Accessibility links

„მოახლოებული საშიშროების" მდგომარეობა ბელგიაში


ბრიუსელი

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში უსაფრთხოების ყველაზე გაძლიერებული მდგომარეობა ე.წ. „მოახლოებული საშიშროება“ - გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა 21 ნოემბერს „საკმაოდ დამაჯერებელი" უწოდა ქვეყანაში ისეთი ტერაქტების საფრთხეს, როგორიც 13 ნოემბერს პარიზში მოხდა. პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაიღუპა 130 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილია ბელგიის მოქალაქე აბდელჰამიდ აბაუდი. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები ფლობენ ინფორმაციას, რომ ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილ რამდენიმე პირს შეუძლიათ რამდენიმე ადგილას განახორციელონ თავდასხმა. ამ განცხადების შემდეგ, ბრიუსელში გაჩერდა მეტრო და მოსახლეობას მოუწოდეს, არ გამოვიდეს ქუჩაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG