Accessibility links

მიტოვებული ადამიანები


ავტორი: ცირა ჯგერენაია

თუ დაფიქრებულხართ იმაზე, ვის მიმართავდით სერიოზული პრობლემები თუ შეგექმნებათ? ვის მოუყვებოდით? ვინ დაგეხმარებოდათ? ვინ არის ისეთი ვისაც ნამდვილად დააინტერესებს თქვენი პრობლემა, ვინც მათ გადაჭრაში დაგეხმარებათ? ალბათ ოჯახის წევრები და მეგობრები, მაგრამ მათ ხშირად უამარავი საკუთარი გადაუჭრელი პრობლემები აწუხებთ, ჩვენ ვერც კი ვასწრებთ საუბრის წამოწყებას უკვე ისეთ ამბებს გვიყვებიან უბრალოდ ვდუმდებით, ხმას არ ვიღებთ და გულში უფრო ღრმად ვიხვევთ ჩვენს გაუფასურებულ დარდებს. ოჯახის წევრებს გვინდა რომ გავუფრთხილდეთ, არ გვინდა ინერვიულონდა საბოლოოდ მარტო ვრჩებით ჩვენს პრობლემებთან და ნელ-ნელა ვხვდებით, რომ არავინაა მათი გამზიარებელი და არც ისეთი ვინც მათ გადაჭრაში დაგვეხმარება და თავს იჩენს განცდა მიტოვებულობის, უსარგებლობის რომელიცთანდათან ღრმავდება. ჩვენ ვიცით რომ სხვებსაც აქვთ მსგავსი ან სხვანაირი პრობლემები, ტკივილები მაგრამ რატომღაც ამაზე არავინ ლაპარაკობს. დამღლელი დღის შემდეგ მივდივართ სახლში, ვრთავთ ტელევიზორებს და იქიდან რა არ იღვრება, რა არ ისმის, გარდა იმ თემებისა, რაც ჩვენ გვაღელვებსდა ხშირად გვახრჩობს. წილების და თანხების გამო გარჩევები, გატაცებები, ცემა-ტყეპა თანამდებობებისათვის, გავლენებისათვის ბრძოლაში; გადაცემები იაფფასიანი ჯადოქრობების შესახებ; ღრმად მოხუცებულობაში ფეხგადადგმული უფრო წინა თაობისათვის ცნობილი ადამიანების არაადეკვატური გამოსვლები; ციანიდი; ისევ გავლენა, ისევ თანამდებობა, ისევ დიდი ფული და გგონია რომ შენ რაღაც შეგეშალა, ცხოვრება სადღაც სხვაგან მიედინება და შენ გვერდს გივლის და კიდევ ერთხელ გიჩნდება განცდა რომ მიგატოვეს, რომ შენ არავის აინტერესებ, არავის ჭირდები და ზედმეტი ხარ. არაერთხელ შევთანხმდით ყველა რომ განათლების დონე მისახედია, რომ აქ პრობლემები გვაქვს, მაგრამ იშვიათად ისმის რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა? მე კი ვუყურებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ განათლების დონე იმიტომ არის ზღვის დონესთან ასე ახლოს, რომ უბრალოდ მოთხოვნა არ არსებობს განათლებაზე, თქვენ არავინ გცემთ პატივს თქვენი განსწავლულობის ან პროფესიონალიზმის გამო, პირიქით ზურგსუკან დაგცინებენ გაცვეთილი ფეხსაცმლების და მინუსებში გადასული საბანკო ანგარიშისთვის,არც თქვენს სამუშაო ადგილზე ჭირდება ვინმეს მაინცდამაინც დიდი პროფესიონალიზმი, საკმარისია რასაც გეტყვიან ის ასე თუ ისე კარგად გააკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება. არც საჭიროზე მეტადმოფიქრალებიმოსწონს ვინმეს და არც ზედმეტი კითხვები უყვართ, რაც შესაძლებელია გაგიჩნდეთ თუ აზროვნება არ გეზარებათ. მაინც რაში უნდა გამოვიყენოთ ეს განათლება. გადაათვალირეთ დასაქმების საიტები და მარტივად მიხვდებით, რომ თუ რამე ყვავის - მევახშეობაა, მევახშეობას დიდი პროფესორობა არ უნდა, მხოლოდ მარტივი არითმეტიკა და საწყისი კაპიტალი და რადგანაც არ დაგას საჭიროება არც განათლება არ არის მოდაში. მაგის წყალობით ვერც ფულს იშოვით ძალიან იღბლიანი გამონაკლისი თუ არ ხართ.შანსები ძალიან ცოტაა, თუ თქვენ ის ბედნიერი 5 არ ხართ 100 000 - იდან რომელიცგანვითარებული ქვეყნების წამყვანმა უნივერსიტეტებმა მიიწვიეს და გზა გაუხსნეს უკეთესისკენ, თუარც გავლენიანი ნაცნობები არ გყავთთქვენი ბედი ფაქტობრივად გარკვეულია, თქვენ ძალიან მალე იგრძნობთ, რომ რესურსები და ძალისხმევა რომელიც ასე დაუზოგავად ხარჯეთ, იმისთვისრომ უფრო მეტი გესწავლათ, უკეთესი ყოფილიყავით, რაღაც შეგეცვალათ, რაღაც მოგეხდინათ, რაღაც დაგემტკიცებინათ სულაც საკუთარი თავისათვის, ზედმეტი აღმოჩნდა. ეს უბრალოდ არავის ჭირდებოდა, ჯობდა კარგი ნაცნობები გაგეჩიათ, ვინმესიანი გამხდარიყავით და რაც მთავარია საჭირო.ახლა კი არავის ჭირდებით მაინცდამაინც,დიდი დიდი თქვენს კრედიტორებს და ჩვენსც ვიწყებთ ფიქრს სხვა ქვეყნებზე, სხვა შესაძლებლობებზე, ამიტომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ემიგრაციაშია, იმიტომ რომ იქ ის არის რაც აქ დიდი ხანია სულს ღაფავს - იმედი.იმის იმედიც რომ ერთხელაც მომავალი არ შეაშინებს. გაგიკვირდებათ და არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ძალიან უკვირს ამ მიტოვებული ადამიანების მიერ გადამრჩენლების, წინამძღოლების, მესიების სიყვარული. ნუთუ ასეთი საოცარია იმას დაუჯერონ,ვინც მათ იმედს აძლევს, ფუჭს მაგრამ მაინც იმედს. ეკლესიაც ხომ იმედია მათთვის, მღვდელმსახური მათ იმას ეუბნება რისი მოსმენაც ყველაზე მეტად უნდათ, რომ არ არიან მარტო, რომ არ არიან მიტოვებულები და რომ ისინი თუნდაც უხილავს, მიუწვდომელს და სადღაც ღრუბლებში მყოფს, მაგრამ მაინც ვიღაცას აინტერესებს, ისმენს მათ თხოვნებს, პრობლემებს, ლოცვებს და ერთხელაც იქნება მათთვისაც მოიცლის. მანამდე კი ისღა დარჩენიათ როგორმე ყოფა გააგრძელონ, ისე გაანაწილონ პატარა ხელფასი რომ გადასახადებსაც ეყოს, საჭმელსაც და წამლებსაც. ხანგამოშვებით უსმინონ მესიობის ახალ მსურველებს, რომლებიც მათი ისედაც მიმქრალი ხმების სანაცვლოდ ყველაფერს დაპირდებიან და გულის სიღრმეში იფიქრონ რომ მაინც არაფერი შეიცვლება და ისინი ისევ მიტოვებულები და ზედმეტნი იქნებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG