Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი ბიუჯეტის პროექტს წარმოადგენს მნიშვნელოვნად შეკვეცილი საგარეო დახმარებით


ხუთშაბათს თეთრი სახლი წარმოადგენს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად მცირდება საგარეო დახმარების, გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსება. სამაგიეროდ იზრდება ასიგნებები თავდაცვის ბიუჯეტში. თანახმად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდი ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებისა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე ამერიკის ინტერესებს დააყენებდა, ყველაზე მეტად, 28%-ით და 31%-ით შემცირდება სახელმწიფო დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სააგენტოს ბიუჯეტები. გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის 10,9 მილიარდი ამერიკული დოლარით შემცირება შეეხება საგარეო დახმარებებსა და საერთაშორისო გრანტებს ისეთი მრავალმხრივი განვითარების სააგენტოებისათვის, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და გაეროს კლიმატური ცვლილებების პროგრამა. ამასთან, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მოცულობაც პროექტის თანახმად 3,8 ტრიალონ დოლარს შეადგენს, უცვლელი დარჩება სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის პროგრამები ხანდაზმულებისათვის, გარდა ამისა 10%-ით გაიზრდება თავდაცვის, ხოლო 6,8%-ით - საშინაო უსაფრთხოების სამინიტროების დაფინანსება. სააგენტო როიტერსის თანახმად, აშშ-ის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ასევე მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა, რაზეც თეთრი სახლი უახლოესი ორი წლის განმავლობაში 4 მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG