Accessibility links

ტილერსონი: ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანება აშშ-ის ინტერესებშია


აშშ-ის სახელმწიფწო მდივანი რექს ტილერსონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა აშშ-ის სენატის ლიდერებს მიმართა მოწოდებით, დაამტკიცონ ჩერნოგორიის განცხადება ნატოში ამ ქვეყნის გაწევრიანების სურვილის თაობაზე. ტილერსონი 7 მარტის წერილში აღნიშნავს, რომ ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანება აშშ-ის ინტერესებშია. სახელმწიფო მდივანი წერს, რომ ნატოში ჩერნოგორიის წევრობა ხელს შეუწყობს მეტ ინტეგრაციას, დემოკრატიულ რეფორმებს, ვაჭრობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ბალკანეთში. ამის თაობაზე იტყობინება როიტერის სააგენტო. ამ საკითხზე სენატის ორი წევრის, რენდ პოლის და მაიკლ ლის მხრიდან თავშეკავების შედეგად ჩერნოგორიის გამო კენჭისყრა თვეების განმავლობაში იყო გადადებული. პოლს ეჭვი ეპარება, რომ ღირს რუსეთის მრისხანების გამოწვევა, რუსეთისა, რომელიც ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება. მისი აზრით, ეს პატარა ქვეყანა ნატოში შესვლით აშშ-ის დაცვაში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩერნოგორიაში 650 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მას იმედი აქვს, რომ მალე მიიღებს ნატოს 28 წევრისგან თანხმობას და გახდება ნატოს თანასწორუფლებიანი წევრი ალიანსის მაისის სამიტამდე. დღესდღეობით თანხმობა ალიანსის 24-მა წევრმა გამოთქვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG