Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული შესწორება


უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“ მიიღო ანტიდისკრიმინაციული შესწორება ქვეყნის შრომით კოდექსში, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო მიმოსვლის შემოღებისათვის. შესწორება კრძალავს სამუშაო ადგილზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას რასის, ფერის, პოლიტიკური, რელიგიური რწმენის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური და ეთნიკური წარმომავლობის, ასაკის, ჯანმრთელობისა თუ ოჯახის კუთვნილების გამო. შესწორება, რომელიც იცავს ლგბტ ადამიანების შრომით უფლებებს, უკრაინის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების დიდი წინააღმდეგობის გამო, მხოლოდ მეექვსე მცდელობის შემდეგ დაამტკიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG