Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უტოპია აბსტრაქტულიდან კონკრეტულამდე?!


ავტორი: რუსუდან ნადირაძე

უტოპია (e utopia) ბერძნული სიტყვაა და კარგ ადგილს ნიშნავს.უტოპიური კი მეოცნებე, რომანტიულად ნაივურია. უტოპია შეიძლება იყოს რელიგიური ან საერო, ლიტერატურული ან პოლიტიკური. ზოგჯერ უტოპია სცდება სასურველ ცხოვრებაზე წარმოდგენას და მოთხოვნად იქცევა. უტოპია განსხვავებულია ფორმის, შინაარსისა და ფუნქციის მიხედვით. შინაარსი კარგი საზოგადოების შესახებ წარმოდგენას გვაწვდის, თუმცა, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ადამიანის გემოვნებაზე, განსხვავებულიასოციალური ჯგუფების მიხედვით და განპირობებულია ისტორიული გარემოებებით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფორმის მიხედვით, უტოპიას განსაზღვრავდნენ როგორც სალიტერატურო ჟანრს, რომელიც თავის მხრივ წარმოიშვა თომას მორის უტოპისგან, თუმცა ისტორიულმა განვითარებამ იდეალური საზოგადოების იდეა უფრო მომცველი გახადა. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი უტოპიას ფუნქციონალურ მნიშვნელობაზე ოსკარ უაილდმა მიუთითა, როდესაც განაცხადა, რომ‘’მსოფლიო რუკა შეხედვათაც არ ღირს უტოპიის გარეშე... პროგრესი კი უტოპიის რეალიზებაშია’’. მორტონის აზრით’’უტოპიის არსებითი ფუნქციაა სოციალური ცვლილებების კატალიზატორის როლი ითამაშოს‘’, რადგან ’’კლასიკოსმა უტოპისტებმა ფიქრი და კრიტიკულად შეფასება წაახალისეს, ადამიანს ბრძოლისუნარი ჩაუნერგეს,ასწავლეს რა, რომ სიღარიბე და ჩაგვრა არ არისადამიანის ბუნებრივი ყოფა, რომელიც მოთმინებით უნდა აიტანო’’ . კაუფმანის აზრით უტოპია პოლიტიკურ-სოციალური ფენომენია, რომელიც ’’ საზოგადოების მაღალ იდეალებს წარმოაჩენს და ხელს უშლის ადამიანური ყოფის სტაგნაციას, მიუთითებებს რა მორალური და მატერიალური გაუმჯობესების მაღალ მიზნებზე და კაცობრიობას მიმართვსპროგრესისა და სოციალური რეფორმებისაკენ’’. მარქსისტთა დიდმა ნაწილმა უარყო უტოპია მისი რეალიზების მეთოდების არარსებობის გამო. ისინი თვლიდნენ, რომ ტრანსფორმაცია გარდაუვალია, თუმცა მიიღწევა ადექვატური პროპაგანდითა და მეცნიერული მიღწევებით.როგორც ენგელსი ამბობს, გამჭრიახი გონების შემთხვევითი აღმოჩენა ცხოვრებას ვერ შეცვლის, საჭიროა იმ ეკონომიკური პირობების ძიება,საიდანაც პროლეტარიატსა და ბურჯუაზიას შორის კონფლიქტი მომდინარეობს ამ დაპირისპირების დასასრულებლად. ჯორჯ ლუკასი და გრამჩი გამოეხმაურნენ მარქსისტების განმარტებას უტოპიაზე და განაცხადეს, რომ ‘’ფილოსოფოსებმა სამყაროს სხვადასხვაგვარი აღქმა შემოგვთავაზეს, თუმცამთავარი მაინც ისაა, თუ როგორ შევცვალოთ ის’’.კარლ მანჰეინის აზრით, სწორედ უტოპია არის რეალური მდგომარეობის შეცვლისთვის მიმართულიაზროვნების რაციონალური მიმდინარეობის სისტემა და არა იდეოლოგია, რომელიც მმართველი ჯგუფის მიერარის ინსპირირებული რეალური მდგომარეობის შესანიღბად. მეოცე საუკუნეში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, უტოპიურმა ნაცისტურმა გერმანიამ და სტალინის რუსეთმა გამანადგურებელი შედეგები მოიტანეს. ამიტომ გასაკვირი არ არის პოპერის, ბერლინის, ფოკალტისა და არენტის ნეგატიური შეფასებები. მათ უტოპიას დისტოპია უწოდეს. თუმცა ჩეხმა მწერალმა და დისიდენტმა, მილან სიმეჩკამ თავის თავზე გამოსცადა უტოპიის მარცხი, წლების შემდეგ უტოპიას ამგვარი შეფასები მისცა ’’უტოპიის გარეშე მსოფლიო უარესი იქნებოდა.მაშინ როდესაც უტოპია იმ იდების წარმოჩინებას უწყობს ხელს, რომელის ჩვენს ყოფიერებას აკლია, ასევე უტოპია არის ჩვენი ტრაგიკული ბუნების დადასტურება, ადამიანური ყოფის არაბუნებრიობა, უმაღლესი ცხოველი ტვინისფანტასტიური შესაძლებლობები, რომელიც ადამიანს სხვა არსებებისგან გამოარჩევს. რომ არა უტოპია, მსოფლიოდარჩებოდა სოციალური იმედის გარეშე და განწირული იქნებოდა სტაგნაციისა და ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების ღირებამოკლებული სლოგანებისათვის ’’. ორასი წლის წინ, ტეჩერმა საფრანგეთის რევოლუციას უტოპიური მცდელობა უწოდა, როდესაც აბსტრაქტული იდეების მქონე უმწეო ინტელექტუალებმა ტრადიციული წყობის გადატრიალება გადაწყვიტეს.უტოპიურმა ამბიციებმა აღმოსავლეთ ევროპა 1989 წლის მოვლენებამდე მიიყვანა და ადამიანებს ახალი საზოგადოებაზე ოცნებების გამოხატვის საშუალება მისცა, რომ მიეღწიათ ჭეშმარიტი პოლიტიკურიდა იურიდიული უფლებებისათვის,მატერიალური კეთილდღეობისათვის და პიროვნული თავისუფლებისათვის. 1989 წლის დემონსტრაციებმა ჩეხეთში, რომლებსაც სათავეში ჩეხი უტოპისტი ინტელექტუალები ედგნენ, უკეთესი ცხოვრებისათვის ახალი შესაძლებლობების წარმოჩინებას შეუწყო ხელი. მოსახლეობა ’’ ჯერ არ შეცნობილით’’ ტრანსფორმირდა საზოგადოება ’’ჯერ არ განხორციელებულით’’. დღეს უტოპია უნდა იყოს ადამიანური გამჭრიახობა, რომელიც ინტელექტუალურად შესაძლებელი ხდება. უტოპიას დიდი მნიშვნელობა აქვთ ზოგადსაკაცობრიო საკითხების დასმაში, საზოგადოებრივი აზრის წარმართვაში, ‘’ჯერ არ შეცნობილის’’ გამოფხილებაში და მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევაში დისტოპიით გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG