Accessibility links

ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

მე და კატო დიდი ხნის უნახავ მეგობარს ვესტუმრეთ. ჩვეული სიხარულით მიგვიღეს. ეზოში დავსხედით.მეგობრის დედა ჩაითა და უგემრიელესი კომშის მურაბით გაგვიმასპინძლდა. ამბები გამოგვკითხეს. ჩვენც მოვუყევით როგორ გვყავს მშობლები, რომ კვირაში 6 დღე ვმუშაობთ,რომ თვალებს გვტკენს გამუდმებით მონიტორის ცქერა, რომ ვცხოვრობთ ხელფასიდან ხელფასამდე და მთელი ხელფასი კრედიტებში მიგვდის, რომ ბევრი რამ შეიცვალა ამ ბოლო დროს ჩვენს ცხოვრებაში, პატარ–პატარა ტკივილებზე და იმ სევდაზეც მოვუყევით, სხეულის დახრა რომ შეუძლია. მათი ამბებიც გამოვიკითხეთ. მეგობრის მამა ისევ წელებზე ფეხს იდგამს ოჯახის სარჩენად, დედა მურაბებს ხარშავს, ჩვენი მეგორაბი კი,რომელსაც ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი აქვს, სამედიცინო ფირმის აგენტი გამხდარადა წამლებს ყიდის. მთელი დღე ა პუნქტიდან ბე პუნქტში დადის წამლის საინფორმაციო ბუკლეტებით და ექიმებს არწმუნებს (სთხოვს, ევედრება) რომ სწროედ ეს წამალი გამოუწერონ პაცინეტებს. ხელფასით კომუნალურ გადასახადებს უმკლავდება და ზოგჯერ ქიშმიშის ყიდვასაც ახერხებს ბებოსთვის.

ბებო! როგორ ვერ მოვისაკლისეთ ეზოში რომ არ გამოგვეგება! ბებო თავის ოთახშია და სიცოცხლის ბოლო წამებს კენკავს. მისი ნახვა მოვინდომეთ, წამლებისა და სიკვდილის სუნში იწვა. უსუსური და დაპატარევებული მეჩვენა. სიკვდილს უცდიდა.ის კი არ მოდიოდა. მთელი ოჯახი მის სიკვდილს უცდიდა. ერთი წუთთ შევავლე თვალი, მეჩქარება და კიდევ გნახავ –მეთკი. ორივემ ვიცოდით რომ კიდევ არ იქნებოდა. სიკვდილი დღეს ან ხვალ ამოართმევდა სიცოცხლის უკანასკნელ წამებს .მაინც მოვიტყუე. თვალებით მისაყვედურა.

ჩაის მივუბრუნდით ისევ. ეზოში ახალი ყვავილები დაურგავთ.აი,ალუჩასაც გამოუსხმას აქა–იქ, ყველაფერი ისეთი ცოცხალი, მშვიდი და მურაბიანი იყო, ძნელი იყო სიკვილის მოლოდინი შეგეტყო ოჯახისთვის. თუმცა ყველამ ვიცოდით სიმართლე.

კრედიტებზე საუბარი შევწყვიტეთ. გადავიხდიდით როგორმე,თვალების გადაღლისა თუ ნაზი ხმის ხელოვნურად დაბოხების ფონზე.

სევდამ კიდევ ერთხელ დაგვიხრა სხეული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG