Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იაჰუ ნიუსი“: აშშ არკვევს, ჰქონდა თუ არა ტრამპის გუნდის წევრს მოლაპაკებები იგორ სეჩინთან


კარტერ პეიჯი
კარტერ პეიჯი

„იაჰუ ნიუსი“ იტყობინება, რომ აშშ-ის დაზვერვა ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ბიზნესმენ კარტერ პეიჯს მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლებასთან. პეიჯი პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში თავის მრჩევლად დაასახელა. ცნობის თანახმად, ცდილობენ გაარკვიონ, ესაუბრა თუ არა პეიჯი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს კერძო შეხვედრებზე ორმხრივ საკითხებზე, მათ შორის აშშ-ის სანქციებზე. 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ ცნობაში მედიაორგანიზაცია იმოწმებს რამდენიმე წყაროს, რომელთა თანახმად, სადაზვერვო ორგანოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილი პირი არის კარტერ პეიჯი, რომელიც ადრე მოსკოვში მუშაობდა საინვესტიციო ბანკში, და რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის მარტში თავისი საგარეო-პოლიტიკური გუნდის წევრად დაასახელა. „იაჰუ ნიუსის“ თანახმად, მის ხელთ არის „დასავლური სადაზვერვო წყაროს“ ინფორმაცია, რომ ივლისში პეიჯი მოსკოვში ვიზიტისას შეხვდა სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. სეჩინი რუსეთის იმ ოფიციალურ პირთა და ბიზნესმენთა რიგს განეკუთვნება, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები მოქმედებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. ამავე წყაროს თანახმად, პეიჯი შეხვდა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ სხვა პირებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG