Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ამოსუნთქვის ისტორია


ავტორი: თეა კახაძე

არშობილო ადამიანო, მხოლოდ შენ შეგიძლია წარმიძღვე საკუთარი თავისკენ

ვზივარ ქვაზე, ოქროსფერი მზე ლიცლიცებს მტკნარ წყალზე,წარბებგადაბმული უსიტყვო თევზების თავზე, ბუსუსებით დაფარული პატარა სხეულის სველ კანზე.
არ მეშინოდა, ამის მეტი არაფერი შემხებია ისე, რომ ეს არც კი მითქვამს საკუთარი თავისთვის.
ადამიანისთვის საჭიროა საწყისი, საზრისი, ისტორია, რასაც დაეფუძნება, ერთგვარი ეგზისტენციალური უსაფრთხოება, რაშიც უნდა გამოკეტო საკუთარი არსებობა, ადგილი, რაც უნდა მიუჩინო საკუთარ თავს. მეც მაქვს ჩემი ისტორია, რომელშიც არ არსებობს ისტორია, რომელშიც არსებობს მხოლოდ აწმყო და ერთ წერტილში გაერთიანებული დასაწყისი და დასასრული. მთავარია, გავცდე რომანტიზმს.
იქნებ, უადგილობამ დამიხსნა გამოგონებისგან, იქნებ უადგილობამ შემათავსებინა ღმერთის, ერთგვარი დამკვირვებლის ფუნქცია, უადგილობამ, სადაც საზიზღარ გამჭვირვალე არსებამდე დაგაპატარავეს, მაგრამ ადგილის მიჩენა მაინც ვერ მოახერხეს ანგელოზებრივმა არსებებმა, რომელნიც ერთხმად შეჰხარიან საკუთარ გიგანტურ კერპებს, რომლის მიყრუებულ კუნჭულებში და კიდევ უფრო პატარა მტრედის კვერცხებსა, თუ გუდაში საიმედოდ ყავთ გამოკრული დისკურსული წინააღმდეგობებით შობილი სულები.
როგორ მიყვარს სარეცხივით გადაფენა მტკვრის ნაპირზე, უნივერსალურ აზრთა და მზის სხივთა მდინარებას, რომ უერთდება ფეკალური მასები, უაზრო სიარული ძალის გამოცლამდე, ბოდიალი ოთახში და ნერვიულობის დროს რამოდენიმე თითზე ფრჩხილის მოკვნეტა, რომ შემდეგ საბრალო გამომეტყველებით შემომხედონ.
ცოტა ხნის წინ ეჭვი შემეპარა, ვიფიქრე, იქნებ მხოლოდ კარგი ცენზორი ვიყავი, რომელიც ავადმყოფობის მიზეზით გავურბოდი სიცოცხლეს, საერთო ინერციას?[...]აღარ ვდგები კარების უკან შესვენებაზე, გამუდმებით აღარ ვხატავ, აღარ ვარ ჩუმად, ნესვისებრი თვალებით აღარ ვტირი ბანკეტის შემდეგ, აღარ ვტრიალებ ყირამალა თავზე[...]საგულდაგულოდ გავიჟღინთე საერთო სულისკვეთებით, სუნით, გამომეტყველებით და დავადექი „იყო და არა იყო რა“-ს გზას. მედეასავით უარი ვთქვი გრძნეულებაზე [...] ვთქვი,ნუ იქნები კუნდერას ტერეზა, გათავისუფლდი გამოხატულების ფორმებისგან, ბოვარის სასიყვარულო ისტორიებისგან, გლუხოვსკის ინერციის სიყვარულისგან, უბრალოდ გაიხადე და ჩაიცვი, ნუ მოუსმენ შენს თანამგზავრს, მხოლოდ ერთს, რომ გეუბნება - „ეს შენ არ გეხება, შენი ადგილი აქ არ არის“. ადგილი მიუჩინე საკუთარ თავს, იყავი კეთილიც, ჭკვიანიც და ყველაფერი ის, რასაც მოითხოვს მოთხოვნა-მიწოდების წმინდა ბაზისური პრინციპი.
გავცდი საკუთარი კომპლექსებით შეკოწიწებულ ნაჭუჭს, მაგრამ მეუბნები როგორი შიშველი, როგორი საშიში ხარ, როგორ მეზიზღები, მაგრამ მე კეთილი ვარ, მე შენ ჩემს ნაჭუჭში მიგიჩენ პატარა ადგილს. გულმოწყალე ადამიანო, მხოლოდ ესე შეგიძლია შემიყვარო? მაშინ, მანამდე მეც მოგცემ პატარა რჩევას - შხაპში მაინც დაისვენო საკუთარი კომპლექსებისგან, თუ ჯერ კიდევ კანის ფორებში არ გაგჯდომია და მთელი სხეული მერქნად არ ქცეულა, რომელიც ჯერ მხოლოდ გარემოსგან გიცავს და რომელიც მე ესე ძალიან მიყვარს. ჰეკ ფინიც, რომ არ ხარ, ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით, რომ გასეროს შიგნიდან შენი სული, არც შექსპირის მავრი ხარ, არც კაზანოვა, არც პავლე დამასკოს გზაზე [...] ათას ერთი ღამესავით, კი გისწავლია „ცოტა ადამიანის“ შეკოწიწება, თან როგორი რუდუნებით დაფარფატებ, რომ შემთხვევით სიცარიელემ არ დაგფერფლოს. იქნებ, შეიყვარო ჩემი აზრის სიხმელე, სხეულის სიხმელესთან ერთად. გადმოდგი ფეხი,თითი მაინც შემახე, გამოყევი ქარს, შემდეგ პატარა ფერდობებს, ჯერ კიდევ აქ ვარ, ეხლა მეც მეშინია ... ნუ დამაყრი მიწას, მე სივრცე მიყვარს [...] ან ჩემი ხელით დაგმარხავ, შენს ნაჭუჭთან, შენს ზიზღთან ერთად, რომ არასდროს არაფრის შეგეშინდეს.
იქნებ, ეკოს ეშმაკიც ვარ [...] სიცილი, რომ არ შეუძლია [...]

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG