Accessibility links

ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თაკომ დღეს სოციალურ ქსელშიდაპოსტა, ნეტავ , ისეთი რელიგია თუ არსებობს ,მხოლოდ სიყვარულს რომ ქადაგებდესო. ამ დღეებში სწორედ ამ თემებზე ვფიქრობდი და მისი პოსტი გულზე მომხვდა. სასწრაფოდ გამოვეხმაურე :–არსებობს–მეთქი! დავწერე,თავი დავაჯერე და ვეცადე თაკოსთვისაც დამეჯერებინა .

თაკო ორი წლის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციისა და კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გავიცანი. ერთად ჩავაბარეთ. ისეთი კონკურენცია იყო,დედა რომ არ აიყვანს შვილს ხელში. თუ არ მეშლება,ასზე მეტი მსურველი იბრძოდა ოცკაციან ჯგუფში მოსახვედრად .საბედნიეროდ, მე და თაკო სწორედ იმ ოც რჩეულში მოვხვდით და თან ორივე 99 ქულით ჩავირიცხეთ. სწავლის განმავლობაში სტიპენდიანტები გავხდითდა წესით, ძალიანაც უნდა გვემეგობრა ,მაგრამ საუნივერსიტეტო სივრცეში ჩვენი დამეგობრება ვერ მოხერხდა.

მე ახლად დაბრუნებული ვიყავი ჩემი მეორე სამშობლოდან და პოლონური ქერა თმა და სილაღე მქონდა გადმოყოლილი. თაკოს სიბრძნეს და ცოტა სიმძიმეს (თაკო, მაპატიე) ჩემი ,,სიქერავით’’ ვერვანეიტრალებდი და სულ მალე ისე აეწყო, დასანახად ვერ ვიტანდით ერთმანეთს. თაკო ვერ მიტანდა , რადგან (როგორც შემდეგ მითხრა)თავიდან ქერა და მოსულელო ვეგონე,შემდეგ კი,როცა აღმოაჩინა რომ არც ისეთი ქერა და არც ისეთი სულელი ვარ, უარესად ამითვალწუნა. თაკომ არ იცის რა არის ტყუილი, საერთოდაც, მგონია რომ არასდროს მოუტყუებია.ჰოდა,არც ჩემთან უცდია თავის მოკატუნება . მევაღიარებდი მის ჭკუას, წერის ნიჭს, ფართო გონებრივ დიაპაზონს და პირდაპირობას,თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ ამსუბუქებდა ჩვენს ერთობლივ თანაარსებობას აუდიტორიაში.

მჯერა, რომ შემთხვევით არავინ არავის ხვდება ცხოვრებაში და პასუხს ყოველთვის ვიღებთ თუ რატომ ან რისთვის, ზოგჯერ მიმდინარე ურთიერთობისას, ზოგჯერ ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მაგრამ ყოველთვის! გამონაკლისი არ არსებობს!

მაშინ ვფიქრობდი მე და თაკო ერთმანეთისნებისყოფას ვწვრთნით–მეთქი,არადა ჭეშმარიტი პასუხი ამ კითხვას დღეს გაეცა. თაკოს პოსტით.

დროთა განმავლობაში ჩვენ ( მე და თაკომ) ერთმანეთში ის თვისებები აღმოვაჩინეთ, რაც საერთოდ არ უკავშირდებოდა იმას, რამაც ერთმანეთს დაგვაკავშირა– უნივერსიტეტს. მოქნილი კალამი და მაღალი აკადემიური მოსწრება ერთხელაც უმნიშვნელო გახდა და ჩვენს თავზე დავიწყეთ ლაპარაკი, ჩვენს სიხარულებზე, სევდაზე,სიძნელეებზე და კიდევ ბევრ, ბევრ თემაზე...

ჰოდა, რას გიყვებოდით. თაკომ დაპოსტა დღეს , ნეტავ თუ არსებობს ისეთი რელიგია ,მხოლოდ სიყვარულს რომ ქადაგებდესო? კი–მეთკი,მივწერე, არსებობს –მეთქი. მინდოდა და(მ)ეჯერებინა. თუ თანასწორობა არ არის, ის თაყვანისცემაა და არა სიყვარულიო–მომწერა პასუხად.

რა მტკივნეულად მართალი ხარ, თაკო! რამდენი ვინმე ვიცი, არც ერთ კვირას რომ არ აცდენსწირვის გარეშე, თუმცა თანასწორად არ აღგიქვამს და შესაბამისად, მის გულში არაა სიყვარული. მუხლი მეტანიებისგან რომ აქვს გადაყვლეფილი და ენა –სიძულვილის ნთხევისგან, რადგან თავის თანასწორად არ მიიჩნევს .ღმერთს ეთაყვანება, მაგრამ არ უყვარს,რადგან მჯერა, რომ ღმერთი არის სიყვარული განურჩევლად რელიგიისა და მით უმეტეს, ადამიან(ებ)ის პირობითი მოცემულობებისა.

აი, პასუხიც. უთანანსწორობა შობს სიძულვილს. 99 ქულა. მე , თაკო და ღმერთი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG