Accessibility links

შიდაპარტიული დემოკრატიის ნაკლებობა და მნიშვნელობა ქართულ რეალობაში


ავტორი: ვასო ჩაჩანიძე

შიდაპარტიული დემოკრატიის არსებობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, რომელიც არცთუ სახარბიელოდ მიმდინარეობს. იგი გულისხმობს პარტიული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი წევრების ჩართულობას, ინკლუზიურობას, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეებზე. რადგანაც პარტიები წარმოადგენენ ლიბერალური დემოკრატიის განუყოფელ ნაწილს, ამიტომ აუცილებელია ყურადღება მიექცეს თუ როგორ ახდენენ არსებული პარტიები წევრების რეკრუტირებას და მის აღზრდას, რათა შემდგომში მათ მიიღონ პოლიტიკური კომპეტენტურობა და დაეუფლონ მართვის ხელოვნებას.შესაბამისად, მსურს გამოვყო რეკომენდაციები ამ მიმართულებით სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

ჩემი აზრით, ქართული პოლიტიკური პარტიები განიცდიან შიდაპარტიული დემოკრატიის მწვავე ნაკლებობას, რასაც რამდენიმე მიზეზი გააჩნია. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის თუ რა გზა განვლო საქართველომ, სანამ დაიწყებდა ლიბერალურ-დემოკრატიად ჩამოყალიბებას.70 წლის განმავლობაში ქართველი ერი ცხოვრობდა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, რომელიც ერთპარტიულ სისტემას წარმოადგენდა და პლურალიზმი, როგორც ღირებულება არ არსებობდა. ამიტომ, მოცემული სიტუაცია დემოკრატიული კულტურის ნაკლებობას უნდა მივაწეროთ პირველ რიგში. თანამედროვე ქართული პარტიები ახალი გამოჩენილნი არიან პოლიტიკურ სარბიელზე. დემოკრატიის შენება არ არის მოკლე პროცეში, არამედ მას რამდენიმე ათწლეული ესაჭიროება და თაობათა ცვლაც, რათა დემოკრატია იქცეს ტრადიციად.

ყურადღება მინდა ასევე გავამახვილო ავტორიტარულ ღირებულებებზე, რაც ჩვენ პოლიტიკურ კულტურაშია დამკვიდრებული. წამყვანი ორი პარტია ხალხის თვალში დღესაც კი ასოცირდება ორ ლიდერთან, რომლებმაც დააფუძნეს ეს პარტიები, მაგრამ არცერთი მათგანი ამჟამად არ გახლავთ ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ორივე მათგანს ქართული საზოგადოება თავის დროზე აღიქვამდა მესიად, მხსნელად, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა არცერთ შემთხვევაში. ორივე მათგანი პარტიის შიგნითაც აღიქმებოდა ერთპიროვნულ ლიდერად, რომლებიც ავტოკრატული წესით ახდენდნენ პარტიის პოლიტიკურ კანდიდატების ნომინირებას. რაც ნათლად გამოჩნდა ბ-ნი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად წარდგომის დროს.ეს ყოველივე კი მეტყველებს პლურალიზმის ნაკლებობაზე ქართულ პარტიათა შორის და მისი წევრების მიბმულობაზე პარტიულ ლიდერთან. მთავარი გადაწყვეტილებები მიიღება ვიწრო ჯგუფის მიერ, რომელიც ერთვარ პარტიულ ელიტას წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი პარტიის აქტივისტები და ადგილობრივი წევრები გამოთიშულები არიან ამ პროცესს. კანდიდატთა წარდგენა ხდება ვიწრო ჯგუფის მიერ და არ წარმაოდგენს საერთო კონსენსუსის შედეგს. მაგალითისთის, სწორედ 2014 წლის მუნიციპალურ არჩევნეზე, ადგილი ჰქონდა ორ შიდაპარტიულ ჯგუფს შორის დაპირისპირებას, რომელთაგან ერთს სურდა ნიკა მელიას, ხოლო მეორეს გიორგი ვაშაძის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ საკითხის გადასაჭრელად?

ჩემი აზრით, რათა დავაჩქაროთ საქართველოში შიდაპარტული დემოკრატიის განვითარება და შევამციროთ პარტიის შიგნით მცირე ელიტების გავლენა კანდიდატთა ნომინირებაში, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ეს საკითხი. მიზანშეწონილი იქნება თუ სავალდებულო გახდება პოლიტიკური კანდიდატების არჩევა ჩართულობის საფუძველზე. ხოლო პარტიის გადასაწყვეტი უნდა იყოს თუ აირჩევს მას: შიდაპარტიული პრაიმერით თუ საერთო სახალხო მონაწილეობით.ასეთი ღონისძიება შეამცირებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების ალბათობას. გარდა ამისა, ამით ხელი შეეწყობა ქართული პარტიების პოპულარობის ზრდას საზოგადოების თვალში, რადგან კონკრეტული პირების რეპუტაცია აღარ იქნება დაკავშირებული მთელი პარტიის რეიტინგზე. ამით ხელი შეეწყობა ძლიერი პარტული სტრუქტურების განვითარებასაც და ლიდერის წასვლა აღარ გამოიწვევს მთელი პარტიის ჩამოშლას და შედეგად მივიღებთ სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას, რამდენიმე გავლენიანი პარტიით.

პარტიების დემოკრატიზაცია ასევე გაზრის კომპეტენტური პოლიტიკური კანდიდატების წარდგენის ალბათობას. ჩვენ მრავალჯერ გავხდით ქართულ რეალობაში მის მოწმე, რომ არჩეული კანდიდატები უუნარონი აღმოჩნდნენ ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და მათი წარდგენა დამოკიდებული გახლდათ მხოლოდ ლიდერისადმი პირად ერთგულებაზე. ამიტომ, მათი დემოკრატიულად არჩევა განაპირობებს იმას , რომ ისინი მისაღები იქნება ფართო მასებისთვისაც.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბება შექმნის საქართველოში დემოკრატიული კულტურის ფუნდამენტს, რადგან მომავალ პოლიტიკოსთა აღზრდა სწორედ პარტიის შიგნით და პარტიული ცხოვრებით იწყება. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ პარტიის კანდიდატების ნომინირებით და ხასიათდება მრავალი განსხვავებული პოზიციის მოსმენით, შეჯერებით და საბოლოოდ პარტიული კონსენსუსის მიღწევით. სწორედ განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი პარტიის შიგნით გახდება ტოლერანტობის საფუძველი და არ გამოიწვევს პარტიის დაშლას თუ დაქუცმაცებას, რომლის მოწმეც ბევრჯერ გავმხდარვართ ქართულ რეალობაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG