Accessibility links

თბილისში დაიწყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი;საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ურბანის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმის პარალელურად, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერები აპროტესტებდნენ უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ იმ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც ბუდაპეშტში მოქმედ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს დახურვით ემუქრება. რადიკალურად განსხვავებული მოწოდებები ისმოდა მეორე აქციაზე, რომლის მონაწილეებიც ვიქტორ ორბანს ტაშით შეეგებნენ და განაცხადეს, რომ სოროსის ფონდის აქტივობები საქართველოშიც უნდა შეიზღუდოს. ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით დაშორებული აქციების მონაწილეთა შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG