ენერგორესურსებით მდიდარი თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი გინესის მსოფლიო რეკორდებში ჩაეწერა, როგორც ქალაქი, სადაც ყველაზე ხშირად შეხვდები თეთრი მარმარილოს შენობებს. ქალაქში 4,5 მილიონ კვადრატულ მეტრზე თეთრი მარმარილოთი აშენებული 543 ახალი ნაგებობაა.
ქვეყნის პარლამენტმა პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვს "თურქმენეთის დამსახურებული არქიტექტორის" წოდება მიანიჭა "სამშობლოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარებისთვის გაწეული ტიტანური შრომისათვის".
არადა, "ამნესტი ინტერნეშნლის" ახალი ანგარიშის თანახმად, თურქმენეთის მოქალაქეებს წართმეული აქვთ ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და პრესის თავისუფლება. პოლიტიკური ოპოზიცია მუდმივი წნეხის ქვეშაა, ხოლო არჩევნები არც სამართლიანია და არც თავისუფალი.
თეთრი მარმარილოთი აშენებული დედაქალაქი
2
თურქმენეთის ჯანდაცვის სამინისტრო
3
თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4
თეთრი მარმარილოთი აშენებული საცხოვრებელი სახლები
6
აშხაბადში ახლახან აშენებული საჯარო შენობა
7
სასტუმრო ოგუზკენტი აშხაბადში
9
სახელმწიფო პრესის სახლი
11
საგარეო საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა 2011 წელს
12
პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი საპრეზიდენტო სასახლის გახსნის ცერემონიაზე აშხაბადში, 2011 წელს
13
ქორწინების სახლი
14
მარმარილოს მინარეთიდან მოლა ლოცვაზე უხმობს მორწმუნეებს