Accessibility links

როგორ გავიგეთ ფემინიზმი


ავტორი: ცირა ჯგერენაია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად 20 ადამიანი მოკლეს, მოკლულთა უმრავლესობა ქალია. მოტივი ძირითადად ეჭვიანობაა, უფრო სწორად მამაკაცების სურვილი ქალების ქცევა მოაქციონ მათთვის მისაღებ და ცნობილ ჩარჩოებში, იმ ჩარჩოებში, რომელიც მათ გონებაში, ძირითადად საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებების და ჩვევების გავლენით ჩამოყალიბდა. ჩვენ ძალიან ხშირად ვიგებთ მოკლულ ქალებზე და მეტიც თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც შესწრებია ან სისტემატიური მოწმეა რომელიმე კონკრეტული ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის, რასაც მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცყოფა ახლავს თან, არაფერს ვამბობ შედარებით ფარულ ძალადობის ფორმებზე, რასაც ყოველდღიურად საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მდედრობითი სქესისი წარმომადგენელი განცდის.

და მაინც, როდესაც საუბარი იწყება ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ყველაზე გავრცელებული ასოციაცია, რასაც მსმენელებში იწვევ არის ,,თავისუფლება ფუჩუს“ და შენი ასოცირება რადიკალურ ფემინიზმთან და მამაკაცთა მოძულეობასთან ხდება. გასაგებია, რომ მსგავსი გამოხმაურება ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია და არამხოლოდ, მაგრამ მაინც რატომ მოხდა ასე? რატომ ვერ მივიტანეთ საზოგადოების უდიდეს ნაწილთან პრობლემა სწორად? რატომ ვერ დავანახეთ ადამიანებს, რომ აქ ამ ქვეყანაში, ქალებს ხოცავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ისე არ იქცევიან, როგორ იმ მამაკაცებს სურთ, რომლებიც საზოგადოების მხრიდან მათ პატრონებად არიან აღიარებული? რატომ ვერ გავაგებინეთ ჯერ კიდევ ყველას რა მძიმე შედეგების გამომწვევია ადრეული ქორწინება? როგორი ძნელია ქალისათვის ქონდეს წარმატებული კარიერა და ჰარმონიული ოჯახი, ვინაიდან საოჯახო საქმეების მთლიანსდ მისთვის გადაკისრება თითქმის დაუძლეველ სირთულეებს ქმნის? სათანადოდ ვერ ავუხსენით საზოგადოებას, რომ ქალს ზუსტად იგივე უფლება აქვს დაგვიანების, მარტოხელად ყოფნის, მუშაობის, ანაზღაურების, პარტნიორების თავისუფლად არჩევის როგორიც მამაკაცს, რომ მას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს თავისი პირადი და ინტიმური ცხოვრებადა ეს მხოლოდ მას ეხება.რომ ქალების გონებრივი შესაძლებლობები ისეთივეა, როგორც მამაკაცების, მათ ნებისმიერი პროფესიის დაუფლება ისევე შეუძლიათ როგორც კაცებს და შესაბამისად თანაბარ ანაზღაურებას იმსახურებენ იგივე გაწეული შრომისათვის. ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ რატომ დგას საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის, რომ ქალის უფლებრივი მდგომარეობა მამაკაცის უფლებრივი მდგომარეობის თანაბარია? რომ ქალიც ისეთივე ადამიანია, როგორც მამაკაცი და ეს არამხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არამედ პრაქტიკულადაც ასე უნდა იყოს. ფემინიზმი და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა სამწუხაროდ ,,ფუჩუს თავისუფლებასთან“ და ეპილაციის პრობლემებთანა ასოცირდება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. შესაძლოა ეს მოხდა,იმიტომ რომ უფრო პოპულისტური, ვიდრე საჭირო ნაბიჯები გადაიდგა იმ სუბიექტების მხრიდან, ვინც ჩართულნი არიან ქალთა უფლებების დაცვის პროცესში, სახელმწიფოს მხრიდან კი ფაქტობრივად არაფერი კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამ ძალიან მწვავე და მგრძნობიარე თემის საზოგადოებამდე სწორად მიტანა მხოლოდ კერძო და არსამთავრობო სექტორის ინიციატივებზეა დამოკიდებული. სახელმწიფო,ისიც მხოლოდ ძალოვანი უწყებების მეშვეობით მაშინ ერთვება, როდესაც მდგომარეობის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. დამცავი და შემაკავებელი ორდერების არაეფექტურობას, დაღუპული და საბედნიეროდ დაღუპვას გადარჩენილი მსხვერპლების რაოდენობა მიუთითებს. საუკეთესო პრევენცია, რაც საზოგადოების დამოკიდებულების და ცნობიერების შეცვლის პროცესს გულისხმობს, თითქმის არ ხორციელდება და რამოდენიმე ვიდეოკლიპით შემოიფარგლება. ძალადობის ფაქტებსარც ერთ შემთხვევაში სათანადო რეაქცია არ მოსდევს. ყურადღება არ ექცევა ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, რაც ქალთა სექსუალურ შევიწროვებაა მათ სამუშაო ადგილზე და ძალიან ჭიანურდება აუცილებელი კანონების მიღების პროცესი.

თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას, რომელიც აბსოლიტურად გულგრილია მსხვერპლის მიმართ და პირიქით მას დებს ბრალს ხშირ შემთხევაში.ჩვენ ამაზე უნდა ვესაუბროთ მოსწავლეებს, სტუდენტებს, ოჯახის წევრებს, ყველას ჩვენს გარშემო.ყველაზე ხმამაღლა კიგაისმის მოწოდება, რომ ქალებს აქვთ უფლება არ მოიცილონ ზედმეტი თმა. ნუთუ ჩვენი საზოგადოება ისე გაიზარდა, რომ უკვე შეგვიძლია ვესაუბროთ ადამიანებს იმ საზოგადოებრივი წნეხის შესახებ, რომელიც ქალებს საკუთარი გარეგნობის საზოგადოებისათვის მისაღებ ფორმებში მოყვანას ავალდებულებს. ძნელია იმის მტკიცება რომელი უფლებაა უპირატესი, მაგრამ ყოველდღიურად ძალიან ბევრი ქალის სიცოცხლე ექცევა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, განიცდის მუდმივ ჩაგვრას და ამის ძირითადი მაპროვოცირებელი სწორედ საზოგადოება და სახელმწიფოა, როელიც ვერ ახრხებს შესაბამისი ზომების მიღებას და არ დგამს ქმედით ნაბიჯებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. პირიქით აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომ ქალთაჩართულობა ნებისმიერი სფეროში მინიმუმამდეა დაყვანილი და არაფრთაა წახალისებელი მათი ბრძოლა უფლებებისათვის. იქნებ მეტი უნდა მოვთხოვოთ? იქნებ მეტი უნდა გავაკეთოთ? იქნებ მეტი უნდა ვისაუბროთ და ყველამ ავუხსნათ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს და გარშემომყოფებს, რომ აქ ბრძოლა სიცოცხლის უფლებისათვის მიმდინარეობს და არამხოლოდ ,,ფუჩუს თავისუფლებისათვის“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG