Accessibility links

მაკმასტერი: აშშ-მა ფარდა უნდა ახადოს არჩევნებში რუსეთის „მზაკვრულ“ ჩარევას


თეთრი სახლის მრჩეველი, ჰ. რ. მაკმასტერი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს არჩევნებში რუსეთის „მზაკვრული“ ჩარევის გამოაშკარავებას, რათა მოსკოვს აღარ მიეცეს დემოკრატიულ პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. „ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ გეგმა ამ ძალიან დახვეწილ სტრატეგიასთან გასამკლავებლად“, განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მაკმასტერმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„ეს არის ახალი ტიპის საფრთხე, რომელიც რუსეთმა მართლაც რომ ძალიან მაღალ დონეზე განავითარა... დეზინფორმაციისა და პროპაგანდის და სოციალური მედიის საშუალებების გამოყენება საზოგადოებებში პოლარიზებისა და სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთთან დაპირისპირების მიზნით, მათი სიმტკიცისა და გამბედაობის შესასუსტებლად“, - ამბობს მაკმასტერი.

დონალდ ტრამპის მრჩეველმა, რასაკვირველია, იცის, რომ მოსკოვი უარყოფს არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს, თუმცა „არადამაჯერებლად“ მიიჩნევს ასეთ რეაქციას. ის ჩამოთვლის რამდენიმე შემთხვევას, როცა რუსეთი უარყოფდა უტყუარ ან მალე გამოაშკარავებულ ფაქტებს.

აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა გასული თვის იანვარში გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გასცა განკარგულება აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე „გავლენის“ მოხდენის შესახებ აშშ-ში დამოკრატიისადმი რწმენის შესასუსტებლად, პრეზიდენტის დემოკრატი კანდიდატის რეპუტაციის შესარყევად და რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის, დასახმარებლად. რუსეთს ევროპელი ოფიციალური პირებიც ადანაშაულებენ მათი ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში. იგულისხმება, მაგალითად, ბრალდებები, რომ მოსკოვი ჩაერია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ესპანეთისაგან კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმში, „ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმში.

მაკმასტერი „მზაკვრულს“ მიიჩნევს სწორ ცნებად რუსეთის ქმედებების აღსაწერად. მისი აზრით, ყველაზე მთავარია, ფარდა აეხადოს მოსკოვის მოქმედებას, გამოაშკარავდეს ამ მოქმედების ინიციატორი და მიზნები. „შედეგად, მნიშვნელოვნად შეასუსტებ მათ უნარს ამ ტიპის უარყოფითი გავლენა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე თუ სხვებზე“, - აღნიშნა მაკმასტერმა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან 2 იანვარს თეთრ სახლში საუბრისას.

დონალდ ტრამპის მრჩეველმა, რასაკვირველია, იცის, რომ მოსკოვი უარყოფს არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს, თუმცა „არადამაჯერებლად“ მიიჩნევს ასეთ რეაქციას. ის ჩამოთვლის რამდენიმე შემთხვევას, როცა რუსეთი უარყოფდა უტყუარ ან მალე გამოაშკარავებულ ფაქტებს: აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ყოფნას, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დახმარებას ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო მიჩქმალვაში „(მათი მხრიდან უარყოფა) უბრალოდ, დამაჯერებელი აღარ არის“, დაასკვნის მაკმასტერი. „ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანაა დავუპირისპირდეთ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებას, როგორც უკვე ვთქვი, გამოვააშკარაოთ, რასაც აკეთებს“.

მაკმასტერის ეს პოზიცია არ ნიშნავს, რომ მას აშშ-ისთვის მნიშვნელოვნად არ მიაჩნია რუსეთთან თანამშრომლობის გზების მოძებნა. დონალდ ტრამპის მრჩევლის აზრით, საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილება და თანამშრომლობა საკითხებზე, სადაც ერთმანეთს ემთხვევა ორი მხარის ინტერესები. ერთ-ერთ ასეთ საკითხად მაკმასტერმა ჩრდილოეთ კორეის პრობლემა დაასახელა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG