Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ცდილობს ერაყს თავიდან ააცილოს ახალი რელიგიური შუღლი


ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. 2015 წლის 14 აპრილის ფოტო.
ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. 2015 წლის 14 აპრილის ფოტო.

აშშ ცდილობს, დაეხმაროს ერაყის ხელმძღვანელობას, რომ თავიდან აიცილოს ირანისა და საუდის არაბეთის დიპლომატიური დაპირისპირება, რაც ერაყს რელიგიური შუღლის ესკალაციას უქადის და ძირს უთხრის ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას. ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალ-აბადი, რომელიც როგორც ერაყელ შიიტთა ლიდერი, დიდ ზეწოლას განიცდის ქვეყნის სუნიტი უმრავლესობის მხრიდან, ცდილობს მოიპოვოს ნდობა და მხარდაჭერა სუნიტებით დასახლებულ იმ რეგიონებში, რომლებსაც ჯერჯერობით კვლავ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. 6 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ აღნიშნეს, რომ ორივე მხარე შეშფოთებულია საუდის არაბეთის მიერ ცნობილი შიიტი სასულიერო ლიდერის სიკვდილითა დასჯისა და ამის პასუხად, თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის გამო. თეთრი სახლის თანახმად, ბარაკ ობამამ დაადასტურა „ორივე დაპირისპირებული ქვეყნის მიერ დიპლომატიური ჩართულობისა და დიალოგის აუცილებლობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG