Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდაპარტიული დემოკრატია ქართულ პარტიებში


ავტორი: სოფო მელაძე

დღეს ყველგან “დემოკრატია” ისმის, მაგრამ მაინც რას გულისხმობს დემოკრატია თვითონ პარტიებს შიგნით. ?! ამ სიტყვის გაგონებისთანავე გვიჩნდება თანასწორობის, სამართლიანობის ასოციაცია, მაგრამ როგორ გამოიხატება იგი პარტიაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართულ პარტიებში. პირველ რიგში დაგვაინტერესებს ის მექანიზმები რაც მას განსაზღვრავს პრაქტიკაში.

შიდაპარტიული დემოკრატია როგორც ვიცით გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებაში წევრების ჩართვას და პარტიის შიგნით პლურალიზმს. დღეს ყველა პარტია აცხადებს, რომ ის დემოკრატიულია. ისინი დემოკრატიაში გულისხმობენ ეგრეთწოდებულ „ცენტრალიზებულ დემოკრატიას.“ როცა რამოდენიმე გავლენიანი პირი აკონტროლებს მთელს პარტიას. ეს მოდელი სათავეს იღებს საბჭოთა კავშირის დროიდან და მისი ორგანიზაციული მოდელიც კი იყო. ის ტენდენცია, რომ დღეს საქართველოში ხშირადამ მოდელით აკომპლექტებენ პარტიას, იმით აიხსნება რომ პარტიის წევრების დიდმა ნაწილმა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კულტურის დროს გაიარეს სოციალიზაცია.

დღეს პარტიები კი, ახორციელებენ ცვლილებებს,მაგრამ მხოლოდ სტრუქტურული თვალსაზრისით და არა შიდაპარტიული დემოკრატიის განსავითარებლად.სანამ უშუალოდ პარტიების საქმიანობაზე გადავალ, განვმარტე შიდაპარტიული დემოკრატიის ფენომენი, რადგან თუ იგი თვითონ პოლიტიკის წარმომადგენლებისთვის ნაკლებად გასაგები თემაა, მოქალაქეებისთვის მითუმეტეს.

გამოიყოფა3 ძირითად მექანიზმი, რაც ხშირად იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად დემოკრატიულია ესა თუ ის პარტია : წევრობის ინსტიტუტი, წევრების თანაბრად ჩართვა პოლიტიკის შემუშავებაში და თითოეული მათგანის მონაწილეობა არჩევნების დროს კანდიდატის არჩევაში.

ზოგადი წარმოდგენა პარტიაში გაწევრიანებაზე,შემდეგნაირია: პიროვნება აგზავნის მოთხოვნის წერილს, შემდეგ 2-3 პარტიის წევრის რეკომენდაციაც დასჭირდება და ბოლოს ინტერვიუ/გასაუბრება პარტიის წევრებთან. რა თქმა უნდა ძირითადად პარტიის შევსება ნაცნობობით და ნეპოტიზმის მიმდევრობით ხდება, მაგრამ მხოლოდ ეს რომ იყოს კიდევ არაუშავს. ამას ემატება ისიც რომ ქართული პარტიები დღეს ამკაცრებენ მიღების წესებს, მათთვის უკვე რაც შეიძლება ბევრი წევრი კი არა ცოტა, მაგრამ ერთგული, აქტიური და პარტიისთვის „რამის გამკეთებელი“ წევრებია საჭირო. ასეთ პარტიებს საკადრო პარტიებს ვეძახით, ასეთებია :ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია. ჩვენ ასევე გვყავს ისეთი პარტიებიც, რომლებისთვისაც მთავარი მხოლოდ რაოდენობაა, დაწევრებმა შეიძლება არც კი იცოდნენ ძირითადი იდეოლოგიური პრინციპები პარტიისა. ასეთია მასობრივი პარტიები : ლეიბორისტები და ქართული ოცნება.

თუ პარტიებს განვიხილავთ მისი წევრების ჩართულობით პოლიტიკის შემუშავებისას აქაც ვერ ვხედავთ შედეგს. რა თქმა უნდა ტარდება ყრილობები, სადაც ყველა წევრი ესწრება, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას მაინც პარტიის მთავარი ლიდერები იღებენ. თუ რომელიმე საკითხზე რიგითი წევრები არ ეთანხმებიან პარტიის ლიდერებს, ასეთი წევრები ტოვებენ პარტიას და არ ხდება მათი აზრის გათვალისწინება. ამის ნათელი მაგალითი იყო 2003 წ. ვარდების რევოლუციას ვინც არ ემხრობოდა, მათ დატოვეს პარტია. საჭიროა მუდმივი შეხვედრები ლიდერებისა და რიგით წევრებს შორის.

პარტიის რიგით წევრებს არც იმის უფლება აქვთ რომელიმე პარტიასთან ალიანსში შევიდნენ, ამას მხოლოდ ზედა წევრები წყვეტენ. მაგრამ თუ ლიდერებს მოუნდათ კავშირის შექმნა რომელიმე პარტიასთან, რა თქმა უნდა რიგით წევრებს საერთოდ არ გაითვალისწინებენ. ამის ნათელი მაგალითია ნაციონალებისა და გაერთიანებული დემოკრატების ალიანსი, რომელის შედეგად ამ პარტიების მცხეთის რაიონული ორგანიზაციის რიგითმა წევრებმა პარტიები დატოვეს.

ერთ-ერთი საინტერესო ფენომენი ასევე არის არჩევნების დროს კანდიდატის არჩევაში პარტიის წევრების მონაწილეობა, რომელიც თურმე განსხვავდება იმის მიხედვით რა ტიპის არჩევნებზეა საუბარი, ეროვნულზე თუ ადგილობრივზე. როცა საქმე გვაქვს ეროვნულ არჩევნებთან კანდიდატის შერჩევას მხოლოდ მთავარი წევრები ახორცილებენ, ხოლო რიგითი წევრები კვერს უკრავენ. გამონაკლისი ქართულ სივრცეში მხოლოდ კონსერვატიული პარტიაა ამ მხრივ. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს კი უკვე ადგილობრივი აქტივისტები იღებენ ხელში ძალაუფლებას. ამის ნათელი მაგალითი იყო როცა დუშეთის რაიონში ლეიბორისტების ადგილობრივმა აქტივისტებმა ისეთი კანდიდატურა აირჩიეს და მაინც დანიშნეს, რომელიც თვით ცენტრალური პარტიის ორგანიზაციის წევრებს არ აწყობდათ. ადგილობრივი ლეიბორისტი აქტივისტები ადგილობრივი მოსახლეობის და მნიშვნელოვანი ადგილობრივი პირების მხარდაჭერას ფლობდნენ.

თუ არჩევნები პროპორციული სიით ეწყობა ამის მოკლე და ყველაზე მკაფიო ახსნა იქნება თუ მაგალითად ქართულ ოცნებას მოვიყვანთ და ერთ საინტერესო სტატიას „რადიო თავისუფლების“ სივრცეში. „2 მაგიდის პარადიგმა“-ქართული ოცნების ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე არსებობდა 2 მაგიდა, ერთს სათავეში ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორეს სოსო ჯაჭვლიანი „მეთაურობდა“. და ერთ-ერთი ხუმრობის დროსითქვა, რომ ის წევრები, რომლებიც ბიძინა ივანისვილის მაგიდაზე ისხდნენმიიღებდნენ სტატუს სიაში, ხოლო სოსო ჯაჭვლიანის მაგიდის წევრები არა. ეს შეიძლება გაზვიადებული ხუმრობაა, მაგრამ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. არავისთვის ახალი ამბავი არაა, რომ პარტიის ლიდერები წყვეტენ დღეს მსგავს საკითხებს მხოლოდ და ქართული ოცნების შემთხვევაში „მუსიკას ის უკვეთავს ვინც ფულს იხდის“ ანუ ბიძინა ივანიშვილი.

ზოგადად ლიდერზე დამოკიდებულება არაა სიახლე ქართული პარტიებისთვის, ხშირად ლიდერის დაკარგვის ან წასვლის დროს პარტიაც იშლებოდა, მაგალითად 90-ია წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც დაიშალა გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ.

და ბოლოს შიდადემოკრატიაზე საუბრისას არ შეიძლება გამოგვრჩეს ქალთა მონაწილეობის საკითხი პარტიებში და ახალგაზრდული ფრთის როლი. რა თქმა უნდა პარტიებში არიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავების საშუალებას არ აძლევენ და არც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს ითვალისწინებენ. ხლო ახალგაზრდული ფრთა გვაგონებს „მოსყიდულ ახალგაზრდობას“, რომლებსაც 2-3 ღონისძიებას უკეთებენ, რადგან შემდეგში გამოიყენონ ისინი მათი პოლიტიკის მხარდასაჭერად.

ჩემი მიზანი იყობევრი მიმართულებით განმეხილა დემოკრატია პარტიებში, ალბათ კიდევ უფრო მეტად შეიძლება ჩაღრმავება, მაგრამ ამ ძირითადი მექანიზმებითაც შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ქართულ პარტიებში დემოკრატია მხოლოდ ფორმალურია და ეს საკითხიბუნდოვანია თვითონ წევრებისთვისაც. საჭიროა ინსტიტუციონალური მუშაობა ამ საკითხზე და რეფორმების განხორციელება პარტიის შიგნით წევრების მიერ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG