Accessibility links

თბილისი უპრეცედენტო მხარდაჭერად აფასებს დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონს


დონალდ ტრამპი

საქართველოს ხელისუფლებამ „უპრეცედენტო მხარდაჭერად“ შეაფასა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც, გავრცელებულ ინფორმაციით, დაწესდება შეზღუდვა ნებისმიერი სახელმწიფოს დაფინანსებაზე, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ხელმოწერილი კანონით, აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ეს არის პირველი დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან. ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად. აშშ-ს პრეზიდენტმა საკანონმდებლო აქტს ხელი გუშინ მოაწერა. კანონს ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG