Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლი აქვს საქართველოს მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში


ავტორი: რეზო გველესიანი

საქართველომ-მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა ქვეყანამ, სახელმწიფოებრივი განვითარებისა და აღმშენებლობის ხანგრძლივი ისტორიული პროცესი გაიარა . გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, იგი ევრაზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური რეგიონის-კავკასიის ნაწილია. გეოპოლიტიკური მდებარეობის ზოგადი მახასიათებლების მიხედვით საქართველოს გააჩნია: 1. ცენტრალური მდებარეობა კავკასიის რეგიონში; 2. პერიფერიული ევროპული ქვეყნების მიმართ; 3. მეზობლური (სასაზღვრო)-თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ქვეყანას. არჩევენ, აგრეთვე, მეორე რიგის (მახლობელ) ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს და გარკვეული ტერიტორიული სიახლოვე გააჩნიათ ჩვენს ქვეყანასთან. მათი სამეზობლო როლი განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის “სივრცე” დიდი არ არის, ხოლო მისი “გამტარობა” კარგია. ასეთი მეზობლური ურთიერთობების სავარაუდო ქვეყნებად უნდა ჩაითვალოს: ირანი, სირია, ერაყი, საბერძნეთი (თურქეთის საშუალებით); 4. საზღვაო, რაც საქართველოს უშუალოდ აკავშირებს არა მარტო შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან (რუსეთი, თურქეთის, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი), არამედ მოხერხებულ გზას უხსნის მსოფლიო ბაზრებისაკენ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველო გამოირჩევა ძალზე მოხერხებული სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობით. მისი ტერიტორია წარმოადგენს არა მარტო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) ღერძს, არამედ იგი ევრაზიის ქვეყნებთან დამაკავშირებელ უმოკლესიო სატრანსპორტო მაგისტრალების საკვანძო ფუნქციასაც ასრულებს.აქვე უნდა აღინიშნოს,რომ 1992 წელს საქართველოში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის იდეა დაიბადა. 1993 წელს ქ. ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მოწვეულ სამხრეთ და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის მინისტრთა კონფერენციაზე წამოყენებულ იქნა იდეა ტრანსკავკასიური მაგისტრალის განვითარების თაობაზე, რასაც მოჰყვა დეკლარაციის მიღება, რომლის საფუძველზეც შემუშავებულ იქნა რეგიონალური პროგრამა - TRACECA და მის მიზნებს ტრანსპორტის ტრადიციული სახეობების - რკინიგზის, საავტომობილო გზების, საზღვაო პორტების, ტერმინალების - მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, ასევე ამ დერეფნის ევროპულ დერეფნებთან მიერთება წარმოადგენდა. ეს კი წარმოადგენდა ე.წ. “დიდი აბრეშუმის გზის” აღდგენის წინაპირობის სტრატეგია. საქართველოს სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, აუცილებელია სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ხარისხის მაქსიმალურ დონეზე აყვანა ზემოანიშნულ უპირატესობებთან ერთად უნდა აღინიშნოს ქვეყნის ხელსაყრელი რეკრეაციულ-გეოგრაფიული მდებარეობა მსხვილი ტურისტული რეკრეაციული არეალების (კავკასიონი, შავიზღვისპირეთი) სივრცეში, აგრეთვე კულტურულ-გეოგრაფიული მდებარეობა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მდიდარი არქეოლოგიური და ეთნიკურ-ლინგვისტურ-რელიგიურრეგიონებთან მიმართებაში.
რელიგიურ-გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით, საქართველო, ძირითადად ისლამური რელიგიის მიმდევარი ხალხების (თურქები, ირანელები, აზერბაიჯანელები, ჩრდილოეთ-კავკასიის რესპუბლიკების-ადიღეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ინგუშეთის, ჩაჩნეთის, დაღესტნის ხალხები) გარემოცვაში იმყოფება. ქრისტიანულ სამყაროსთან სახმელეთო დამაკავშირებელი გზა მხოლოდ რუსეთზე გადის, ვინაიდან სამხრეთით მოსაზღვრე მონოფიზიტური სომხეთი თავად არის იზოლირებული ქრისტიანენული სამყაროსაგან. ამავე დროს, შავი ზღვა აკავშირებს საქართველოს უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის და საბერძნეთის მართლმადიდებლობასთან.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ასევე განიხილება სივრცით ასპექტშიც. კერძოდ: მაკრო-(მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე), მეზო (კონტინენტზე ან რეგიონში) და მიკრომდებარეობა (ქვეყნის სხვადასხვა ნაწილების განლაგების თავისებურებების მიხედვით). საქართველოს გეოპოლიტიკური მაკრომდებარეობის (ადრე იგი არ არსებობდა) თანამედროვე თავისებურებები განსაზღვრა ქვეყნის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ, და რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლისა და დასავლეთთან, კერძოდ ნატო-სთან ინტეგრაციისადმი მისწრაფებამ.
საგარეო პოლიტიკის ასპექტებზე საუბრისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ ალბათ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე.ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აღნიშნული მიზნის მიღწევის თვალსაზრისით საქართველოს საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანების სპექტრი გარკვეული დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, 1992 წელს საქართველოს საერთაშორისო აღიარება და უცხოეთის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მთავარ საგარეო-პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა და, შეიძლება ითქვას, წარმატებით შესრულდა. დღეს საქართველო 37 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობები 100-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს დამყარებული. იმავე 1992 წლიდან დღემდე სამაჩაბლოსა და აფხაზეთში კონფლიქტების მსვლელობასთან, ხოლო შემდგომ ქვეყნის დეოკუპაციასთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სათანადო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტული საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG