Accessibility links

არსად ვაზიანში

თბილისიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ვაზიანის დასახლება. ყოფილ სამხედრო დასახლებაში, სადაც 41 კორპუსი დგას, ხალხს უამრავი პრობლემა აქვს. მოსახლეობა ადგილს, სადაც თავად ცხოვრობს, „მეცამეტე რაიონს“ უწოდებს - ისე, როგორც ერთ ცნობის ფილმშია.

დასახლებაში არც ხეებია და არც მწვანე საფარი, ასფალტი დასახლებასთან წყდება და ძლიერი ქარის გამო ჰაერში პოლიეთილენის პარკები დაფრინავენ. ყოფილ სამხედრო დასახლებაში უკვე წლებია, აფხაზეთიდან დევნილები, მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებულები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ.

აქ ყველაფერი გამოგონილს ან ფილმისთის სპეციალურად შექმნილ ბუტაფორიას ჰგავს. ისევე, როგორც, მაგათითად, ერთადერთი სილამაზის სალონი და სამკერვალო, რომელიც ორსართულიანი შენობის ერთ პატარა ოთახშია მოთავსებული. სალონის სტილისტი და მკერავი ანა შეშის ღუმელთან თბება და ჰყვება, რომ მის მიერ შეკერილი საქორწილო კაბები, რომლებიც უკვე წლებია, ფანჯარასთან მგდომ მანეკენებს აცვიათ, პატარძლებს ელოდებიან. კაბები ჯერ არასდროს გაქირავებულა. ვაზიანელებს ქორწილებისთვის, ლამაზი კაბებისთვის ან ვარცხნილობებისთვის არც ფული აქვთ და არც ხალისი. ისინი ჯერ კიდევ უსაფრთხო სახლებზე, სასმელ წყალსა და ბუნებრივი აირზე ოცნებობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG