BACK TO TOP

კლებადი მხარდაჭერა

ავტორი: ლი ლუო

უკრაინაში ევრომაიდნის შემდეგ ორი წელი გავიდა. რას აჩვენებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და ეკონომიკური მონაცემები?

ლიდერები: ოპტიმიზმის კლება

იხ. „გელაპის“ მონაცემები

პეტრო პოროშენკოს მხარდაჭერის მაჩვენებელი 2015 წელს 17%-მდე დაეცა - გაცილებით უფრო დაბლა, ვიდრე ვიქტორ იანუკოვიჩის 28% მისი მმართველობის დამხობისას. კომპანია „გელაპის“ მიერ 2016 წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ეს დაბალი მაჩვენებელი ასახავს პოროშენკოს მმართველობით უკრაინელების მზარდ უკმაყოფილებას.

ეკონომიკა

იხ. მსოფლიო ბანკის მონაცემები

მსოფლიო ბანკის მონაცემები აჩვენებს, რომ უკრაინელების მსყიდველობითუნარიანობა დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის დროს - თუმცა, მაშინ გაცილებით ნაკლები პროდუქტისა და სერვისის ყიდვა იყო შესაძლებელი. ჰრივნა ორ წელიწადში 70%-ით გაუფასურდა მაშინ, როცა სამომხმარებლო ფასები ყოველთვიურად იზრდება.

მთავრობისადმი ნდობა

იხ. „გელაპის“ მონაცემები

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, უკრაინელები 2007 წლის შემდეგ ყველაზე ნაკლებად ენდობიან თავიანთი ქვეყნის მთავრობას. „გელაპის“ თანახმად, ხუთი გამოკითხულიდან ერთზე ნაკლები ამბობს, რომ მთავრობა სწორ კურსს ადგას.

კორუფციის პრობლემა

2014 წელს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 175 ქვეყანას შორის 142-ე ადგილი მიუჩინა უკრაინას - ის მიჩნეულია ევროპაში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად, უფრო კორუმპირებულად, ვიდრე სიერა ლეონე, ან ჰონდურასია. მართალია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაქო კორუფციასთან საბრძოლველად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ 10 უკრაინელიდან ცხრა კვლავინდებურად ამბობს, რომ კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული მთავრობაში.

ეკონომიკა 2016 წელს

იხ. „ბლუმბერგის“ ანგარიში

ამ გამოწვევების მიუხედავად „ბლუმბერგის“ ფინანსური მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ 2016 წელს უკრაინის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება. მისგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკას, სავარაუდოდ, 0,5%-ით შემცირება მოელის ნავთობის გაიაფების ფონზე.