Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა გენერალური პროკურორის გადადგომას მხარი დაუჭირა


ვიქტორ შოხინი

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოხინის გადადგომა. უკრაინაში პროდასავლური კურსის მომხრეები შოხინს მიიჩნევენ კორუფციასთან ბრძოლაში ხელის შემშლელად.

გადაწყვეტილებას მიემხრო 289 დეპუტატი, საჭირო იყო 226-ის მხარდაჭერა. შოხინი გადადგომას დათანხმდა 16 თებერვალს, როცა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, მას და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს მოსთხოვა, დაეტოვებინათ თანამდებობები. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდა კიევს, გაატაროს რეფორმები გენერალური პროკურორის ოფისში, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა კორუფციასთან ბრძოლას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG