Accessibility links

ავტორი: ირინა გურული

უძრავი ქონება მოსახლეობისთვის დანაზოგების გაკეთების ერთ-ერთი მთავარი წყაროა საქართველოში, ისევე როგორც - სესხის უზრუნველყოფის. უძრავ ქონების ბაზარზე არსებული ვითარება, შესაბამისად, საზოგადოების ფართო ფენებისთვის არის საინტერესო. კვლევა, რომელიც "თიბისი ბანკის", ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) მიერ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით ჩატარდა, საინტერესო უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

უძრავი ქონების კვლევის მონაცემები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:06 0:00
Direct link

კვლევის თანახმად, 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი დედაქალაქში მერყეობდა 836-დან 900 აშშ დოლარამდე. ამასთან, თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 1.8 %-ით შემცირდა, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
2016 წლის ივნისის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია (1 კვ.მ. 1 011 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (1 კვ.მ. 544 აშშ დოლარი).

კვლევის თანახმად, ანალოგიური ტენდენცია იკვეთება გაქირავების ფასებშიც: საცხოვრებელი ქონების გაქირავებაც ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა (1 კვ.მ., საშუალოდ, 9.0 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორში (1 კვ.მ., საშუალოდ, 5.0 აშშ დოლარი). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 13.2 %-ით შემცირდა, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, რაც გაყიდვების ინდექსის შემცირებაზე დაბალი მაჩვენებელია.

შედარებით ძვირია თბილისში კომერციული უძრავი ქონების გაყიდვისა და იჯარის ფასები. მაგალითად, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1088-დან 1230 აშშ დოლარამდე, თუმცა, 2016 წლის ივნისის მონაცემებით, გაყიდვის ფასის ინდექსი შემცირებულია 9.6 %-ით, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

რაც შეეხება იჯარას, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარა, საშუალოდ, 10.1-დან 12.0 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2016 წლის ივნისის თვეში იჯარის ფასის ინდექსიც შემცირებულია 4.8 %-ით, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

უძრავი ქონების ლაბორატორიის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში თვეში, საშუალოდ, ფიქსირდებოდა უძრავი ქონების გაყიდვის 2384 ტრანზაქცია. 2016 წლის ივნისში დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვების 34.9 % ვაკისა და საბურთალოს რაიონებზე მოდის.

2016 წლის ივნისში უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 30.7 %-ით გაიზარდა და 2811 შეადგინა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მსგავსი კვლევა რეგულარულად ჩატარდება და უძრავი ქონების ინდექსები სხვა ინდიკატორებთან ერთად ყოველთვიურად გამოქვეყნდება. პროექტის REM lab ფარგლებში იგეგმება კვლევის არეალის თანდათანობითი გაფართოება: პერსპექტივაში კვლევა საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG