ავტორი: ჰერმინე ჰესე
ზუსტად ვერ ვიხსენებ როდის მოვიდა, ან მე როდის შევამჩნიე, მაგრამ დიდი ხანია აქ არის და ფაქტიურად მოვიშინაურე.
ხო და მოგეხსენებათ, ასეთი ვინმეს (მოშინაურებულის), უკვე სულ ერთი რომ აღარ არის შენთვის, მოშორება და კინწისკვით მისი გაგდება არც ისე მარტივი საქმეა (არა და ხანდახან როგორ მინდა მოვახრჩო).
ძირითადად მაკრიტიკებს, არასოდეს არ არის კმაყოფილი და სულ რაღაცას ითხოვს. მაგრამ არის მომენტები, ჩემთან ერთად ფეხიფეხზე გადადებული ზის და ფიქრობს, ფიქრობს არაფერზე. მერე, მერე რაღაც ახსენდება და წრიალს იწყებს, ერთი კაი გემრიელს მითავაზებს, რომ გამომაფხიზლოს, მაგარი გოგო ხარ და შეეწინააღმდეგე. მეც თავიდან ნელ-ნელა ვიწყებ მოძრაობას, ფაქტიურად მხოლოდ იმიტომ, რომ "ის" თავიდან მოვიშორო, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სწორედ ამის კეთება მჭირდებოდა.
ხანდახან ისეც მომხდარა, ფაქტიურად კისერი მომატეხინა, მაგრამ მერე ამიხსნა, რომ ასე თუ არ მოვიქცეოდი არ მეცოდინეობდა ის, რაც ამ "კისრისმოტეხვამ" მასწავლა. რა გინდა რომ თქვა...ზედმეტად ჭკვიანია. თანაც ისე ვყავარ გამოჭერილი, ვერაფერს გამოაპარებ. გგონიათ რამეს გეტყვის და მიგითითებს? არა, ისე ოსტატურად გაგრძნობინებს, ისე ,რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს.
ალბათ, ხორციელი რომ იყოს დიდი ხნის წინ ხელისაუკანკალებლად მოვკლავდი, მაგრამ ამაშიც მაჯობა. ხომ გითხარით ჩემზე ჭკვიანია, ისე მასილაქებს ხელის განძრევაც არ სჭირდება. მე კი ვდგავარ, როგორც სკოლაში დასჯილი ბავშვი და ვითმენ, იმიტომ, რომ ის ჩემი ასაკისაა, მაგრამ მაინც უფროსია, იმან მეტი იცის და შესაძლოა სასჯელიც გამართლებულია მისი მხრიდან.
რაც არ უნდა იყოს ცილს ვერ დავწამებ და ვერ ვიტყვი, რომ რამე ცუდისკენ მიბიძგებს. პირიქით, წლებია მეხმარება უფრო გავიზარდო, მეტი ვიფიქრო, მეტად მიყვარდეს და ა.შ. ეს პროცესი კი ნელ-ნელა მიდის იქით, რომ მე მე ვიყო.
დაწერეთ კომენტარი