Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი მცირდება


ავღანეთი
ავღანეთი

„მსოფლიო ბანკის“ მონაცემებით, პირველად ისტორიაში, წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები იცხოვრებს უკიდურეს სიღარიბეში. „მსოფლიო ბანკის“ პროგნოზით, 702 მილიონამდე ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 9,6% იცხოვრებს უკიდურეს სიღარიბეში, უმეტესწილად აფრიკაში (საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში) და აზიაში. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 12,8%-ს შეადგენდა. თუმცა, მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია ისიც, რომ უკიდურესი სიღარიბე მძიმე პრობლემად რჩება მილიონობით ადამიანისათვის. ბანკი შემოსავლის ახალ მაჩვენებელს, დღეში 1,9 დოლარს იყენებს უკიდურესი სიღარიბის განსაზღვრისას. აქამდე ეს მაჩვენებელი 1,25 დოლარი იყო. ანგარიში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ლიდერებმა გასულ თვეში პირობა დადეს, რომ 15 წელიწადში ბოლოს მოუღებენ უკიდურეს სიღარიბეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG