Accessibility links

25–წლიანი პარტნიორობა


ავტორი: ანა მოსაშვილი

2017 წელს შეერთებული შტატების და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25–წლიანი იუბილეა. თბილისში ამერიკული საელჩო 1992 წლის მარტში გაიხსნა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ზუსტად 3 თვეში. თბილისი პირველი იყო, რომელმაც ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებს უმასპინძლა. ცოტა მოგვიანებით, კი შტატებმა სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

დღემდე შტატები საქართველოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პარტნიორია. სწორედ, მისი დამსახურებაა, რომ დღეს თბილისში რუსული ტანკები არ დგას. აგვისტოს ომის დროს, ამერიკელმა დიპლომატმა ზალმაი ხალილზადმაგაეროს უშიშრობის საბჭოში კრემლს ოფიციალურად განუცხადა, რომ მან ე.წ. „წითელი ხაზები“ უკვე გადაკვეთა და ასევე ოფიციალურ მოსკოვს ისიც განუმარტა, რომ 21–ე საუკუნეში დაუშვებელია, მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა და მისი პოლიტიკური რეჟიმისსამხედრო ინტერვენციით შეცვლის მცდელობა..

ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით, შტატები ის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში უპირობოდ უჭერდა მხარს. შტატები, სწორედაც ის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც პოლიტიკური კოჭი ევროპასავით კრემლს არ გაუგორა. ყველასთვის ნათელია, რომ ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება პოლიტიკური ნების საკითხია და ერთადერთი, რამ რაც გვაბრკოლებს, ისევ და ისევ ევროპის ლოიალური პოლიტიკაა კრემლის მიმართ, რომ ზედმეტად არ გააღიზიანონ და საკუთარ თავსაც რუსეთის საზღვრებთან კავკასიაში ყოფნის საშუალება არ აძლევენ.

შტატების და მისი ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის დამსახურებაა ისიც, რომ სარკოზის ე.წ. 6–პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნით ცვლილებები შევიდა და შტატების წყალობით, საქართველოს ინტერესებიც მეტ–ნაკლებად გათვალისწინებული იქნა. შტატებმა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში მაინც დაიცვა.

დღემდე შტატები აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ის პარტნიორულად ყველაზე „გულწრფელი მხარდაჭერია“ საქართვველოსი, ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.

საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობს „მეგობარი ქვეყანა“, არსებობს მხოლოდ პარტნიორი ქვეყანა, ისიც არა იდეალისტურ, არამედ რეალურ პოლიტიკაში.

ბუნებრივია, როდესაცისმის კრიტიკა, რომ შტატებს საქართველოში საკუთარი ინტერესები აქვს, ბუნებრივია უდავოა, რომ აქვს და ძალიანაც კარგი საქართველოსთვის, რომ ეს ასეა. მთავარია, ჩვენნაირ პატარებს ქვეყნებს ჰქონდეთ, ისეთი ეფექტური დიპლომატიური პოლიტიკა, რომ მსოფლიოში ერთ–ერთი ზე–სახელმწიფოს გეოპოლიტიკურმა მანევრებმა ჩევნთვის სასარგებლო შედეგები მოიტანოს. მთავარია, ჩვენი პოლიტიკური ფასიც მათთვის, რაც შეიძლება პოლიტიკურად წონადი იყოს და საერთაშორისო ტრიბუნებზეც ჩვენი სათქმელი ხშირად გააჟღერონ. ასევე, როდესაც სამხრეთ კავკასიას და ლათინურ ამერიკას ადარებენ ერთმანეთს კრემლის და ვაშინგტონის ინტერესების არეალში, მოდი გვახსოვდეს, ტერიტორიები ჩვენთვის არც ამერიკულ იმპერიალიზმს წაურთმევია და მისი წყალობით, არც 200–წლიანი დამოუკიდებლობის წყვეტა გვქონია. ნებისმიერ დიდ და ძლიერ სახლემწიფოს ბუნებრივია, საკუთარი მიზნები და ამბიციები აქვს, ისევე როგორც პატარა ქვეყანას, რომელსაც თუკი ისეთი მეზობელი ჰყავს, რომელსაც უბრალოდ მისი დაპყრობა სურს, ბუნებრივია, მისი მტრის მტერს კარგ პოლიტიკურ მეგობრად ირჩევს.

იმედი დავიტოვოთ, რომ 25–წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები მომავალში ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისთვის უფრო სასიკეთო იქნება და საქართველოსაც საგარეო პოლიტიკაში ბევრ წარმატებას მოუტანს. იმედი გვქონდეს, რომ შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ნაყოფიერი დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ბევრ გეოპოლიტიკურ გამარჯვებას მოუტანს, რაც ნამდვილად გვჭირდება ურთიერთობების მრავალ სფეროში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG