Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევანი და კულტურული პროპაგანდა


ავტორი: რეზო ბაინდურაშვილი

ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით კულტურის მნიშვნელობა, იგი ადამიანის განათლების ხარისხობრივი მაჩვენებელია. შესაძლებელია თუ არა კულტურისა და განვითარების მომიზეზებით საზოგადოების ნების მართვა? ყოფილ საბჭოთა სივრცეძში აქტიურად მუშაობს კულტურული პროპაგანდა, რომელიც ფაქტიურად ხალხს არ უტოვებს არჩევანს, როგორც თივითგამოხატვის უნიკალურ საშუალებას. საბჭოურ ქვეყნებს უწევთ არჩევანის გაკეთება მხოლოდ უსარგებლოსა და უარეს შორის. რა არის ამ „ჭკვიანურად“ მოფიქრებული პროპაგანდის არსი? კულტურა გარკვეული ერებისათვის უძველესი ფასეულობაა, რომელზე აქცენტირებაც ‘’უცხოელს’’ საზოგადოების მეგობრად გადააქცევს. პროგრესული კულტურებისათის დამახასიათებელი პროგრესისაკენ სწრაფვა. რა ხდება სტატიკურ კულტურაში ? სტატიკურ კულტურაში მიუღებელია განვითარება და პროგრესი. თუ ზემოთნახსენებს სიღრმისეულად გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ისეთი ხალხისთვის ვისთვისას პროგრესი დიდ ბოროტებათ აღიქმება ძნელია არჩევანის გაკეთება კარგსა და ცუდს შორის, მათთვის ძნელია ახალსა და პროგრესულში რაიმე ღირებულების დანახვა, მათთვის სწავლა, ხომ საზოგადოების მაღალი ფენის ფუფუნებაა. აქედან გამომდინარე სტატიკური, მაშასადამე პასიური ერებისთვის ძალიან ძნელია არჩევანის გაკეთება, რიგ შემთხვევაში მათ არ იციან რა არჩევანი გააკეთონ.ღირებულებები, ხომ თვითგამოხატვას ამკვიდრებს საზოგადოებაში, თავისთავად თუ არ არსებობს კულტურული ღირებულებები, ლოგიკურად ვერც იარსებებს მტკიცება თვითგამოხატვის შესახებ. შევეხოთ არჩევნებს, ხმის უფლება ევროპული ხალხისთვის ‘’პატივად’’ ითვლება, რომელიც შეგვიძლია ადამიანის ღირებულებებითი ინდიკატორის არაჩვეულბრივ საზომად გამოვიყენოთ. სტატიკურ კულტურებში, ხომ პროგრესულობა და შეცვლის სურვილი თითქმის უდიდეს ბოროტებად და ევროპელებისგან „შემოგდებულ“ პროპაგანდად აღიქმება. შესაძლებელია ვინმე ცდილობდეს მოგახვიოს კულტურული ფასეულობები, ამით იგი შეძლებს გაგათანაბროს მასთან და შემდეგ გმართოს. მაგრამ, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმავე ჩვენთვის ‘’მიუღებლის’’ შემთხვევაში, მაშინაც ხომ შესაძლებელია ვინმემ ცასდოს გაუნათლებლობით მანიპულირება. პროგრესი არ ებრძვის იმას რაც ძირეულია, და ბუნებრივი ღირებულებაა. სწორედ განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე აქტიურდება ანტი-რეკლამა ევროპიზაციის საფრთხის შესახებ, რომელიც ეცდება ერის ტრადიიციული ღირებულების გამოღვიძებას. განათლება ღირებულებითია, განათლებასთან ბძოლა ნიშნავს ებრძოლო კულტურას და ამით სამუდამოდ მოაქციო ტრადიიციის მარწუხებში. კულტურული პროპაგანდა კი მთელი სიზუსტით საზღვრავს პრიორიტეტულ ღირებულებას და აყენებს ერს სწორ მიაზანმიმართულ „დარტყმას“. განვითარებად ქვეყნებში კი ეს კარგად მუშაობს. ‘’მცდარი’’ და არაპროგრესირებადი კულტურული ფასეულობები აღვიძებს მეამბოხე ადამიანის ეროვნულობას, რომელიც ინტუიციურად ცდილობს ებრძოლოს ახალს, როგორც ‘’ცდუნებას’’. ხშირად გვსმენია ტეევიზიიდან ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთანირ პრობლემებზე: სიტყვისა და გამოხატბის თავისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების მიკერძოებულობის, ერთპარტიული მონოპილიზაციის შესახებ. თუ გარემოებას ვენდობით დავინახავთ, რომ ყველა ზემოდნახსენები ‘’სიმპტომი’’ საერთო წიაღის ნაწილია. იგი ერის განვითარებას ორი სახით ებრძვის. პირველი კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების აქტუალიზაცია - ‘’ შენი კაია, ევროპეიდული აზრები უხამსობაა’’; ხოლო მეორე კი აგრესია და განხორციელებული ინტერვეცია, იმის მოსასპობად რაც დარჩა. ყოფილ საბჭოთა სივრცეში დაშინება, როგორც მეგობრული გრძნობა კარგად მუშაობს. თუ არ გეჟერება გაჯერებენ, ან კულტურა დაგაჯერებს. კულტურული ღირებულებების ამდაგვარი დეფინიცია კარგად ასახავს, სტატიკური ქვეყნების პასიურ დამოკიდებულებას პროგრესისა და არჩევნების შესახებ. მცდარი ღირებულებების პირდაპირ ან არაპირდაპირ აქტუალიზაციით მთავრობები ცდილობენ სკამების შენარჩუნებას. ყურადღების გამახვილება სხვა საკითხზე ნიშნავს დღესდღეისობით განვითარებულ სამყაროში ‘’არაპოპულარული’’ პროპანადისტულ მიდგომად, რომელიც შესაძლებელია მოხერხებულად ჩასაფრებული ‘’მეოთხე ხელისუფლების’’ აქტიური მსჯელობის თემა გახდეს. ცხადდება მოსაზრება, რომ თუ პრდაპირ ან ირიბად ებრძვი პროგრესს, ‘’ არაპროგრესირებადი ’’ საზოგადოების ნიაგზე ნებისმიერი მოძველებული ან არაპოპულარული მეთოდიც კი იმუშავებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG