Accessibility links

ტრამპის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების საგრძნობლად შემცირებას გეგმავს


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების საგრძნობლად შემცირებას აპირებს. დაზოგილი თანხა მოხმარდება თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს, განაცხადა თეთრი სახლის საბიუჯეტო უწყების დირექტორმა მიკ მელვენიმ. პენტაგონის ბიუჯეტი 600 მილიარდ დოლარს აღემატება. თეთრი სახლის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, კონგრესს სთხოვოს სამხედრო ხარჯების გაზრდა 50 მილიარდი დოლარით. თებერვალში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს გააძლიეროს და საგრძნობლად განაახლოს ამერიკის არმია. მისი სიტყვებით, საქმე ეხება აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ზრდას სამხედრო სფეროში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილება, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარებისთვის არის პასუხისმგებელი - წელიწადში 50 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG