Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამელაპარაკე, ღმერთო


ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

დამელაპარაკე და მითხარი ღმერთო,

რატომ ვხედავ შვილების გარდერობში ემიგრანტი დედების სევდასან რატომ ასდის მათტანსაცმელს სკლეროზიანი მოხუცების სუნი?

როგორ შეაძლებინებ ხოლმე დედებს მძიმე და გორგოლაჭებიანი ეტლებით პარკებში ქროლვას ? როგორ შეაძლებინებმეტანიისთვის მოსადრეკი მუხლების მოხრას კიბეების მოსახეხად?

რას გთხოვენ დედები ძილის წინ ? ბედს იწყევლიან თუ მაინც უხარიათ სამუშაოს ქონა ღმერთო?

იმ უსუსურ მოსავლელ მოხუცებს პატრონებს რატომ ეძახიან ღმერთო?

რა ტკივათ ყველაზე მეტად იქ დედებს ? მუხლები, წელი თუ შვილების უნახავი თვალები ღმერთო?

რაზე იცინიან ხოლმე იქ ? რა უხარიათ ხოლმე ? საათს თუ უყურებენ ღმერთო ?

შენ თუ დაგეძებენ ? თუ გსაყვედურობენ ხოლმე? თუ აქვთ შენი ანგელოზების იმედი ღმერთო ?

მაინც რა ღირს ემიგრანტი დედებისახალგაზრდობა ღმერთო? რამდენოთახიან ბინად და ბროლის ჭაღებად უნდა დახურდავდეს უცხოობაში გატარებული წლები ?

დამელაპარაკე ღმერთო! რამდენმა შვილმა უნდა მიიღოს განათლება , ან მერამდენეშვილიშვილის პამპერსს უნდა გაყვეს ჩუმად ნაჭამი ორცხობილის სიმყრალე ?

დამელაპარაკე ღმერთო! მითხარი , რა დრო უნდა გავიდეს იმისთვის,რომ შვილებმა დააბრუნონ დედები?!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG