Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გრძელდება "უსაფრთხოების გაძლიერებული მდგომარეობა"


ბრიუსელი, 22 ნოემბერი
ბრიუსელი, 22 ნოემბერი

16 კაცი დააკავეს 21 ნოემბერს, გვიან საღამოს ბრიუსელში. ქვეყნის პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დერ სიპტის განცხადებით, დაკავებულთა შორის ვერ აღმოაჩინეს 13 ნოემბრის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი სავარაუდი ორგანიზატორი, აბდესლამ სალაჰი. ახლობლები და მეზობლები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ ნახეს იგი და აქვთ ინფორმაცია მის სურვილზე სირიაში წასვლის შესახებ. რეიდი გვიან ღამით 19 სახლში ჩაატარეს სამართალდამცავებმა. ბრიუსელში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის შემთხვევაში მიმართავენ. ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელია, ბარები და რესტორნები ჩვეულებრივზე ადრე წყვეტენ მუშაობას. ბელგიის დედაქალაქში უსაფრთხოების ყველაზე გაძლიერებული მდგომარეობა, ე.წ. „მოახლოებული საშიშროება“, გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა 21 ნოემბერს „საკმაოდ დამაჯერებელი უწოდა ქვეყანაში ისეთი ტერაქტების საფრთხეს, როგორიც 13 ნოემბერს პარიზში მოხდა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG