Accessibility links

რამდენი პოლიტიკური პარტია სჭირდება საქართველოს


ავტორი: სპარტაკ ირიციანი

დღეისათვის საქართველოში უამრავი პოლიტიკური პარტიაა. რთულია ისაუბრო იმის მიზეზებზე თუ რამ გამოიწვია ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი პოლიტიკური პარტიის არსებობა. საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მთავრობიდან წამოსული ესა თუ ის ადამიანი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიდა. რეალურად ეს ერთკაციანი პარტიები იყო, ჩამოუყალიბებელი იდეოლოგიებით და მათმა არსებობამაც დიდხანს არ გასტანა.

რეალურად საქართველოში პოლიტიკურ ამინდს 5-6 მძლავრი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტია უნდა ქმნიდეს. აუცლილებელია ქვეყანაში იყოს ძლიერი კონსერვატიული, დემოკრატიული, რესპუბლიკური და ლიბერალური პარტიები, რადგან ეს პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ყველაზე ძლიერ ფლაგმანს მთელს განვითარებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ქვეყნებში.კონსერვატორები და დემოკრატები ტიპიურ მემარჯვენეებს წარმოადგენენ, ლიბერალები ცენტრისტებს, ხოლო რესპუბლიკელები მემარჯვენე ცენტრისტებს. შესაბამისად მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიები უმრავლესობაში არიან და ეს ბუნებრივიცაა, რადგან საზოგადოების მოთხოვნებს დღეისათვის ისინი ყველაზე კარგად პასუხობენ. თუმცა აუცილებელია ასევე არსებობდეს მძლავრი მემარცხენე პარტია, მაგალითად სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა. აუცილებელი იმიტომაა, რომ ქვეყანაში არსებობს საკითხები, რომლებზეც მემარცხენე პარტიები უპრო ორიენტირებულნი არიან და აქვთ უფრო ნათელი გეგმა მათ მოსაგვარებლად. მაგალითად სოფლის მეურნეობა და სოციალური პირობების გაუმჯობესება მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიების ძირითადი პრიორიტეტებია. ასევე აუცილებელია რომ მემარცხენე პარტია იყოს ძლიერი და მკაფიოდ აჟღერებდეს თავის პროგრამას, რადგან ზოგჯერ მემარჯვენე პარტიებზე უფრო მეტად მემარცხენეების პროგრამა უფრო ემთხვევა ხალხის დაკვეთას. ასევე სასურველია პოლიტიკურ სპექტრში იყოს “მწვანეთა პარტია”. ამ პარტიის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღევანდელ საქართველოში სადაც საკმაოდ აქტიურად დგას ეკოლოგიური პრობლემები.

მუიხედავად ყველაფრისა რეალობა ქართულ პოლიტიკაში სულ სხვანაირია. საქართველოში 150-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. ამ პარტიების 80%-ზე მეტს კი პრაქტიკულად ამომრჩეველი არ ჰყავს. 2000-იან წლებში უამრავი იყო შემთხვევა, როდესაც იმდროინდელი მთავრობიდან წამოსული ადამიანები პოლიტიკურ პარტიებს ქმნიდნენ. მაგალითისთვის პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე ან პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოდგება, რომლებმაც დამოუკიდებელი პარტიები შექმნეს, რომელთაც ამომრჩეველი არც ისე დიდი რაოდენობა ჰყავს .

სავარაუდოა, რომ პარტიების დამაარსებელთათვის პოლიტიკა მატერიალური დოვლათის დაგროვების არეალია. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ერთგვარი ბიზნესია, რადგან ხმებით ვაჭრობა თანამედროვე მომსახურეობის სფეროს განუყოფელ ნაწილად იქცა.

ასეთი შემთხვევა კი უამრავია. იბადება ლოგიკური კითხვა: რაში სჭირდება ქვეყანას ამდენი პოლიტიკური პარტია ან სულაც რამდენი პოლიტიკური პარტია სჭირდება ქვეყანას. 150 პოლიტიკური პარტიის არსებობას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მათი უმრავლესობა ელექტორატის ნაკლებობას განიცდის, ვერ ლახავს 5%-იან ზღვარს, რათა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში და გავლენა იქონიოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ასეთი პარტიის არსებობა კი სრული უაზრობაა. ყველაპოლიტიკური პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკურ სპექტრში არსებობაზე, უნდა ახდენდეს გავლენას პოლიტიკურ ამინდზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსებობა ყველანაირ აზრს კარგავს. 329 რთულია იმ მიზეზების ძიება თუ რატომაა ამდენი პოლიტიკური პარტია ასეთ პატარა ქვეყანაში. ძირითადი მიზეზი კი ალბათ არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკურ კატაკლიზმებს იწვევს. ძლიერი ცენტრისტული და მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიების ჩამოყალიბება კი ხელს შეიწყობს უსარგებლო და ურეიტინგო პარტიების გაქრობას პოლიტიკური არეალიდან, ვინაიდან ძლიერ პარტიებთან კონკურენციას ისინი ვერ გაუძლებენ. ბუნებრივია ვერც ერთ პარტიას არსებობას ვერ ავუკრძალავთ, თუმცა როდესაც პარტია ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს მისი დაშლის საკითხი თავისთავად უნდა დადგეს.

პოლიტიკური კულტურის არქონა, არამედ თანამონაწილე პოლიტიკური კულტურის სუსტი ტრადიცია და პარტიული ინსტიტუციონალიზაციის დაბალი დონე განაპირობებს იმას, რომ საქართველოში იმაზე მეტი პარტიაა, ვიდრე გვჭირდება. საქართველოს საჭიროა 5-6 ძლიერი პარტია და არა უფრო მეტი იმიტომ რომ 1. პატარა სახელმწიფოა და მეტი არ სჭირდება 2. რომ მთავარია შინაარსობრივად როგორ რეაგირებენ პარტიები საზოგადოებრივ პრობლემებზე და არა რაოდენობაზე 3. რომელი პარტიებია საჭირო ანუ როგორი იდეოლოგიის.

დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ ამდენი პოლიტიკური პარტიის არსებობა მაინც პოლიტიკური კულტურის უქონლობის ბრალია და მომავალში როდესაც პოლიტიკური კულტურა ამაღლდება პარტიების რიცხვის შემცირებასაც უნდა ველოდოთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG