Accessibility links

ჭირდება თუ არა საქართველოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა


ავტორი: რეზო გველესიანი

პირველ რიგში განვიხილოთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა;მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული ყველაზე ძველი საარჩევნო სისტემაა. მაჟორიტარული სისტემის გამოყენებისას დეპუტატის მანდატებს მიიღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კანონით დადგენილი ხმების უმრავლესობა (აბსოლუტური ან ფარდობითი) მიიღეს. მაჟორიტარული სისტემა უმეტესად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოიყენება. თუმცა, შესაძლებელია მისი მრავალმანდატიან ოლქშიც გამოყენება. ერთმანდატიან ოლქში, ჩვეულებრივ, კენჭს იყრიან კონკრეტული პირები (არჩევანი პერსონიფიცირებულია), მრავალმანდატიანში კი ხმას აძლევენ როგორც გარკვეულ პიროვნებებს, ისე პარტიულ სიებსაც. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მსოფლიოს 90–ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის აშშ‐ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და კანადაში4. იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება კანდიდატის ასარჩევად საჭირო ხმების უმრავლესობა, განასხვავებენ: ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარულ სისტემას, აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარულ სისტემას და კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარულ სისტემემას.

საქართველოშიც ვხვდებით ამგვარ სისტემას 1995 წლის კონსტიტუციით პარლამენტი ოთხი წლის ვადით აირ- ჩევა. მისი შემადგენლობა 235 წევრით განისაზღვრა. აქედან 150 წევრი პროპორციული სისტემით უნდა ყოფილიყო არჩეული, 85 წევრი კი მაჟო- რიტარული სისტემით.პატარა ქვეყნისათვის 235 წევრიანი პარლამენტი მეტისმეტად მრავალრიცხოვნად იქნა მიჩნეული და 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150-ს. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ 150 წევრიდან 100 წევრი არჩეული იქნებოდა პროპორციული სისტემით, ხოლო 50 წევრი მაჟორიტარული სისტემით. თუმცა 2008 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტი არჩეული იქნა 75 პროპორციული და 75 მაჟორიტარი დეპუტატის შემადგენლობით. მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდას სახელისუფლო პარტია იმით ასაბუთებდა, რომ ყოველ რაიონს თავისი მაჟორიტარი უნდა ჰყოლოდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩეული იქნა 77 პროპორციული სიით და 73 მაჟორიტარი. იმავე პრინციპით ჩატარდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუციის 2017 წლის რედაქციის თანახმად, იგივე შემადგენლობის უნდა იყოს 2020 წელს არჩეული პარლამენტიც. კონსტიტუციის გარდამავალი დებულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში, რომელიც 2020 წელს უწევს, პარლამენტში იქნება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრი. პროპორციული სისტემით არჩევნებისთვის დაწეული იქნება ბარიერი 5%-დან 3%-მდე - „პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც“. რადგანაც მაჟორიტარულ არჩევნებში, როგორც წესი, დიდი უპირატესობა აქვთ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის კანდიდატებს, ოპოზიცია წლების მანძილზე დაჟინებით მოითხოვს მაჟორიტარული წესით არჩევნების საერთოდ გაუქმებას და საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას. მმართველი პოლიტიკური ძალა ამას მხოლოდ მომდევნოს შემდეგ, - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დათანხმდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG