Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

საყვარლები სექსუალურები არიან. საყვარლები ხშირად ხვდებიან ერთმანეთს სილამაზის სალონში. ისინი მეგობრობენ. აქვთ ამოჩემებული მაღაზიები და ჰყავთ სტილისტები, რომლებსაც სისხლს უშრობენ ვარცხნილობის გამუდმებული ცვლით.

საყვარლები სხვადასხვა კატეგორიად იყოფიან: მდიდარი და ღარიბი კაცის საყვარელი ; სტაჟიანი და რამდენიმეთვიანი საყვარელი ; პრეტენზიული და უპრეტენზიო საყვარელი. საყვარლებს საერთო მახასიათებლებიც აქვთ : ერთნაირად სექსუალურები და უთავმოყვარეოები არიან.

მდიდარი კაცების საყვარლები ყველაზე მაღალი კლასია: მათ აქვთ საკუთარი მანქანები და აცვიათ Elisabetta Franchi.მდიდარი კაცების საყვარლები ტაქტიანები არიან. მოანდომო კაცს შენზე ბევრი ფული დახარჯოს, ეს ნამდვილი ხელოვნებაა და ვაღიაროთ, საყვარლები ბევრად კარგი ხელოვანები არიან, ვიდრე ცომში თავჩარგული ცოლები. მდიდარი კაცების საყვარლები პრეტენზიულები არიან, თუმცა არ არსებობს პრეტენზია, რომლის ყიდვა არ შეიძლებოდეს. ამ კატეგორიის საყვარლებს ცნობისმოყვარეობა არ ახასიათებთ. მათ არ აინტერესებთ მათი საყვარლის ცოლი. მათ საკუთარი თავის ფასი იციან. მათ ყველაფრის ფასი იციან.

ღარიბი კაცების საყვარლები მორჩილად მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მათ კლავთ ცნობისმოყვარეობა და მიკროსკოპით ათვალიერებენ მათი საყვარლების ცოლებს.

მდიდარ კაცებს საყვარლები მარტივად ნებდებიან, მათ არ უყვართ და ასე უფრო ადვილია.

მათ, ვინც ღარიბ მამაკაცებს ირჩევენ, უმეტესად,უყვართ ეს მამაკაცები და იტანჯებიან. იტანჯებიან სიყვარულით და სიღარიბით. ამიტომაც ისინი თანდათანობით ცოლებს ემსაგვსებიან, რის გამოც მათთან ურთიერთობა ცოლთან ურთიერთობის მსგავსად, მოსაბეზრებელი და ამავდროულად, ძვირფასია.

ყველა საყავრელს თავი სექსის ოსტატი ჰგონია და ვერც გაამტყუნებთ, რადგან მათ იციან, რომ საქართველოში სექსი ორი სახისაა: 1) სექსი ცოლთან 2) სექსი საყვარელთან, რომელიც ბევრად უფრო გახსნილი და სასიამოვნოა.

საყვარლებმა იციან რა ბაზრის მკაცრი პირობები, ცდილობენ მუდამ ფორმაში იყვნენ. მათ იციან სწორად სიარული, ცეკვა, მათ შეუძლიათ ერთი გამოხედვით დაატყვევონ მამაკაცი.

როცა საყვარლები მათ საყვარელ მამაკაცებს ურეკავნ,მათი ნომრები ეკრანზე შემდეგნაირად ციმციმებს: ,,ინგა დეიდა’’ , ,, კრედიტ-ოფოცერი’’ ან კიდევ უარესი ,, მანქანის ნაწილები’’ ...

სინამდვილეში კი ,აი, რა ხდება. ყველა მამაკაცი ოცნებობს ,რომ მათი ცოლი ჰგვადეს მათ საყვარელს. იყოს საყვარელივით ლამაზი, ლაღი და მიიღოს მამაკაცი ზუსტად ისეთი, როგორიც არის!


დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG