ უკვე ჯერ უნდა მოუსმინოს თანატოლებს რაა ცვეტში.. დურმიშხანს ფეისბუკიც აქვს, შარშან ძმაკაცმა დაარეგისტრირა. დურმიშხანი ხშირად წერს ხატებთან, ამინ ამინ ამინსს.., აგზავნის ლოცვებს რომ არ დაირღვეს ჯაჭვი, უწერს დეიდაშვილის -შვილების 300 ფოტოს კომენტარებს, ლაიკებს, გულებს. დურმიშხანს მამაოებისა არ სწამს, მაგრამ ვინც მათ გააკრიტიკებს იწამებს და აგინებს მათ. დურმიშხანი ვერ იტანს სოფელს ვერ იტანს ქალაქს, იტანს 5ლიტრამდე ღვინოს. დურმიშხანს ევასება სპორტული მანქანები, (ბენვე) დურმიშხანს უყვარს გალაქტიონის პოეზია, მაგრამ ლექსებს ვერ იხსენებს, უყვარს ფიროსმანის შემოქმედება, დალევიდან, არყის სმიდან. დურმიშხანს არ უყვარს თიატრი და ბალეტი, იქ ყველა პიდარასტია, და ქალიც არ შეიშვება სახში. დურმიშხანს პარლამენტარობა უნდა, დურმიშხანს ბიზნესები უნდა, დურმიშხანს რუსეთები უნდა, დურმიშხანს ყველაფერი უნდა. დურმიშხანი დიდთან დიდია, პატარასთან პატარა, პოლიციელთან პოლიციელი, ქურდთან ქურდი, დურმიშხანი ბობოლა ხალხში ტრიალებს. დურმიშხანი ნაკითხ საზოგადოებაში ტრიალებს, დურმიშხანი არასდროს სდუმს, უბრალოდ ისმენს, მაგრამ ვერ იგებს, დურმიშხანს შეცვლა არ სჭირდება, ის თვითნაბადი ბაჯაღლოა. დურმიშხანის თვალსაწიერი თავისით, უნებლიედ გაფართოვდა. დურმიშხანი ერთვება პოლემიკაში, პოლიტიკურ საკითხებში და ციტირებას ახდენს ისტორიული ფაქტებიდან, ანუ 1941 წლიდან, რაც პაპისგან აქვს გაგონილი რუსეთებში. დურმიშხანი ვერ იტანს განსხვავებულ აზრსს, ამით მას ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ქართველობას ართმევენ. დურმიშხანი დადის სალოცავებში, იწერს პირჯვარს.., ყოველ ტაძართან. დურმიშხანს ხატები მანქანაშიც აქვს. დურმიშხანს ყველა უყვარს, ისეთი სათნოა მაგრამ, ეზიზღება ზანგები, ჩინელები, ევროპელები, ამერიკელები მარტო. დურმიშხანს იტალია უყვარს, სიცილიააა... მაფიააა.. ჩვენ ..გვანანო ასე ფიქრობს. დურმიშხანს სწამს, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ამის.. დურმიშხანს ყველა უყვარს, ციალა დეიდამ არ გამოზარდა, მაგრამ, ვერ იტანს, სხვა სარწმუნოების ადამიანებს. დურმიშხანს ყველა ცხოველი უყვარს, მაგრამ ვერ იტანს, ფინკა ძაღლებს, კატებს, ზებრებს, ზებრებს ვერ იტანს როცა მოწეულშია. დურმიშხანს ევასება მოსაწევი, და როდესაც სოფელშია, ეზოში ვირი ეშლება ზებრაში და სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავში, თუმცა ვირსაც ვერ იტანს. დურმიშხანი ქალაქში განავალი ბიჭია. დურმიშხანით სოფელი ამაყობს!!! დურმიშხანით ქალაქი ამაყობს!!!! დურმიშხანით საქართველო ამაყობს!!! დურმიშხანს ჰყავს მამიდა, მამიდაშვილები, ბიძაშვილები, ბიძიები, დურმიშხანი ერთი, დურმიშხანი ორი, დურმიშხანი სამი, დურმიშხანი გაყინულია. დურმიშხანი გამოდის მესამე კურსიდან და მოყავს ცოლი, კარგი გოგოა, რაც მთავარია მშობლების მოსაწონი, მამა სკოლის დირექტორი ყავს, დედა საბავშო ბაღის გამგე, დურმიშხანის ცოლი ისეთია, როგორიც დურმიშხანს შეფერებოდა, წყნარი გოგოა, საწოლშია უკარება, კუხნაშია ბზრიალა, მოკლეთ რომ არ გავატრაკო, კოპიოა ციალა, დურმიშხანიც ვერ აკადრებს, რასაც სხვასა ჰკადრებდა, მოწიწებით გაიხადა და რაღაცა გაბედა. დურმიშხანს ეყოლა შვილი, მამის საპატივცემოდ მოშრევან მეორე, მოფერებით ნოშიკო, დურმიშხანმა გადაუხადა ნათლობა ბავშვს, ბავშობის ძმაკაცს მოანათლინა, ანზორის ბიჭია, კარგი ოჯახის შვილი, მომავალი ყარაჩოღელი კაცი. დურმიშხანის შვილი 2 წლის გახდა, დურმიშხანის ძმაკაცები და რა თქმა უნდა ნათლიაც მოვიდა, დაბადების დღეზე, დურმიშხანმა გაიხსენა ბავშობა, ბავშვიც წინა დღეებში მოამზადა რიტუალისთვის, წააქეზა, ბიძიებისთვის პასპორტი რომ ეჩვენებინა, რა თქმა უნდა საზოგადოება აღფთოვანდა, მიაფსი მამაშენს.., მამაჩაფსმულოთი შემოიფარლგნენ. ნოშიკო და დურმიშხანი ერთია, ნეტაი მამისა რამე გამოჰყვესო, ციალა ბებო გაიფიქრებს, დამოეძალება კვავ ცრემლები და ნოსტალგიები. მხოლოდ და მხოლოდ ტრადიცია არავითარი ძილი, ანახვე ბიძიას პასპორტი დაუსრულებელი წრიული რიტუალი. დურმიშხანი ყველგან, დურმიშხანი სინათლეა დურმიშხნული ტრადიციით. დურმიშხანის პაპის პაპა ჯაყო იყო, იმრავლეთ და იხარეთ!!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG