Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლუტოკრატიის ნიშნები ქართულ პოლიტიკაში


ავტორი: ანანია დევსურაშვილი

ფული და ძალაუფლება ორი იმგვარი ფენომენია რომელიც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ერთად თანაარსებობდნენ და ხშირ შემთხვევაში კიდევაც ავსებდნენ ერთმანეთს რადგან ერთერთი მათგანის ჭარბი რაოდენობით ქონა აძლევს ადამიანს საშუალებას რომ მეორეზე მარტივად მიუწვდებოდეს ხელი. მას შემდეგ რაც კაცობრიობა დემოკრატიულ ფაზაზე დაგავიდა არა კანონიერი ან უბრალოდ არასამართლიანი გზებით ძალაუფლების გამოყენებით ფულის მოპოვებას და მისი გამოყენებით ძალაუფლების შეძენას, დაერქვა მარტივი სახელი „კორუფცია“. რომელიც სამწუხაროდ განუყოფოლია ნებისმიერი სახელმწიფოსაგან, განსხვავება მხოლოდ ამის გაშუქების ფორმებში და მასშტაბებშია. სხვა მავალ მმართველობის ფორმასთან ერთად პლუტოკრატიის ცნება ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთიან მოდის, ეს აღნიშნავდა გაბატონებული ფენის ყველაზე მდიდარი წარმომადგენლების მცირე ჯგუფის მმართველობას, რა დროსაც უბრალო ხალხი სრულიად უუფლებოა. სამწუხაროდ აღნიშნულ ტერმინისგან განსხვავებით მისი ცნების ნიშნები კვლავ მოიძებნება თაანმედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში, შესაბამისად ამ ბლოგში შევეხები პლუტოკრატიის ნიშნებს ქართულ პოლიტიკაში.

ქართულ პოლიტიკაში მომრავლებული მილიონერების შესახებ საინტერესო კვლევას გვთავაზობს მონიტორინგის ცენტრი “მედიატორი“, რომლის მიხედვით მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია ანუ ყოველი მესამე ქართული ოცნების წარმომადგენელი პარლამენტში ფლობს მილიონი ლარის ან მეტის ღირებულების მქონე უძრავ ქონებას, 37 დან 6 მილიონერი ამავდროულად მინისტრიც გახლავთ. ასევე უნდა აღინიშნოს რომ გარდა მმართველი პარტიისა, კვლევის მიხედვით პარლამენტში შესულ ყველა პარტიას ჰყავს 1 მილიონერი დეპუტატი მაინც. მეტი კონკრეტიკისთვის გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
1. „ბანკი ქართუს“ სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი და
ბიზნესმენი, შოთა შალელაშვილი – 34. 907.760 ლარი
2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე – 13 მლ. ლარი
3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ოდიშარია – 12.414.270 ლარი
4. პარლამენტის დეპუტატი, ლევან კობიაშვილი -10 მილ. ლარი
5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი –
7.672.000 ლარი

რაც შეეხება მინისტრებს:
1. კახა კალაძე – 36.604.500 ლარი
2. ლარიტარიელ ხეჩიკაშვილი – 11.253.000 ლარი
3. ქეთევან ციხელაშვილი – 9.748.000 ლარი
4. გიორგი გახარია – 5.019.000 ლარი
5. ზურაბ ალავიძე – 2.442.000 ლარი
6. დიმიტრი ქუმსიშვილი – 1.965.000 ლარი.

დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან:
1. „პატრიოტთა ალიანსის “ დეპუტატი, ნატო ჩხეიძე - 51.039.798 ლარი
2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ნაყოფია - 8.033.500 ლარი
3. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი – 1.560.900 ლარი
4. ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე - 1.219.450 ლარი.

უნდა აღინიშნოს რომ ეს რიცხვები მოცემულია მხოლოდ იმ ქონების ანალიზიდან გამომდინარე რაც თავად დეპუტატების მიერაა გასაჯაროებული, აქ არ შედის არაფორმალური (გარე) შემოსავლები და ოფშორებში არსებული თანხები, შესაბამისად არსებობს საფუძველი რომ შეიძლება თავად მილიონერი დეპუტატებსი რაოდენობაც რეალურად უფო მეტი აღმოჩნდეს ვიდრე ჩვენ ვიცნობთ ისევე როგორც უკვე არსებულ მილიონრების ქონების ღირებულებაც. ეს განპირობებულია სავალდებულო ქონებრივი დეკლარაციების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებით და ხშირ შემთხვევაში გაყალბებით.

რაც შეეხება იმ ფაქტორებს თუ რითაა მსგავსი მდგომარეობა ქვეყანაში განპირობებული:

დაუსჯელობის სინდრომი - მიუხედავად იმისა რომ ქონებრივი დეკლარაცია სავალდებულო ხასიათს ატარებს და მისი გაყალბება დასჯადია კანონით.2017 წლის 14 თებერვლით დათარიღებულ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომ მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, აგრეთვე, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. დარღვევების აღმოჩენისას თანამდებობის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 200 საათამდე. გარდა ამისა, კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების ამსახველი არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა არსებობს, საზოგადოებას გაუჭირდება თუნდაც ერთი გახმაურებული ფაქტის გახსენება, როცა ამ კანონდარღვევის გამო რომელიმე თანამდებობის პირი დაისაჯა. ამიტომაც, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ფორმალობას დაემსგავსა და მას თანამდებობის პირები, ძირითადად, თავიანთი შეხედულებისამებრ ავსებდნენ. შეიძლება ეს დეკლარაცია სამომავლოდ ხელის შემშლელი აღმოჩნდეს მსგავსი პრეცენდენტების მიმართ, თუმცა როდესაც იგივე რჩება სისტემის ყველა შიდა ელემენტი და აქტორი რთულაი ისეთ ძირეულ ცვლილებაზე საუბარი როგორიც ამ სფეროში კორუფციაა.

საზოგადოებაში ანგარიშვალდებულებაზე დამყაებული პოლიტკური კულტურის ნაკლებობა - წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება წარმომადგენლის მხრიდან, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში არც წარმომადგენლებს და არც ამომრჩევლებს არ აქვს იმის შეგრძნება რომ არჩევნებზე ხმის მიღების სანაცვლოდ კანდიდატმა უდნა აიღს ვალდებულება უამრავის საკითხის გარშემო და მათ შორის წარადგინოს შეასაბამისი დეკლარაცია. ეს დიდწილად განპირობებლია იმით რომ საქართველო „ახალგაზრდა“ დემოკრატიის ქვეყნაა, მსგავსი პოლიტიკური კულტურა სამწუხაროდ ვერ დამკვირდებოდა საბჭოთა ანექსიის საუკუნოვან პერიოდში.

შიდა პარტიული კორუფცია - იმის მაგივრად რომ პარტიაში ხდებოდეს კომპეტენტური კანდიდატების რეკრუტირება და შემდეგ შესაბამის თანამდებობისთვის ნომინირება, ხშირ შემთვევაში კონკრეტული თანამდებობის მიღება ან პარტიულ სიაში ადგილის დამკვიდრება ხდება მისი შესყიდვით, შებაბამისი კომპეტენციის ნაცვლად. ეს განოწვეულია იმით, რომ საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ მოქმედებს ყველასათვის ცნობილი პრინციპი: „ვინც იხდის ის უკვეთავს“.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეგვიძლაი ვთქვათ რომ სამწუხაროდ დღეს-დღეისობით ისევ არსებობს პლუტოკრატიის ნიშნები ქართულ რეალობაში თუმცა იმასვერ ვიტყვით რომ არ არსებობს მისი აღკვეთის სურვილი და მცდელობები სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რისი ერთერთი მაგალითიც სწორედ ნახსენები „მედიატორის“ კვლევაა. შესაბამისად ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ ამ კუთხი ვითარების ცვლილებას მხოლოდ დადებითი ხასიათი ექნება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG