Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიმოვის გარდაცვალებას ახალი წყაროები ადასტურებენ


ისლამ ქარიმოვი
ისლამ ქარიმოვი

უფრო და უფრო მეტი წყარო ადასტურებს ცნობებს უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ. სააგენტო „როიტერსმა“ სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 78 წლის ქარიმოვი მკვდარია.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა კაბინეტის შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, მიუსამძიმრა უზბეკ ხალხს ქარიმოვის გარდაცვალების გამო და თქვა, რომ „თურქეთი უზბეკეთის ტკივილსა და მწუხარებას იზიარებდა“. უცნობია, თუ საიდან მიიღეს ცნობა ამის შესახებ თურქეთის ოფიციალურმა პირებმა.

რადიო თავისუფლების უზბეკეთის სამსახური იუწყება, რომ ქვეყანა სავარაუდოდ დაკრძალვისთვის ემზადება - დღეს ქვეყნის საჯარო მოსამსახურეებმა მიიღეს დავალება, რომ სამსახურში თეთრი პერანგებითა და შავი პიჯაკებით გამოცხადებულიყვნენ. თუმცა, ამავე დროს არ არსებობს ოფიციალური ცნობა ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ.

უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის ცნობაში, რომლიც 2 სექტემბერს, ქვეყნის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, უზბეკეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად იყო მოხსენიებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG