Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატიქიფობია - წარუმატებლობის შიში


ავტორი: ნატა კუჭაიძე

მე, ნატა კუჭაიძე, დავიბადე საქართველოში, ვარ 19 წლის და ამჟამად ჩემს ორ მეგობართან ერთად ვიმყოფები გერმანიაში.ვსწავლობთ.(Edited)ვცდილობთ,ვისწავლოთ. სამივემ ერთი სკოლა დავამთავრეთ,სამივე ერთ კლასში ვიყავით. გაფრთხილება: არ ვაკრიტიკებ რომელიმე კონკრეტულ სკოლას,მასწავლებელს,დირექტორსა თუ მინისტრს,ვაკრიტიკებ ს ი ს ტ ე მ ა ს,რომელსაც ისინი ერთად ქმნიან.ოქტომბრიდან მოყოლებული ვსწავლობთ ჰაიდელბერგის კოლეჯში,უნდა დავაგროვოთ დამაკმაყოფილებელი საშუალო ქულა,რათა მოვხვდეთ სასურველ უნივერსიტეტში.სირთულეები როგორიცაა პირველი შეჯახება დამოუკიდებლობასთან,სახლის,ოჯახისა თუ მეგობრების მონატრება,უკვე უკანა პლანზეა.პირველ ადგილს იკავებს ჩვენი საძირკველი.დღეს სამივე ვისხედით და განვიხილავდით,რამ გამოიწვია,რომ გადაჭარბების გარეშე 5-6 საათიანი მეცადინეობის მიუხედავად,ხშირად სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ.თბილისში დაახლოებით მერვე კლასამდე მკაცრად ტარდებოდა კრება მშობლების სრული დასწრებით.მერვე კლასამდე არსებობდა საუკეთესო მოსწავლეთა სია."ძალიან გახსნილი გონება აქვს"-ო,ყველაზე ხშირად მოსმენილი ფრაზა კრებიდან დაბრუნებული მშობლებისა.თავის ქებისას სასაცილოდ მეჩვენება ნებისმიერი ადამიანი და აქვე ვიტყვი,რომ მასწავლებლებისგან შექებული სამი მეგობარი ვართ და არა საკუთარი თავისგან.საუკეთესოების როლი კარგად გვქონდა სამივეს მორგებული.რამდენიმე დღის წინ დეიდაჩემმა ხუმრობით მკითხა,რა ხდება კოლეჯში,ხართ "ბესთები",თუ ისევ რთულია სწავლაო.მოხერხებულად სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი და ჩემთვის უხერხულად გამეცინა.თბილისში სკოლა 9 საათზე გვეწყებოდა,მაგრამ ხშირად ვიღებდით ერთმანეთისგან შეტყობინებებს "დღეს მეორეზე მოვალ".სკოლა თუ ხშირ შემთხვევაში 3-ზე გვიმთავრდებოდა,ამ დროს საკლასო ოთახებში მარტო ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა.გამოცდა თუ ხუთშაბათს გვქონდა,საკითხები ორშაბათს იყო ცნობილი და მეცადინეობას ოთხშაბათს ვიწყებდით."მე სახლში ვერ გამოგყვები,შვილო,რაც შემეძლო აგიხსენი,ახლა აბრძანდი და დაასხი წიგნებს თავი"-აბსოლუტურად მიუღებელი არგუმენტი გახდა ოქტომბრიდან.მაშინ,როდესაც პირველად მოვხვდი გერმანიაში და ერთი წელი გიმნაზიაში გავატარე,სამშობლოში გაოცებული დავბრუნდი და გაუთავებლად ვიმეორებდი,თუ რამდენად დაბალია განათლების დონე ჩვენი ასაკის ბავშვებში.ისიც კი არ იციან,რომ რემარკი გერმანელი იყო და რომ ის მათი კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატორია.ჩვენ ვიცით რემარკის წარმომავლობა,მის ნაწარმოებებსაც კი დაგისახელებთ და უფრო მეტიც,მოკლე შინაარსსაც ჩამოგიყალიბებთ,მაგრამ ჩვენ გავიზარდეთ არასწორ სისტემაში,ჩვენ არასდროს გვქონია ერთი კონკრეტული მიმართულება,წესები თუ როგორ უნდა ისწავლო,რა უნდა ისწავლო.საერთოდ ეს მამაპაპური დიპლომები თითო ადამიანზე რომ მინიმუმ 3 "მოდის",კიდევ ცალკე თემაა.დიპლომების რაოდენობით დარწმუნებული ვარ მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილს ვიკავებთ.წიგნიერებით კი საუდის არაბეთის,ირანისა და აფრიკის ქვეყნების დონეს ვუტოლდებით.ეს პრობლემა გერმანიაშიც დგას."Das Leseverhalten der heutigen Jugendlichen tendiert ins Minus."-ესე ასათაურებს ერთ-ერთი ჟურნალისტი სტატისტიკაზე დაყრდნობილ სტატიას.თუმცა უნდა ითქვას,რომ უწიგნურობას,გარდა განათლების სისტემისა,სხვა უამრავი ფაქტორი იწვევს და ამ მომენტში ამაზე ყურადღების გამახვილება არ შედის ჩვენს ინტერესში.ჩვენი მთავარი საზრუნავი ისევ და ისევ დისციპლინა და სისტემაა.ძალიან დიდ პატივს ვცემ მოსწავლეს,რომელმაც კერძო მასწავლებლების დაუხმარებლად ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ეს არა იმიტომ,რომ იქ რამე ურთულესი და შეუძლებელია,უბრალოდ ელემენტარულ ინფორმაციას არ გაწვდის სკოლა,რანაირად ჩატარდება,რა ტიპის დავალებები მოვა.სკოლა არ გაჩვევს მთავარს - შრომისმოყვარეობას. დილას 8 საათზე ვალდებულები ვართ,ვიყოთ კოლეჯში,დავესწროთ თითოეულ გაკვეთილს,რომელიც გრძელდება საათი და 30 წუთი,რისი შეჩვევაც ასევე დიდი სირთულე იყო იმიტომ,რომ ჩვენთვის გაკვეთილისთვის განკუთვნილი 45 წუთი ასე ნაწილდებოდა: 10 წუთი ბავშვების გაჩუმებას ჭირდებოდა,ხოლო ბოლო ათი წუთი 40 გაურკვეველი დაღლილობისგან დადებილებული სახე უბრალოდ დაფისკენ იყურებოდა და ამბავი იყო ორი ყურის - შეუშვი-გამოუშვი. "თუ სწავლა გინდა,გეპეიშიც ისწავლი"-გაცვეთილი ფრაზა.სულ ნუ შევალთ მაშინ სკოლებში და ექვსი წლიდანვე დავნერგოთ რეპეტიტორების კულტურა.თუ თავიდანვე რაღაცამ არ დააინტერესა,რაღაცამ არ შეაყვარა და მოაწონა ბავშვს თუნდაც კითხვა და ესათუის საგანი,მაშინ სკოლის დანიშნულებად სხვას რას ვხედავთ?სანამ კერძო მასწავლებელთან სიარული (თითქმის ყველა საგანში!!!საატესტატოებისთვის წლის დასაწყისში ორი საგნის გამოკლებით ყველაფერში ვემზადებოდით) ისეთივე ბუნებრივი "მოვლენა" იქნება,როგორც აისი და დაისია,სანამ ყველა ოჯახის იდეაფიქსი "ჩემს თამაზიკოს 2 დიპლომი აქვს" იქნება,სანამ სკოლა არ მისცემს ბავშვს საძირკველს,რომელზეც დარჩენილი წლები უნდა დააშენოს,სანამ მე-12 კლასამდე მთავარი საზრუნავი "გავსილი გაქვს გრაფა ორებითა და არებით,რა გიშველო ახლა მე?" , მუქარა "ვსიო, ჩავდივარ დირექტორთან" და გამოსავალი სასოწარკვეთილი ხმით ნათქვამი "დიდი მადლობა ყველაფრისთვის" იქნება,მანამ ვერ გავბრწყინდებით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG