Accessibility links

ჩინელებმა იაო, ჩვენ ზაზა?


ავტორი: ტატო ირემაძე

#NBAVote Zaza Pachulia ალბათ სიმბოლურია, რომ ბლოგიც ამ ჰაშთაგით იწყებოდეს. რა მოხდა 26 დეკემბრის საღამოს?სოციალურ ქსელთა უმრავლესობაში ბევრისთვის ახალი, ხოლო ბევრისთვის de javu-ს გამომწვევი აქცია დაიწყო.

ნაციონალურ საკალათბურთო ლიგა იწყებს საუკეთესო კალათბურთელების შერჩევას, რათა 19 თებერვალს ნიუ ორლეანში შედგეს მორიგი შოუ რომელსაც All Star-ს ანუ ყველა ვარსკვლავის მატჩს ვუწოდებთ. ამერიკელებს, რომლებსაც ასე უყვართ დემოკრატია და ყველა დონეზე არჩევნებს ატარებენ. არც ნაციონალური საკალათბურთო ლიგა ღალატობს პოლიტიკურ კულტურას და სასტარტო ხუთეულებს მაყურებლებს ან უბრალოდ არა მაყურებელს, ანუ ნებისმიერ მსოფლიო მოქალაქეს მიანდობს.თუმცა საინტერესოა, როგორ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა, რომ ამ ყველაფრისთვის რაღაც დოზით ლეგიტიმაცია წავართვით? როდესაც შარშანდელი ხმის მიცემის შედეგები გამოქვეყნდა, ჩვენი ცენტრი West Frontcourt ანუ ფორვარდებში (საიდანაც პირველი სამი ადგილი ხვდებოდა სასტარტო ხუთეულში) მეოთხე ადგილი დაიკავა და მასსა და სან ანტონიო სპურსის ლიდერ კავაი ლეონარდს შორის ხმათა სხვაობა 14,000 გახლდათ. მაშინ როცა, ჩვენ ვაჯობეთ ისეთ კალათბურთის უკვე აღიარებულ ლეგენდებს როგორებიც არიან: გერმანელი დირკ ნოვიცკი (დაახლოებით 100 000 ხმით), ტიმ დანკანს, ბლეიკ გრიფინს და სხვებს. ყველაფერმა ამან ოკეანის მიღმა გამოიწვია საკმაოდ დიდი გაკვირვება, რომელიც საბოლოო ჯამში გარკვეული შოუსთვის მთავარი თემა გახდა და წარმატებული სარკასტული გადაცემების მთავარი ინგრედიენტი სწორედ ეს იყო. ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ წელს ხუთეულში მოხვედრის წესები შეიცვალა და მაყურებელს შარშანდელი უფლებებიდან მხოლოდ 50% დარჩა სხვადასხვა ბერკეტების, რათა გაიყვანოს სასურველი მოთამაშე სასტარტო ხუთეულში, მარტივად რომ ვთქვათ. თუმცა, შარშანდელი მოვლენები რომ მოკლედ გავაანალიზოთ, რეალურად ზაზა ფაჩულია სამეულში უნდა ყოფილიყო, რომ არა რამდენიმე უცნაური და ასევე უიღბლო ფაქტორი. პირველი ის, რომ კობი ბრაიანტი რომელიც მთელი მისი კარიერის განმავლობაში Shooting guard-ზე ანუ ორ ნომერზე თამაშობდა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა როდესაც იგი Frontcourt-ის სიაში გამოჩნდა (ბრაიანტის გარდა, სიაში ყველა მსუბუქი,მძიმე ფორვარდები ასევე ცენტრები იყვნენ) რამაც დიდი გავლენა იქონია ჩვენთვის ნეგატიური კუთხით. მეორე ფაქტორი საბოლოო ჯამში კლავდა ყველა იმ იმედს, რომელიც ასე თუ ისე მონდომებულ გულშემატკივარს გააჩნდა - რაც მდგომარეობდა იმაში, რომ კობი ბრაიანტისთვის

2016 წელი კარიერის დასასრული გახლდათ, შესაბამისად ხმის მიცემის დაწყებამდე მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ პირველი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო, ხოლო ჩვენ რეალურად დასავლეთს ფაქტორი არა სამი არამედ უკვე ორი რეალური ადგილისთვის გვაძლევდა ბრძოლის საშუალებას, შესაბამისად ამ ფაქტმა კონკურენციის ისედაც მაღალი დონე, თითქმის არარეალური გახადა.

რას ვაკეთებთ წელს? ახლანდელი მიმდინარე აქცია, ვფიქრობ რადიკალურად განსხვავდება შარშანდელისგან რამდენიმე კუთხით. რა თქმა უნდა გასაგებია რომ განსხვავებული წესებით ვმოქმედებთ, თუმცა საზოგადოებრივი განწყობა (შეიძლება უფრო სწორი, სოციალურ ქსელში არსებული განწყობა იყოს) მეტად პლურალისტური ვიდრე ეს შარშან იყო, ამ ფაქტის მიმართ. თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავებულ აზრთა სხვადასხვაობას ბევრი ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს და ფიქრობს, რომ პატრიოტული სული არჩევანს არ მიტოვებს, რომ არ დავწერო #NBAVote Zaza Pachulia, მეორე ნაწილი როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება მეტად არგუმენტირებულად აყალიბებენ საკუთარ პოზიციას, თუ რატომ არ ვართ ჩვენ ამ დონის მოთამაშე, რომელიც ამ შემთხვევაში სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები ხმას არ აძლევენ ქართველ მოთამაშეს და ისევე არ აქტიურობენ, როგორც პირველი პოზიციის დამცველნი. ჩემი აზრით სრულიად შესაძლებელია ყველა ვარსკვლავის მატჩზე ითამაშოს ისეთმა კალათბურთელმა, რომელიც თუნდაც არ იმსახურებს ამას, მაგრამ ლეგალურად აქვს ამ შემთხვევაში ნიუ ორლეანის ბილეთი აღებული, რადგან NBA-ს ისტორიაში ჩვენ ამ ტიპის შემთხვევებს ბევრს გავიხსენებთ. ყველაზე ცნობილი მოვლენებიდან, რა თქმა უნდა ბევრი იაო მინის, ჩინელი მაღალი ბიჭის გაყვანას ასახელებს, რომელიც სრულიად გამართლებულია, რადგან იმ წელს ხუთეულს გარეთ სწორედ იაოს გამო დარჩნენ ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც შაკილ ო’ნილი, დირკ ნოვიცკი და კრის ვებერი იყვნენ. მეორე უფრო მყარი მაგალითი, ჩემი აზრით არის 2004 წელს აღმოსავლეთ კონფერენციის მწვრთნელის გადაწყვეტილება და რუსი ანდრეი კირილენკოს გუნდში ჩასმა, ბევრ მაგალითს გავიხსენებთ მსგავსს რომელიც გაგვიმყარებს პოზიციას, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩში, ყველა ვარსკვლავი არ თამაშობს..

შესაბამისად, #NBAVote Zaza Pachulia

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG