Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პოლიტიკური პარტიები და რელიგიური თემატიკა


ავტორი: ვახტანგ ბერიკაშვილი

საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რელიგიური თემატიკა როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ რეალობაშიც შემოვიდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია მრავალ გამოსვლაში იყენებდა რელიგიურ სიმბოლიკას და თემატიკას. თუმცა გამსახურდიას სიმბოლიზმი პირდაპირ კავშირში არ ყოფილა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, როგორც ორგანიზაციასთან, რომელიც შემდგომმა მმართველებმა უფრო მეტად გამოიყენეს.

პოლიტიკის და რელიგიის გაყოფაზე მხოლოდ საქართველოში როდის ყოფილა პრობლემა, ძლიერი ეკლესიის და რელიგიური საზოგადოებების მაგალითები შეგვიძლია შუაგულ ევროპაშიც მოვიძიოთ. ცალსახად - საზოგადოება შედგება მოქალაქეებისგან, რომელთაც აქვთ განსხვავებული რწმენები და თავს მიაკუთვნებენ (ან არ მიაკუთვნებენ) რომელიმე დენომინაციას, ხოლო სადაც რომელიღაც ერთობა არის ძლიერი, მათი მიმხრობა პოლიტიკოსებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

საქართველოში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სამოქალაქო ომებში და უკიდურეს სიღატაკეში ჩაფლულმა ქვეყანამ, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა, ძალიან მცირე ინსტიტუციები დარჩა, რომელიც მყარად შენარჩუნდა და პოზიციებიც გაიძლიერა, საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებით 2002 წლიდან მოყოლებული „გაძლიერდა“ როგორც ფინანსურად, ასევე გავლენების სფეროების მიხედვით. საკონსტიტუციო შეთანხმების და სხვა გავლენების სფეროების გამოისობით ეკლესია გახდა ერთერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურა საქართველოში. სხვადასხვა დროს ყველა მიმდინარეობის პოლიტიკოსთა უმრავლესობას ყოველთვის ჰქონდათ ეკლესიასთან დაახლოების და მრევლის „მომხრობის“ ცდუნება. ჩვენი პოლიტიკოსები (ძალიან ცოტას გამოკლებით) დემონსტრაციულად დადიან მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე სხვადასხვა მდიდრულ თუ მოკრძალებულ ეკლესიებში და ცდილობენ რაც შეიძლება მეტმა თვალმა და კამერამ დააფიქსიროს მათ იქ ყოფნა და ამათუიმ სასულიერო პირთან მეგობრობა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა შესაძლებელია იაზრებდეს რომ ეს მხოლოდ „პოზაა“, პოლიტიკოსები საკმაოდ პრაგმატულად ხედავენ რომ ამ ქმედებების გარეშე მოსახლეობის აზრები წავა მათი „ეკლესიასთან მებრძოლი“ იარლიყის მიწებებისკენ და ამის თავიდან ასაცილებლად ისინი აგრძელებენ უკვე ტრადიციად ქცეულ რიტუალს.

სააკაშვილის მმართველობის დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავდა საზოგადოებაში უფრო მეტად არ გამჯდარიყო აზრი რომ ისინი ეკლესიას ებრძოდნენ, რაც ფაქტობრივად ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნებოდა შემდგომი არჩევნების წინ. ოპოზიცია ხშირად მიმართავდა ამ ხერხს და ჩნდებოდა უამრავი ჭორი თუ მიზანმიმართული ინფორმაციის გავრცელება მმართველი პარტიის დისკრედიტაციისათვის.

ქართული პარტიები, რომელთა ოდენობაც უკვე 230-ს აჭარბებს, არ გამოირჩევიან მკვეთრი იდეოლოგიური კუთვნილებებით (აბსოლუტური უმრავლესობა). დასავლური პოლიტიკისთვის დამახასიათებელია რომ რელიგიური თემატიკა არჩევნების წინ უფრო მემარჯვენეულ და ტრადიციული ღირებულებების მხარდამჭერ პარტიებს აქვთ, შედარებით ნაკლებად მემარცხენეულ პარტიებს. საქართველოში არ აქვს არანაირი მნიშვნელობა რომელი იდეოლოგიურ ბანაკს მიეკუთვნება პარტია ან მათი ლიდერი, რელიგია ისევ ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ.

გარდა პოლიტიკოსთა ეკლესიებში ფოტო-ვიდეო გადაღებებისა, რელიგიური თემატიკა წინასაარჩევნო ბრძოლის ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ხოლმე. ყველა არჩევნების წინ უფასო თუ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების საკმაოდ მსუყე ნაწილი არის ხოლმე ჯვრებისა და ეკლესიების ზარების ფონზე მდგარი პოლიტიკოსებით გაჯერებული. ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირი მოწოდებებით სასულიერო პირებიც გამოდიან ხოლმე და მხარს უჭერენ ამათუ იმ პოლიტიკოსს. სასულიერო პირის რეკომენდაციით მოსული საჯარო მოხელე შედარებით კონკურენტუნარიანი შეიძლება გახდეს.

რელიგიური თემატიკის გამოყენება საჯარო სივრცეში თუ პოლიტიკაში არ არის ცალსახად „ცუდი“ ან უარყოფითი სტატუსის მატარებელი, და ასევე მარტივადაც არის ასახსნელი თუ რატომ ხდება საქართველოში ამდენად მაღალი მნიშვნელობის მინიჭებაც, თუმცა ალბათ გადაჭარბებული მიდგომა პოლიტიკოსთა მხრიდან „არა მე უფრო მაგარი მორწმუნე ვარ, არა მე უფრო მეტი გავაკეთე ეკლესიისთვის„ და მსგავსი რელიგიურ-პოლიტიკური ასპარეზი არ ზრდის არც ამომრჩევლის და არც პოლიტიკოსთა პოლიტიკურ კულტურას. ცალსახა არც საქართველოში არსებული დაბალი პოლიტიკური კულტურა არის „დამნაშავე“ არსებულ რეალობაში და არც მხოლოდ სიღატაკის პირას მყოფი ქართული ეკონომიკა. მიზეზების ნაწილზე უკვე ვისაუბრე და ასევე ეს უფრო მეტად კომპლექსური თემაა ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ რელიგიის თემა ხდება ხოლმე აქტუალური, არამედ საზოგადოებაში არსებული სხვა ტრადიციები თუ მათთან დაკავშირებული შიშები. 2012 წლის არჩევნების წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ კამპანიისას ხშირად გამოიყენებოდა თურქოფობიული, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სხვა მსგავსი ტიპის საზოგადოებისათვის უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი იარლიყების და მითების მიწებების ტაქტიკა. წელსაც უკვე ახლოვდება არჩევნები და მსგავსი მეთოდებით „ბრძოლის წარმოების“ მაგალითებს ისევ მალე ვიხილავთ. განსაკუთრებით სავარაუდოა ეს, თუ კარგად გადავხედავთ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალს და უკვე გაცხადებულ კოალიციებს, მათი უმრავლესობა მუდმივად იყენებდა სატელევიზიო და სხვა მედია რესურსებს ძველი ად აწ უკვე ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ კარგად ნაცად მეთოდს, საზოგადოებისთვის დაენახებინათ ვინ უფრო მეტად მორწმუნე იყო და ვინ იყო ეკლესიის მტერი, ანუ საზოგადოებისთვის - სახელმწიფოს მტერთან ყოფილიყო ასოცირებული.

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო და პოსტ-საარჩევნო რიტორიკა შეიძლებ არ უნდა დაიცალოს რელიგიური თემატიკისგან, მაგრამ უნდა მოხდეს მკვეთრი შემცირება სეკულარიზება როგორც პარტიულ - ასევე სახელმწიფო მმართველობის დონეზე. ჩვენ კი, მოსახლეობამ არ უნდა ავირჩიოთ პოლიტიკოსები მხოლოდ იმის გამო რომ შეუძლია სამების ფონზე მდგარმა გაგვიღიმოს, არამედ მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების რწმენის გამო. რაც მეტად დაშორდება პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთს, მით მეტად მიუახლოვდენიან პარტიები რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზებებზე მოსახლეობისთვის.

ოდესმე, იმედია აქამდეც მივალთ

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG